ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაცია -ადამიანი?! :)))
ჟანრი: იუმორისტული
3 ივნისი, 2009


ძუნწი და პროცესორი (ნამდვილი ამბავი2)

    ჩემი მეგობარი მამაკაცი ძუნწია!
მგონი მსოფლიო კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩემს ცხოვრებას შეეხო, დავრჩი უმუშევარი, იდეებმაც კრიზისი განიცადა, მოდური დაავადებაც შემეყარა "დეპრესიას" რომ ეძახიან.. მეგობარმა ინტერნეტი მირჩია, უებარი წამალია, ახალი ნაცნობები, უამრავი ახალი ინფორმაცია და მოწყენილობა აღარც გაგახსენდებაო. მეც დავუჯერე.
    ახალმა ნაცნობობამაც არ დააყოვნა და რიგი დადგა, ჩემი გაცნობის მსურველთა რიგი.. მეც რჩევა რჩევაში ერთ ერთი ძალიან მომეწონა და საუბარიც აეწყო, მერე ფოტოების გაცვლა, ვირტუალური სიყვარული და გაცნობის დროც მოვიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან, უცხო მამაკაცი ჩემს სანახავად ჩამოვიდა და რეალური რომანიც გაჩაღდა..
    თურმე მართლაც არსებოსბ ბედნიერების მეცხრე ცა, მადა ჭამაში მოდისო და მეათეც მოვინდომე, მაგრამ ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ისევ მიწაზე დავენარცხე. პრობლემებმა თავი შემახსენა, ისევ დეპრესია, უფულობა და სრული ბედნიერებისთვის კომპიუტერიც გაფუჭდა, რომლის საშუალებითაც ყოველდღიური კონტაქტი მქონდა მეგობარ მამაკაცთან.
    ვზივარ და ვფიქრობ რომელ კედელს ვურტყა თავი, ამ დროს რეკავს ბ-ნი მეგობარი მამაკაცი. დაინტერესდა სკაიპში რატომ არ ხარო, რეალური მიზეზის თქმა მომერიდა, რადგან კომპს სულ რაღაც 40 ლარი სჭირდებოდა (ვინდოუსი იყო გადასაყენებელი და ინტერნეტი გადასახდელი), ჰოდა ვიფიქრე, ბარემ ცოტას წავიეშმაკებთქო და  ვუთხარი პროცესორში რაღაც ნაწილი დაიწვა და 150 ლარი უნდა, ამ ეტაპზე ვერ ვაკეთებ და ამ დღეებში იქნებ გავაკეთოთქოო. არაფერი მიპასუხა, თემა შეცვალა..
      2 დღის მერე კვლავ რეკავს: მილაია, დარაგაია, ლიუბიმაია, სამაია, სამაიაა მოია, რუსულით რომ თავი არ შეგაწყინოთ, ძალიან შეწუხებული ჩემი კომპის პრობლემით, მისულა ხელოსანთან თავის ქვეყანაში, გაუგია, რომ ამ ფასიანი ნაწილი არ აქვს კომპიუტერს და გამოსავალი მოძებნა: ვოზმი დოროგაია პროცესორ, ოტნისი ნა ვოგზალ, პერედაი შაფიორუ, ი ია სძეს ვსტრეჩუ, სძელაიუ, ი პოტომ ობრატნო ოტპრავლიუ. უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი მეგობარი მამაკაცი ფრიად შეძლებული, შეიძლება ითქვას მდიდარიც კია..
      ეეჰ, დავჯექი და მთელი გულით ვაგინე ჩემი ბედის ვარსკვლავს, მეორე დღეს კვლავ ვისესხე ფული, ვინდოუსიც გადავაყენე, ინტერნეტიც ჩავრთე და კვლავ თქვენთან ვარ: ისევ უმუშევარი, ისევ დეპრესიული და უფრო მეტიც, მთელ საკაცეთზე გაცოფებული და იმედგაცრუებული.. :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები