..თითქოს მეჩეჩზე შეჯდა ხომალდი, გაძალიანდა ხსოვნა თავნება, ვერ მიატოვე ძველი ნაპირი, სული შეჩვეულს ეთაყვანება.
ქარი გადმოფენს ზავის სურვილით ცაზე უეცრად გაჩენილ ღრუბლებს, შენი ბავშვობა ფეთქავს გულივით, მაინც წინ გხვდება ეჭვების ზღუდე.
ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული და ასე მოკვდა შენი სოფელიც, შეგრჩა მარტოდენ სულის სიცივე - გრძნობა წარსულის უარმყოფელი.
შენი ხმაურის მძებნელი სული ელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს... სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული, თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.
გიახლოვდები... შორს მრჩები მაინც და ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ, რატომ გგონია, არაფერს ითხოვს შენი წინაპრის წმინდა საძვალე.
..სადღაც იელვა, ცამ დაჭრილ მკერდზე უცებ იფარა ნისლი, ეოცა... ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ეძებ ძველთაძველ, წმინდა სამლოცველოსთან.
ხვდები-კი, ახლა, თუ რამ აგრია? რამ აგიმღვრია ზეცის ფერები?! ვინ წაგიშალა ასე ბეჯითად ჩუქურთმა - ქვაში ანამღერები!
...და სინანული გიპყრობს უზომო, გრძნობ ეპარება ქვასაც სიბერე, შენ მოგაბარეს ეს საპატრონოდ და პატრონობა ვერ შეიფერე.
ო, მარტოობა...თაობათათვის სახადია და არა სიცივე, ღმერთთან რარიგად დაპატარავდა, როცა საკუთარ თვალით იხილე.
ვგრძნობ, დარდობ უკვე... შეფარებული ქალაქის კომფორტს და ფუფუნებას, გესმის რად გიხმობს ადგილის დედა ან ხსოვნა რაზე გეჩურჩულება?!
ისევ იელვა და გაიგლიჯა ღრუბელმა თითქოს რუხი მანტია, ვიცი, მწარეა ჩემი სიმართლე, მაგრამ იგი ხომ ცხადზე ცხადია.
გადიან წლები...შენს ნაფუძარზე უცხო ბალახთა ფერი ამოსკდა, არაქართული, არაფარული... შეთვისებული ბნელ საღამოსთან.
ივიწყებ წარსულს - ივიწყებ აწმყოს! შენც დაგივიწყებს დღე ხვალინდელი, ვერ აფრინდება ნაფუძარიდან შენი შვილების ლურჯი ფრინველი.
მიხედე წარსულს, მიხედე აწმყოს, არ გაიყოლო მომავლის ვალი, დე, კვლავ შეასკდეს თეთრ-ცისფერ ტატნობს ,,მუმლი მუხას" და კერიის კვამლი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. დღეს შენით ვარ სავსე...:) დღეს შენით ვარ სავსე...:)
21. ეს აჩის საყვარელი ლექსია.
ძალიან კარგია.
5 ეს აჩის საყვარელი ლექსია.
ძალიან კარგია.
5
20. არაჩვეულებრივია!!! ყოჩაღ!!! არავითარი უკმარობის გრძნობა!!! სიუჟეტური თანწყობა!!! გაიხარე შენა!!! გილოცავ დღევანდელ დღეს!!! კარგი ჩემგან!!! არაჩვეულებრივია!!! ყოჩაღ!!! არავითარი უკმარობის გრძნობა!!! სიუჟეტური თანწყობა!!! გაიხარე შენა!!! გილოცავ დღევანდელ დღეს!!! კარგი ჩემგან!!!
19. რა კარგად წერ თურმე. ძლიერია. რა კარგად წერ თურმე. ძლიერია.
18. შენი ხმაურის მძებნელი სული ელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს... სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული, თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.
გიახლოვდები... შორს მრჩები მაინც და ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ, რატომ გგონია, არაფერს ითხოვს შენი წინაპრის წმინდა საძვალე.
ძალიან!
შენი ხმაურის მძებნელი სული ელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს... სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული, თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.
გიახლოვდები... შორს მრჩები მაინც და ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ, რატომ გგონია, არაფერს ითხოვს შენი წინაპრის წმინდა საძვალე.
ძალიან!
17. სულთმოფენობას გილოცავ!
ვგრძნობ, დარდობ უკვე... შეფარებული ქალაქის კომფორტს და ფუფუნებას, გესმის რად გიხმობს ადგილის დედა ან ხსოვნა რაზე გეჩურჩულება?!
ძალიან, კარგია!
სულთმოფენობას გილოცავ!
ვგრძნობ, დარდობ უკვე... შეფარებული ქალაქის კომფორტს და ფუფუნებას, გესმის რად გიხმობს ადგილის დედა ან ხსოვნა რაზე გეჩურჩულება?!
ძალიან, კარგია!
16. 55555555555555555555555
მაგარია! 55555555555555555555555
მაგარია!
15. გაიხარე მუდამ დღესავით ნათელო დაიკო. მეორე სტროფის მესამე სტრიქონი გაასწორე. გაიხარე მუდამ დღესავით ნათელო დაიკო. მეორე სტროფის მესამე სტრიქონი გაასწორე.
14. სულთმოფენობას გილოცავ ბელა-ჩელა! ხელახლა გადავიკითხე და უფრო მეტად ვიგრძენი ყველა ამ ქვეყნის ჭირისუფლისთვის ახლობელი და მწარე ტკივილი, ამ მწარე სინამდვილისგან გამოწვეული!.. მადლობა შენ ამისათვის და ეს ერთი ჩემი საYვარელი ლექსი შენი დედულეთის მონატრების წილ მიიღე ჩემგან! მარტვილის მონასტრის ყმათა და მასზე საუკუნეების მანძილზე მძრუნველთა შთამომავლობით ვამაყობ ფრიად!.. ამიტომ იყოს ეს სონეტი შენს გვერდზე!..
*********************************************************************************************
ნაკლული სონეტი მარტვილის დათოვლილი ჯვრისა
არც იანვრის, არც თებერვლის, აღარც მარტის არ ჰგავს თოვას - ისე ათოვს ახლა მარტვილს!.. არც ჩხრიალი ისმის ვერცხლის - ოცდაათის... თოვს შრიალით... თოვს ნარნარით... თოვს ტაატით...
არც იანვრის, არც თებერვლის, აღარც მარტის დღისას არ ჰგავს არც ეს ცა და ეს ამინდი... ცად რომ ნათობს და თავს ადგას სვეტი ნათლის - მაღალ გუმბათს ზეავხედო - ვბედავ რიდით...
დათოვლილი ჯვარი ისე ადგას მარტვილს, ვით ყოველი ბოროტების მეხამრიდი!!!
**********************************************************
სულთმოფენობას გილოცავ ბელა-ჩელა! ხელახლა გადავიკითხე და უფრო მეტად ვიგრძენი ყველა ამ ქვეყნის ჭირისუფლისთვის ახლობელი და მწარე ტკივილი, ამ მწარე სინამდვილისგან გამოწვეული!.. მადლობა შენ ამისათვის და ეს ერთი ჩემი საYვარელი ლექსი შენი დედულეთის მონატრების წილ მიიღე ჩემგან! მარტვილის მონასტრის ყმათა და მასზე საუკუნეების მანძილზე მძრუნველთა შთამომავლობით ვამაყობ ფრიად!.. ამიტომ იყოს ეს სონეტი შენს გვერდზე!..
*********************************************************************************************
ნაკლული სონეტი მარტვილის დათოვლილი ჯვრისა
არც იანვრის, არც თებერვლის, აღარც მარტის არ ჰგავს თოვას - ისე ათოვს ახლა მარტვილს!.. არც ჩხრიალი ისმის ვერცხლის - ოცდაათის... თოვს შრიალით... თოვს ნარნარით... თოვს ტაატით...
არც იანვრის, არც თებერვლის, აღარც მარტის დღისას არ ჰგავს არც ეს ცა და ეს ამინდი... ცად რომ ნათობს და თავს ადგას სვეტი ნათლის - მაღალ გუმბათს ზეავხედო - ვბედავ რიდით...
დათოვლილი ჯვარი ისე ადგას მარტვილს, ვით ყოველი ბოროტების მეხამრიდი!!!
**********************************************************
13. ლამაზი ლექსია, ნოსტალგიური, პოეტური, ქართული... ლამაზი ლექსია, ნოსტალგიური, პოეტური, ქართული...
12. მიშას კომენტარის მერე აბა რაღა უნდა გითხრაა :) მიყვარხაარ :-* მიშას კომენტარის მერე აბა რაღა უნდა გითხრაა :) მიყვარხაარ :-*
11. იცი, სულ მგონია ხოლმე მიტოვებულ სახლებს, თვალები სულ გზისკენ აქვთ... გაიხარე, მიყვარხარ...55555555 იცი, სულ მგონია ხოლმე მიტოვებულ სახლებს, თვალები სულ გზისკენ აქვთ... გაიხარე, მიყვარხარ...55555555
10. ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული და ასე მოკვდა შენი სოფელიც, შეგრჩა მარტოდენ სულის სიცივე - გრძნობა წარსულის უარმყოფელი.
შენი ხმაურის მძებნელი სული ელტვის ქალაქებს, ბარებს, კაბარეს... სად, ვის მიჰგვარე ჩემი წარსული, თოთო ბავშვივით რომ მოგაბარე.
გიახლოვდები... შორს მრჩები მაინც და ვეღარ ხვდები, როგორ მაწვალებ, რატომ გგონია, არაფერს ითხოვს შენი წინაპრის წმინდა საძვალე.
ისეთია, აუცილებლად რომ ჩაგაფიქრებს, უკან, შენი წარსულისაკენ მიგატრიალებს და ქალაქს შეფარებული თვალებიდან მშობლიური კერიის მონატრების ცრემლს დაგადენს...
და, საერთოდაც, ბელა-ჩელა ამ საიტის გამორჩეული, საინტერესო და ცოცხალი პოეტური სამყაროს შემქმნელი შემოქმედია. მისი პოეზიისათვის დამახასიათებელი გულწრფელობა, სიმართლე და სათნოება ნაზი ქროლვით გიწვევს ფერთამეტყველების ლამაზ მასკარადზე. აქ ყველაფერი სრულად და ზომიერადაა. აქ არის აზრი და ფილოსოფია ამ ცხოვრების, სიცოცხლის, ადამიანის საზრისის. აქ არის ფორმის სრულყოფილება, კალმის ალღოიანი მოძრაობა, საღებავებით მდიდარი ყალამი. ერთი სიტყვით, ყოველი ლექსიდან პოეტი გვემეტყველება მიმზიდველად და ხალისიანად იმ ჯადოსნური სამყაროსაკენ, რომელსაც ასე რუდუნებითა და მოწიწებით ქმნის ჩვენთვის, მრავალმოთხოვნილებიანი , მრავალგემოვნებიანი მკითხველისათვის. ის ერთგულად დგას კლასიკური სამწერლო ფორმიების გვერდით და მნაინც შესანიშნავად ახერხებს სრულიად გამართულად და გასაგებად ესაუბროს ყველაზე თანამედროვე, რადიკალური მოთხივნების მკითხველსაც კი. ეს არის ხმა, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს რაფინირებული, ოდნავ სევდიანი და ზედმიწევნით ლამაზი კოლხური სამყარო, ზველქრისტიანული აჭარის ზღვაური და ლაჟვარდოვანი მზის საგალობლებიანი ხმა და საერთოდაც სასქარტველოს ყოველი კუთხის, ყოველი მიკროსამყაროდან ამოხაფული, ამოგვირისტებული ღაღადისი, დროული და საჭირბოროტო, თავისი ტკბილ-მწარით, აწმყოთი და წარსულით, მომავლის დიდი განცდით, იმედითა და ნუგეშით.
საბედნიეროდ, მე ვიცნობ, პირადად, ამ დიდებულ ადამიანს, პიროვნებას, ნიჭიერ შემოქმედს, ფაქიზი სულის პოეტს. მქონია ბედნიერება მიმეღო მისი და მისი დიდებული თანამეცხედრის არაჩვეულებრივი მასპინძლობა. და დავრწმუნდი კიდევ ერთხელ ადამიანური სითბოსა და სათნოების გაუქრობლობაში. და ამაში მე მათ დამარწმუნეს, მათ, აღსასეთ ამდენი სიყვარულით, ქრისტიანული რწმენითა და სულიერი სიმაღლე-სილამაზით.
მინდა ასე საჯაროდ, სახალხოდ, ხმამაღლა ვაქო ბელა-ჩელას პოეტური სიტყვა, დიდი ადამიანრი ბუნება და სამადლობელი მისადმი ისევ ღმერთისაკენ მივმართო, რადგან მჯერა ,რომ მისი ეს ყველა საუკეთესო ნიშან-თვისებანი ღმერთის წყალობაა ამ დიდებული პიროვნების თავს მოვლენილი მაღალი სულიერებისდა სანაცვლოდ!
მარჯი შენს მარჯვენას, ჩემო უფროსო, სიტყვაბარაქიანო დაია! მარჯი შენს მარჯვენას! ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული და ასე მოკვდა შენი სოფელიც, შეგრჩა მარტოდენ სულის სიცივე - გრძნობა წარსულის უარმყოფელი.

მარჯი შენს მარჯვენას, ჩემო უფროსო, სიტყვაბარაქიანო დაია! მარჯი შენს მარჯვენას!
9. ჰოო,მე მაქვს მიტოვებული ჩემი სახლი,ლექსს ,,დედა- თბილისი,მამა-იმერეთი" ასე ვასრულებ:
ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი, ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და... მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლი შეცივნული დგას და გზისკენ იყურება.
გმადლობ,ქ-ნო ბელა:) ჰოო,მე მაქვს მიტოვებული ჩემი სახლი,ლექსს ,,დედა- თბილისი,მამა-იმერეთი" ასე ვასრულებ:
ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი, ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და... მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლი შეცივნული დგას და გზისკენ იყურება.
გმადლობ,ქ-ნო ბელა:)
8. ზემლიაკს მოწონება და სალამი. ზემლიაკს მოწონება და სალამი.
7. ბრწყინვალეა! ბრწყინვალეა!
6. ეგ ლექსი მიყვარს ძალიან. 5 ეგ ლექსი მიყვარს ძალიან. 5
4. ..სადღაც იელვა, ცამ დაჭრილ მკერდზე უცებ იფარა ნისლი, ეოცა... ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ეძებ ძველთაძველ, წმინდა სამლოცველოსთან. ..სადღაც იელვა, ცამ დაჭრილ მკერდზე უცებ იფარა ნისლი, ეოცა... ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ეძებ ძველთაძველ, წმინდა სამლოცველოსთან.
3. ო, მარტოობა...თაობათათვის სახადია და არა სიცივე...
საშინელი სახადი მარტოობა... მოგიკითხე თბილი გულით ბელა... ო, მარტოობა...თაობათათვის სახადია და არა სიცივე...
საშინელი სახადი მარტოობა... მოგიკითხე თბილი გულით ბელა...
2. ,,ხვდები-კი, ახლა, თუ რამ აგრია? რამ აგიმღვრია ზეცის ფერები?! ვინ წაგიშალა ასე ბეჯითად ჩუქურთმა - ქვაში ანამღერები!
...და სინანული გიპყრობს უზომო, გრძნობ ეპარება ქვასაც სიბერე, შენ მოგაბარეს ეს საპატრონოდ და პატრონობა ვერ შეიფერე.''
,, მაფშალიას ვასაჭირუ ვართ ციხე დო ვართ გალია.. თიშ რურჭული არჩქილენი - გურს მეუღუ ხვართქალია!.. ვარა მუში მასკვამა რე კუდელიმიოკვათალია, ჩქიმი ჭიჭე მაფშალია ...'' ( ი.ჯ.) მეგესალმე საჭყონდიდოს ,,ობირალით''! ,,ხვდები-კი, ახლა, თუ რამ აგრია? რამ აგიმღვრია ზეცის ფერები?! ვინ წაგიშალა ასე ბეჯითად ჩუქურთმა - ქვაში ანამღერები!
...და სინანული გიპყრობს უზომო, გრძნობ ეპარება ქვასაც სიბერე, შენ მოგაბარეს ეს საპატრონოდ და პატრონობა ვერ შეიფერე.``
,, მაფშალიას ვასაჭირუ ვართ ციხე დო ვართ გალია.. თიშ რურჭული არჩქილენი - გურს მეუღუ ხვართქალია!.. ვარა მუში მასკვამა რე კუდელიმიოკვათალია, ჩქიმი ჭიჭე მაფშალია ...`` ( ი.ჯ.) მეგესალმე საჭყონდიდოს ,,ობირალით``!
1. კარგი ლექსია, შინაარსიც და რითმაც მომეწონა, ემოცია დამაკლდა ცოტა.... კარგი ლექსია, შინაარსიც და რითმაც მომეწონა, ემოცია დამაკლდა ცოტა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|