ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი7
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2009


პორტრეტი

                    საჩუქარი ჩემს თავს
               
                            პორტრეტი
       
სახე მთვარეზე გამოჭრილი აზიის ქვებით,
თვალები ღამის, მორკალული შუბლის წუხილი.
ქალაქის მავთულს გაყოლილი, ქუჩით ნაკვები.
სული თავნება, კოშმარი რომ ნახა წუხელის.


აზრი საფლავის გაყინული და გაროფილი.
ტანი ანკესზე ჩამომხრჩვალი და ნაწამები.
თმები ოტელოს და შილერულ ყვითელ პროფილით,
ტვინი დაჭმული, ქიმერების მყუდრო სამეფო.


გაივლის ქალაქს ვიტრინებით და წარწერებით.
გზა ნაწვიმარი, დაფურცლული ქარი ნოემბრის.
გზა გადამწვარი. საყვარელი შავი ძერები.
და დაღალული იაპონურ კერპთან მიირბენს.
         

       
         

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები