დაივიწყე, რომ ღვთის შვილი ხარ... დაივიწყე ადამიანად დაბადება, ზოგჯერ ისე უცოდველად მიღიმიხარ, მრცხვენია და... თვითონ გიძებნი გამართლებას.
თურმე... რა აზრი აქვს- აკეთო სიკეთე, ტურებს ლომისნიღბიანი ,,პარადი" აქვთ, შენთვის სიცოცხლესაც მხოლოდ ის იმეტებს, ვისაც სულს იქით არაფერი აბადია.
მიდი! შეუტიე ქართველო - ქართველს, (ვინმე პასუხს მოგთხოვს თუ გგონია), ახადე ნამუსი სამშობლოს სიწმინდეს, ახლა შენს ღირსებას ამითი სწონიან.
დღეს ყველა შეკვეთილ პოპულარობას იხვეჭს, ეკრანს მიეფარებიან და... ყირაზე გადადიან, სამშობლოზე, ზნეობაზე თავს ცოტნესავით სდებენ, შადიმანობის დროა და ღალატია!
ყაყაჩო მხოლოდ ველური ყვავილია, უფლისციხესთან რომ უბრალოდ ყვავის, ქარმა რომ ბუდიდან ბახალა გადმოაგდო... მავანთათვის არის,ვაი რომ...ყვავი!
მეგობრობას უკვე ყავლი გაუვიდა, ხელსაყრელ პარტნიორს ირჩევენ მტრიდან, სიწმინდის ფასი არის შაური და... შენ სული უბერე, რამდენიც გინდა.
ფიც-ვერცხლის ფასი ახლა გროშია, ვაიმე, მგელიკავ, შავლეგოვ, მინდიავ... ,,ვანიების" ნაცვლად ,,სემები" მოდიან და ისეთი პირი უჩანთ, რომ...აღარ მიდიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მოგიკითხეთ :) მოგიკითხეთ :)
21. მომეწონა... :) მომეწონა... :)
19. ძალიან ლირიული და გულწრფელი ლექსია 555 ძალიან ლირიული და გულწრფელი ლექსია 555
17. სამშობლოზე,ზნეობაზე თავს ცოტნესავით სდებენ, შადიმანობის დროა და ღალატია...... გეთანხმებით :(
სამშობლოზე,ზნეობაზე თავს ცოტნესავით სდებენ, შადიმანობის დროა და ღალატია...... გეთანხმებით :(
15. კარგია ზემლიაკ. კარგია ზემლიაკ.
14. ვისაც ასეთი საქართველო მოსწონს, მას ასეთი ლექსი არ მოეწონება... კაცია და გუნება... როგორიც მუსიკა - ისეთიც ცეკვა... ან სულაც საბა: ასეთ სიმღერას ასეთი ცეკვა მოუხდებაო!.. როცა თვალი მუშტრული შენს მამულებს გარს უვლის, შენ რას მღერი ჟღურტულით თყემლის ტოტზე გასული?!. (ი. ჯ.)
მოგესალმები, ბელა, დაიკო! ვისაც ასეთი საქართველო მოსწონს, მას ასეთი ლექსი არ მოეწონება... კაცია და გუნება... როგორიც მუსიკა - ისეთიც ცეკვა... ან სულაც საბა: ასეთ სიმღერას ასეთი ცეკვა მოუხდებაო!.. როცა თვალი მუშტრული შენს მამულებს გარს უვლის, შენ რას მღერი ჟღურტულით თყემლის ტოტზე გასული?!. (ი. ჯ.)
მოგესალმები, ბელა, დაიკო!
13. მოგიკითხე, ბელა შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! ეჰ, რას იზამ... "და ისეთი პირი უჩანთ, რომ...აღარ მიდიან".
მოგიკითხე, ბელა შენს ლამაზ ოჯახთან ერთად! ეჰ, რას იზამ... "და ისეთი პირი უჩანთ, რომ...აღარ მიდიან".
12. 555555555555 555555555555
10. სათაურს ამართლებს ... სათაურს ამართლებს ...
9. თითქოს ჩემი ნაფიქრალიაო, ყოჩაღ. თითქოს ჩემი ნაფიქრალიაო, ყოჩაღ.
7. ლექსის სათაურს დააკვირდი,ძვირფასო კითხვის ნიშანო! ლექსის სათაურს დააკვირდი,ძვირფასო კითხვის ნიშანო!
6. სიმართლე... მკაფიოდ -ტკივილით გამოხატული სიმართლე! ღმერთმა დაგლოცოთ! სიმართლე... მკაფიოდ -ტკივილით გამოხატული სიმართლე! ღმერთმა დაგლოცოთ!
5. ძალიან ხშირად ვარდება რიტმიდან რამოდენიმეგან კი წავაწყდი საინტერესო ფრაზებს მაგრამ მაინც სუსტი ლექსია + ძალიან ხშირად ვარდება რიტმიდან რამოდენიმეგან კი წავაწყდი საინტერესო ფრაზებს მაგრამ მაინც სუსტი ლექსია +
4. სიწმინდის ფასი არის შაური და... შენ სული უბერე, რამდენიც გინდა...
მოგიკითხე ბელა-ჩელა... სიწმინდის ფასი არის შაური და... შენ სული უბერე, რამდენიც გინდა...
მოგიკითხე ბელა-ჩელა...
3. ზოგჯერ ისე უცოდველად მიღიმიხარ, მრცხვენია და... თვითონ გიძებნი გამართლებას.
გენაცვალე შენა... მიყვარხარ ძალიან...555555 ზოგჯერ ისე უცოდველად მიღიმიხარ, მრცხვენია და... თვითონ გიძებნი გამართლებას.
გენაცვალე შენა... მიყვარხარ ძალიან...555555
2. არაჩვეულებრივია!!! რაღა ვთქვა?! ვეთანხმები მიშას!!! არაჩვეულებრივია!!! რაღა ვთქვა?! ვეთანხმები მიშას!!!
1. ლექსი კი არა, ქვეყანა, ხალხი და მისი ცნობიერებაა დარღვეული, სამწუხაროდ, ჩემო სამშობლოს ბედზე მარადის მოფიქრალო დაია! გაგვთენებოდეს! ლექსი კი არა, ქვეყანა, ხალხი და მისი ცნობიერებაა დარღვეული, სამწუხაროდ, ჩემო სამშობლოს ბედზე მარადის მოფიქრალო დაია! გაგვთენებოდეს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|