ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2009


თეკლას...

პატარა ფისოს ვეძახი
თვალებმაყვალა თეას-
მტრედივით მოღუღუნეს...
და მუდამ სახე მცინარს...

ლამაზად იცის თეკუნამ
ია-ვარდების ხატვა...
დედიკოს გულის ხატებავ,
შეგყვარებოდეს "ქარგვაც..."

თავაზიანი და ზრდილი-
მენახე შვილო გაზრდილი!
თავზე გეხუროს უზადოდ
ქართველი ქალის მანდილი!

მოკეთეები ამბობდნენ:
დედიკოს გულის ვარდია...
მამიკოს სიხარული და
მტრისთვის გულის დარდია...

დიდების მწვერვალს აღწევდე,
ადამის მოდგმის ფერიავ!
სიწმინდე თუ ვერ შეიცნე-
ამ ქვეყანაზე ვერ იარ!...

ეს ლექსი ვუძღვენი ჩემს შვილს-თეკლას..
მაშინ ის ხუთი წლის იყო-ეხლა კი ძალიან, ძალიან დიდი გოგოა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები