ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი7
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2009


უკანასკნელი რომანტიკოსი


“უკანასკნელი რომანტიკოსი”


ჩემი ბაღის აყვავებას თუ ვეღირსე,
ალუბლის ხე პატარძლად თუ ვიხილე,
სისხლისფერი მისი წვენი თუ ვიგემე,
შემიძლია იქით წყნარად წავიდე.

არც ბაღი მაქვს, არც ალუბლის ხე დამირგავს,
მომწონს შენი დაკოჟრილი ხელები,
ყველაფერი წინ მქონია, ბაღს ვიყიდი
ხეს დავრგავ და აპრილს დაველოდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები