ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაცია -ადამიანი?! :)))
ჟანრი: იუმორისტული
5 ივნისი, 2009


ყოფილი ცოლი?!-არააა! (ნამდვილი ამბავი 3)

  "ვერ მოვასწრებ, შაბათი მაინც იყოს, გავაცდინო სამსახური? მერე, მიზეზი რა ვთქვა? არა, არ გამოვა, წავალ და სამსახურის შემდეგ ვნახავ. რა ჩავიცვა? შარვალი? არაა, კაბა ჯობია, იმ ფეხასმელსაც მოუხდება, ლამაზი უნდა ვიყო, ლ ა მ ა ზ ი. ალბათ რესტორანში ვივახშმებთ, ღმერთო, რა რომანტიკული საღამო მელის წინ!
  ...აი, ასე, გადასარევად ვარ, ცოტა მაკიაჟიც, ეს რა გამომსვლია? არაუშავს, დავმალავ.. ოჰ, უკვე კარგია. ერთიც ჩავიხედო სარკეში და წავედი, უკვე მაგვიანდება.
    ოჰო, აშკარად კარგად გამოვიყურები, კაცები აღფრთოვანებულ, ქალები შურიან მზერას მაყოლებენ. ე.ი. მიზანი მიღწეულია.
    ღმერთო, როდის მოვა საღამო, რა ნელა გადის დრო...  "მოთმინებითა შენითაო"?!  აუფ, მოთმინებითა კარგია, რომ ვეღარ ვითმენ?! კარგი რა, შეფ, რა დროს წერილებია, ვერ ხედავ, არ მცალია, ქალი პაემანზე მივდივარ. 3 საათი დარჩა. უცბათ გაივლის. კაი რა, უცბათ... ოჰ, ნუთუ არასდროს მოვა 6 საათი?!
    მაკიაჟი შევისწოროთ, ვარცხნილობაც, უჰ, მშვენიერი ვარ, რა გოგო ვაარ, მე წავედიიიიი.....
    ნახე რა სიმპატიურია, ოჰო, კარიც გამომიღო, ჯენტლმენი ნუუ, გავიღიმოთ!"
    -რაღაც საქმეზე რომ გავიაროთ,  წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
    -არა, რა თქმა უნდა (ვიღიმი).
    "სად მიდის ეს კაცი, ნუთუ მცხეთაში? არა, უი, "გუდვილში", სახლში მივყავარ და პროდუქტი უნდა იყიდოს? მშვენიერი აზრია, რა მოვამზადო? ვახშამი სანთლების თანხლებით, ყოჩაღ, ბიჭო! კარგად მოგიფიქრებია. რამდენ რამეს ყიდულობს, უნდა გამასუქოს თუ მეზობლებსაც ეპატიჟება? 315 ლარიო? ღმერთო, რამდენი ფული დახარჯა ჩემი გულისთვის ,ეს კაცი ღვთის საჩუქარია, გმადლობ, ღმერთო!
    ვაკეში რატომ მიდის? მეგონა საბურთალოზე ცხოვრობდა... გავჩერდით."
    -5 წუთში ჩამოვალ, შენ აქ დამელოდე.
    -კარგი (ისევ ვიღიმი, დაბნეული).
    "სად მიაქვს ეს პარკები? რამე სურპრიზია, ვითომ? ვერ მიგიხვდი, საყვარელო, რა ხდება? აი, ჩამოვიდა..."
    -რაღაც ვერ გავიგე, სურპრიზს მიწყობ (ისევ ვიღიმი)?
    -არა, რა სურპრიზი, აქ ჩემი ყოფილი ცოლი ცხოვრობს და  ყველაფერი მას ვუყიდე, კვირაში ერთხელ მოვდივარ ასეთი დატვირთული.
    "რაოოო? ყოფილი ცოლიოოო? მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნო, რა მოხდა მერე, კაცი ყოფილა, ოჯახს პატრონობს, დადებითი თვისებაა, მე რომ რაღაცეები მეგონა, რა ამის ბრალია.... ახლა რესტორანში წავალთ რომანტიკულ ვახშამზე და ყველაფერი კარგად იქნება...."
    -რა უნდა გკითხო, 20 ლარი ხომ არ გაქვს, რომ დამიმატო და სადმე ბარში წავიდეთ, ყავა დავლიოთ....
    "არაააააააა, არ დამიმსხვრიო ოცნებები, არც ფული მაქვს, ხურდები მიყრია, ჩემი გაჭირვება მეყოფა, შეენც? ეჰ..."
    -სახლში წამიყვანე, უკვე გვიანია...
    -კი ბატონო, რა პრობლემაა (ღიმილი)!
                                                                .....ეეჰ.....  :(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები