ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მწვანეთვალება: უკომენტაროდ დატოვეთ ეს საპაექრო ფაილი? ბურთი და მოედანი გაქვთ, დასცხეთ ბიჭებო შაირი!
ირინკა: სადა ხართ მოშაირენო? თავს რად მარიდებთ ნეტარა? იქნებ გეშინით ბედშავნო ჭიდილი ჩემებრ ზვეზდასთან?
ბარტუჩელა: ნეკერა, შენ გენაცვალე ლუდიც დაგვიდგი გობითა, ჩონგურიც ავაჟღრიალოთ და დავამღეროთ ტრფობითა.. ერთურთს კაფიას ვეტყოდეთ სიტყვასა რიგრიგობითა.. ზოგს კარგი ვუთხრათ ,საუბნო ზოგს კბილი გავკრათ მტრობითა.. თუგინ სიკვდილიც ვახსენოთ ნაღვლიანად და მოთქმითა... კაფია მიყვარს, თუმ არცა მამდევს სისხლით და მოდგმითა!!!
ნეკერა: კაცებს მგონია ეშინით მწვანეთვალება ქალაო, იმ ღამეს შაირობისგან დიდი დაადგათ ძალაო, ცოტა ასაკშიც არიან ხომ არ გავიყვანთ გაღმაო, მე მაკუნა მოვიწვიე მაგან დაიწყოს კაფვაო.
ნეკერა: ბარტუჩელ შენ გენაცვალე სიტყვაც მოგდევს და შაირიც დედამიწაზე არაა სხვა ქალი -მთლად შენნაირი, ვისაც კი შენი შეშურდა ბოღმით მოსწამლეს აირი.
ახალაია: მოკაფიავე არა მყავს და მეშაირა მთვარეო. კაი საქმისთვის ნეკერავ, გკოცნე და გაიხარეო.
ბარტუჩელა: ირინკას!!!
თუკი დამიწერ რამესა მეც პასუხს გაგცემ ღირსსაო... ერთმანეთშია კაფვითა, ამ ხელებს რა დაღლისსაო...
მწვანეთვალებას!!
მარტო ვაჟებს რომ უძახი ქალებსაც გვიხმე თანაო... რა ჯიგრიანად დაწერე, ვახ, რა ხარ მაგისთანაო...
ნეკერა: ირინკას ახლა მოხვდება რათ გააოფა გვერდიო, მე მგონი მთის ქალობასა ტყუილად იბრალებდიო, შენ შაირს როგორ დაგვიწერ რითმა არ იცი ერთიო.
ბაკური: მაკუნავ ლუდი რად გინდა? გობი ხომ - ნამეტანია! შენებრი მოქეიფენი ბევრები გამიტანია სუფრიდან გონარეულნი საწოლშიც ამიტანია... ისე კი ვიცი მაკუნია კარგი გაქვს სიგძე-განია ხომ არ გვესინჯა ნეტავი არ არის დრო და ხანია? . ახლა მე წყალს გადავივლებ და მოვალ დანაბანია
თაბაგარი: ნეკერა ისე გადაყვა აწყვეტასა და შაირსა, სიტყვას ვინ ჩივის, ლექსებზე ღიმილიც აღარ მაღირსა.
ბარტუჩელა: ნეკერას!! კაცების არარაი მწამს სუსტია მათი სქესია... სათქმელი ვერ გაუმართავთ ვერ გაურითმავთ ლექსია...
მოვიდნენ თორე უცება, თავს არ მახალონ მანდილი... მაგათი აქაც მეყოფა ტყუილუბრალო ქადილი...
ნეკერა: ღმერთო ეს რას მოვესწარი თაბაგარი კაფიობსა, მაკუნ რაღა ლუდი გვინდა რაღა ოხრად ვაქნევთ გობსა, ამ ლამაზ ქალს ტვინი ჰქონდა მასაც ავურიე გოგრა.
მწვანეთვალება: ვაჟკაცებს მგონი შიშისგან პირს გაუქვავდათ ენაო. მაგათი საკეთებელიც, უნდა ვაკეთოთ ჩვენაო.
ახალაია: ენაალესილ ქალების რომ დაინახა ფარაო, დაბანა მოიმიზეზა, ბაკური გაიპარაო.
ნეკერა: მაკუნას ნეტი დაგვტანჯავს მერე დასდებენ ბრალსაო. არადა ვიცი ლომკა აქვს გაშაირების ქალსაო,
ბაკურმა თვითონ გაგვასწრო ბანაობა აქვს მიზეზად, დაუბანელი კი არა, დაბანილიც ვის ჭირდება?
ბარტუჩელა: ბაკურ სვანიძეს!!!
არა მგონია სვანიძეს რამ ჰქონდეს დასაწუნია, ან ვერა გაერჩიოსა ერბოს და ნეხვის სუნია... ლოგინს ვერავის გაჯობებთ არცა გედრებით არვისა, პირდაპირი ვარ, სათქმელი არ მიყვარს ვძრახო მალვითა, მეგონის მე რამ მითხარი, საწოლს თუ ლოგინს წეღანა სანამ დაჰწერდი, თავ-პირი სჯობდა რო ჩამოგებანა ...
ბარტუჩელა: ბექა ახალაია...(ბაკურზე)
არსად წასულა, აგერ ზის ფიქრობს კაფიას მოკლესა.. თურამ ტყუილი ვიკადრო თქვენი ბარტუჩაც მოკვდესა...
თაბაგარი: ნეკერ შაირში კი ჩამრთე, საპასუხოდ რა გითხრაო, სილამაზე არც კი მქონდა, მგონი ტვინიც გამიქრაო.
პოლტერგეისტი: აქ რა ამბავი ყოფილა, ჩაგრავენ თურმე კაცებსა, ქალთა პარტია იძახის, კაფიად ქცეულ ლექსებსა.
მწყობრში მოეწყეთ დიაცნო, ვის რა სიგრძე,გაქვთ რა განი, არ გავიგონო იცოდეთ ლაყბობა, ფუჭად ტრაკანი.
ნეკერა: ბაკურა გამოჩნდა მაინც, არსაითა სჩანს გეკოო ნუთუ შაირის დიდოსტატს ერთხელ სპარინგი ეყოო?
ახალაია: მე თქვენი გამკვირვებია, რა ნახა ჩემმა თვალებმა,, სადა ხართ ძმებო,ვაჟებო, გაიჯეჯილეს ქალებმა.
ნეკერა: ბექა შენ უნდა დაიცვა აქ კაცთა მოდგმის პრესტიჟი, ეგენი ვერ გაქაჩავენ, მუზისგან მომდის მესიჯი.
მწვანეთვალება: გეკომაც ბაკურს მიბაძა, ტყუილუბრალოდ ველითო, გადაგვიბერდა ვაჟკაცი, მალე წაიღებს წერილსო.
პოლტერგეისტი: ბარტუჩელას
ამას უყუღეთ დიაცსა, კვლავ გაუშლია ფრთებია, ვაი რა დღეში ჩავარდი ბარტყუჩელ ნეტა ხვდებია?!
სიგრძე გიქციო სიგანედ, ლექსი გალეწო თავზედა, გიჯობს ლექსობას მოპეშვა, სასწრაფოდ გადგე განზედა.
პრასიჭამიას.
შენ რაღა გინდა ქალაო, რომ დაგიწყია ლექსობა, მე მგონი უფრო მოგიხდეს, იმერეთს ცხვართა მწყემსობა.
ნეკერას.
შენც შემოგწვდები დიაცო , რომ აგიტეხავს ბუნტია! გამაწეწინო გინდა ხომ ქალთა, ეს მცირე კულტია?!
ახალაია: ნუ მეჯიბრებით ქალებო, შაირი მომდევს გენადა, წადით და ბოვშვებს მიხედეთ, რა გაიკრიფედ ენადა.
პოლტერგეისტი: ბექა ძმობილო აქავარ! თავს არ დავისვავ ქალასა, სუყველას ერთად ავკაფავ, შენ ნუ დაიტან ძალასა.
ნეკერა: პოლტერ ვერ აწყობ როგორც გსურს შაირს რაც რიგ და წესია, ბიჭო, რაღაცა გაწუხებს... ეჭვი მაქვს ხომ არ გეფ...?
ბარტუჩელა: ნეკერას...
ყოჩაღი გოგო ყოფილხარ, აფერუმ ნინი ქალაო, კარგა გცოდნია ქართული ლექსის და სიტყვის ძალაო.... ლუდიც გვინდა და კაცებიც ნეტა რაღაი ვმალაო, უკაცოთ ყველა დიაცი ეშმაკმაც წაილალაო...
ახალაია: მართალს იძახის ნეკერა, აბა ითვალეთ ბუზები, ძმებო კი ვხედავ ძალიან შემოგწყრომიათ მუზები.
პოლტერგეისტი: ნეკერას
დიაცო მე თუ მეფსია, შენ რა გადარდებს ნეტავი?! გამამიხვედი ეხლა შენც, პოლტერის ლექსით მხედნავი.
ნეკერა: მაკუნ შენ სად შეგედრები, ლექსი გდის როგორც წყალია, უკაცოდ ქალის სიცოცხლე მართლაც რომ დიდი ბრალია, პირიქითაც - ჩვენი ტრფობა მათი ნამდვილი ვალია!
ახალაია: პოლტერ ძამია შენთან ვარ და გავიტანოთ კვალიო, ღმერთი გაუწყრეს ბექასა, თუ თავს დაისვა ქალიო.
ბარტუჩელა: პოლტერს!!
ვაჟო დაყუჩდი დამიდექ, სიტყვას რამ გეტყვი გზიანსა, ამბობენ ქვეყნის ფასი აქვს, ვაჟასა თავაზიანსა....
კაი ყმის წესი არ არის ქალებს გვივარდე პირშია, დანაქადები ვაჟისა გამოდგეს გასაჭირშია... არა შაირს და კაფიას ლუდის სმასა და ლხინშია.. ე დიაცთ რო მოგვდგომიხარ რა ეშმა გიდგა ტვინშია? ქალასა გვინდა ფერობა, ფაქიზი გვიდგა ჯიშია..
პოლტერგეისტი: ბექას
ნუ შეშინდები ვაჟაო, მთაში არა გვყავს მჯობნელი, ისე გავწეწო დიაცნი კაცი არ ჰყავდეთ მცნობელი.
ნეკერა: პოლტერ გამასწარ აქედან სანამ გავბრაზდი ძალიან ნეკერას გადაკიდება იცოდე დიდი შარია
დიდოსტატებთან სპარინგში არ დაცემულა ნეკერა, შენ მაშინ ანბანს სწავლობდი პირს "აი-ია" გეკერა.
თაბაგარი: პოლტერ, შენ გიჯობს მოეშვი ``ქალთა პარტიის`` ხსენებას, თმას რაღად მკრეჭდი, თუ ჩემი მწყემსად გახდომა გენება?!
ნეკერა: პოლტ მაგ სიტყვაზეც გეტყობა ქალის არა ხარ მნახველი "ისე გავწეწოს" იქადი ეგაა კაცის სახელი?
მწვანეთვალება: ბაკურა აღარ გამოჩნდა, გეკოც რაგაცას იგონებს, შიშები შემოპარვია ახალაიას სტრიქონებს.
ბარტუჩელა: ბექა ახალაია
ბლატავს მოჰყეი ბექაო პოლტერ იგულე ახლოსა ... ვინ ვის თავს აჯდეს ჩვენ ორში პორტალმა დაინახოსა...
ნეკერა: შენც ალაგ-ალაგ რად ჩნდები მწვანეთვალება დაიავ? ახლა ვის ლექსის ფერმა აქვს იმათთვის კარგი დარია მოსავალს ისეთს მოვიმკით მტერს დაუბრმავდეს თვალია.
პოლტერგეისტი: ბარტუჩელ ენა გაკმიტე, რას ბოდიალობ ქალაო, რო შემობრძანდი ნეტავი მე დაგატანა ძალაო?! შენ ყმისა წესსა ნუ მეტყვი, მთისა შვილი ვარ დიაცო, ხომ ხედავ თაბაგრის ქალმა, პირსა ბოქლომი მიასო. თქვენც ამას გირჩევ ქალებო, რომ შეგიკრიათ პარტია, კაფია ხო არ გონიათ, ნარდი, დომინო, კარტია?!
ახალაია: ბარტუჩელას ალერსსა ითხოვს ქალაი, როგორც რომ ცხვრისგან თიკნები, თუ ასე გინდა ბარტუჩელ, მე შენ წაწალი ვიქნები.
მწვანეთვალება: ნეკერ, ბარტუჩელ, ქალებო უკვე ეტყობათ ბზარები, სულ ერთად ამოვიყაროთ მამაკაცებზე ჯავრები.
ნეკერა: ეს ბიჭი მართლა გაგიჟდა, თავს ირცხვენს დუნიაზედა, ბიჭო, ნამუსი გაყიდე ნიკალას თუმნიანზედა? ნარდი, დომინო და კარტი ქალებს დაუთმე შაირში, შენ გენაცვალოს ნეკერა სიმართლეში მაგნაირში.
ახალაია: მწვანეთვალებავ ნუ სწუხარ, მოგაყრით ნაირ-ნაირსა, შიში არ შაეპარება ახალაიას შაირსა.
ბარტუჩელა: პოლტერ იყუჩე, იკმარე კაპასობ ვითა ქალიო... ლამის ქოქოლა მაყარო, მითამ შენი მაქვს ვალიო...
ნეკერა: სუსტს ხელის გასვრა რად უნდა, თავისით გადაშენდება, მე მგონი პორტალის კაცებს ქალის აშინებთ ხსენებაც, შიში კი რომ სისუსტეა ეს ყველას მოგეხსენებათ.
მწვანეთვალება: პოლტერგეისტო მისმინე რომ ამოგიდგამს ენაო ქალთა პარტია - ხუმრობა ხომ არ გგონია შენაო?
პოლტერგეისტი: თმას როდი გჭრიდი დიაცო, თავად გაკორტნე თავია, პარიკმახერის მაშინკის დღესაც კი დაგაქ ვალია.
ვერ გაიარა ტყეში და გზაში უმტყუნა დანამა, შენს თმებსა არა უშველა არც შეჭრამ, არცა ბანამა.
ნეკერა: თეას თმებს რად ეხუმრები, ჯავრით კაცები დალია, არ გაგიგია რომ თმებით წაწალს იხმობდა დალია, დალი თუ იცი ვინაა? სვანების ის ღმერთქალია, პოლტერ შაირით ვერ ლაღობ, განი გვიტიე, განია!
ახალაია: ბარტუჩელ,გაბრაზებულხარ, გან-გან მიგირბის თვალები, პასუხ ვე გაგიბედნია, ხოხო,რა ხართ ეს ქალები?
პოლტერგეისტი: აქეთ მისმინე დიაცო, ამ ბლოკსაც დავცემ ძირასაო, პარტია თორემ თქვენ ელით, წევრადა ბრიტნი სპირსაო
ალაპარაკდენ ქალები, ენა გადიგდეს მხარზედა, თქვენსა ბალანსა გავფანთავ ფშავ-ხევსურეთის მთაზედა.
მწვანეთვალება: ბევრი მინახავს დიაცნო ახალაიას ნაირი. ბაკურის გამოუძახე, მგონი გაგიცვდა შაირი.
ნეკერა: ბაკურს ვიღა დაუძახებს ჭუპა-ჭუპაში გართულსა, აფერუმ! ვაჟებ მოაკლდა შაირობასა ქართულსა!
მწვანეთვალება: სპირსი რა მოსატანია ქართველ დიაცთა შეყრაში? თქვენნაირ მოშაირეთა ლარს იძლევიან შეკვრაში.
ბარტუჩელა: მწვანეთვალება...
რით ვერ გაიგეს ვაჟებმა ლექს რო არ არჩევს კუთხესა... მწიფეს ესვრიან შაირში ნასროლი ხვდება კუხესა... კაფიის ენით გავწიხლავ ე ბუხრის ბნელა კუთხესა....
ნეკერა: პირს ნერწვით საწყლად ახსენებ ბრიტნი სპირსსა და შაკირას, შენ ნამდვილ ქალი რად გინდა? უცებ დაგმართებს შაკიკსა.
პოლტერგეისტი: ნეკერ შენი დროც მოვიდა, ვნახოთ ვინ გავა განზედა, ეგ დალიცა და მაყვალაც დღესვე შევიკლა ფარზედა.
ყველა დიაცი მოქუჩდით, ერთად გაგავლოდ მუსრია, ისე გარბოდეთ სახლისკენ კისერში ირტყათ ქუსლია.
მწვანეთვალება: პოლტერგეისტი მძვინვარებს მოკრიბა მთელი ძალები, თეთრი ალამი გჭირდება გაგანადგურებთ ქალები.
ბარტუჩელა: ბექა ახალაია.
მე ჩემი გითხარ სათქმელი მგონი ვერ შეგასმინეო... ახლა შენ ქენი საქნელი, მუქარით შემაშინეო ... კიდევა გეტყვი ბექაო ცოცხალ თუ გინდა თავია დრო გაქვს დაყარე ფარ-ხმალი სანამ გიქენი ავია... თორემ შასაწირ მექნება შენს თავზე კარგი კრავია...
ახალაია: სტყუიხარ მწვანეთვალებავ, გამხდარხარ უღირს მოლადა, ჩემნაირ ბევრ თუ გინახავს, ერთს რად ვერ წაჰყევ ცოლადა?
ნეკერა: პოლტერ შაირი გგონია ჩვენი სკაიპში გურგური? გამასწარ-მეთქი გითხარი, ძირს არ დაგცვივდეს ბუმბული...
პოლტერგეისტი: მწვანეთვალებას
გამამივიდა ესეცა, კაფისის მცოდნე ქალაი, ბრიტნი სპირს ნუკი ედრები, გონს დაატანე ძალაი. სანამ შნო გაქ და იერი, სახლისკენ იღე გეზია, რომ გაგილესავს ენაი როგორც მამალსა დეზია,
ბარტუჩელა: პოლტერგეისტს
პროზაზე არ ვართ გადასვლას და თუ ვერ გაგერითმინა სხვა გვერდის გირჩევ გადაშლას.. "ვერლიბრ" არსებობს რისთვინა...
მწვანეთვალება: ახალაიას დახედეთ გამომიჭირა ტყუილზე, შენნაირს არვის გავყვები რომც გადავბერდე სულ ისე.
ნეკერა: გაბზინებული მოვიდა ჩვენთან ბატონი ბაკური ჩუსტები რბილი აცვია ქამარი არტყავს- ვაკური, მაინც ვერაფერს გახდება შამათი აქვს ჭადრაკული.
ახალაია: ენა კი გიჭრის ბარტუჩელ, ზედ ნაკვერჩხალი დნებაო, შენი მუქარა მივიღე, როგორც ნამდვილი ქებაო, ფარ-ხმალს არ დაყრის ბექაი, ისევ თავისას შვებაო.
მწვანეთვალება: გამკვირვებია ძამია, რად დაგიყრია ფარ-ხმალი, აბაზანიდან მობრძანდი, დატენე ტყვია-წმალი?
ბარტუჩელა: ბაკურს
პახაბნიკობა ვაჟაუ ყველა დიაცის ხვედრია, მის სატარებლად უფალმა ნეკნისგან შექმნა მდედრია... თუ ქალის ხვედრი გიხდება (უფროსებსაცა ჰკითხეო,) ქალად გახდომა თუ გინდა, კუზანოვს მიაკითხეო...
ბაკური: ამას უყურეთ ქალებსა რამდენი გაუბედიათ რას ერჩით კაცებს ნეტავი რეები დაგიყბედიათ ამან - ვერაფერს გვიზამთო, იმან - მიჭედავს ნეტია... თუ თქვენ რაიმეს ისურვებთ ჩვენც რა ჩარა გვაქვს მეტია მაკუნ ნახვრეტი ხომ არ გაქვს რაღაც მაქვს გასაჭედია...
ახალაია: ცხრა ცოლი უკვე შავირთე, კაცი ვარ ჩასაქოლია, თუ გინდა მწვანეთვალებავ, იყავ მეათე ცოლია.
მწვანეთვალება: ვა ამას რას მოვესწარით გეგმა ჰქონია მზაკვრული, თავი იკავა... იკავა... და გამოგვიტყდა ბაკური.
ბარტუჩელა: ბექა ახალაია
ენაც მიჭრის და სხვა რამეც გული მაქ ვიტა რკინაო... გაფრთხილებ ბეჭზე დავეცი ვინაც მე შამერკინაო...
მწვანეთვალება: ბექა რა გინდა ძამია? ახლა დიაცებს ვემხრობი. ცხრავე ახლავე გაუშვი მე მარტო ერთი გეყოფი.
მწვანეთვალება: სვანიძე გაგვიდიდგულდა გამოვიწვიეთ დავაში ისეთი გაოფლიანდა წავიდა ისევ ვანაში.
ახალაია: მეკი ბეჩავ ნუ გგონივარ, მეცა ვარ რკინის მკვნეტავი, ენა რო გიჭრის კი ვხედავ, სხვა რამეც რაა ნეტავი?
ბარტუჩელა: ბაკურს....
აი ამოდონ ქალებში ჩემს რად მიადექ ნახვრეტსა შენ რომ არ გაგაჭედინო ვირიც ბევრია კახეთსა...
ბაკური: მწვანეთვალებავ, გაჩუმდი ნეტავ რას მერჩი მე რასო? შენ რომ რაიმე გაკადრო მერე რა ვუთხრა გელასო?
ბაკური: მაკუნი, კახეთს თუ ჩახვალ მაშ დაგჭირდები მე რაში? ისე კი ძაან იწვალებ მამალი ვირის ძებნაში.
ახალაია: მწვანეთვალებას ეს რა მითხარი დიაცო, დორბლები ვღვარე ლაშითა, მაშინ ამაღამ დაგიწვენ, მოვქრივარ თეთრი რაშითა.
ბარტუჩელა: ბაკურს...
მიჯობს შავუწვე ყინულსა, ვაჟაუ შენთან წოლასა.. მუნჯაის საყვარლობა ჯობს შენებრ უზრდელის ყოლასა... ან რა დირკები აგიტყდა საიდან მოიტანეა? ეშმაკმა უწყის ვაჟისა ტვინი, თავი და ტანია...
მწვანეთვალება: ახლა ნუ მოიმიზეზე გელა, ჩემს დასაშინებლად... ქალებო, ამათ მიხედეთ, წავედი დასაძინებლად.
მწვანეთვალება: ბაკურ შენ ზრუნვას ვაფასებ, რომ არ ეწყინოს გელასა, გისურვებთ წარმატებას და ძილი ნებისას, ყველასა.
ბაკური: ეგ სხვა რამეა მაკუნი რომ არა გახსოვს მეტიო პატრონი გინდა შენ კარგი რომ პირი მოგაკეტიოს შენ რად გადარდებს ვიცოდე სხვისი დირკები ერთიო? შენისთვის კი გამოდგება მგონი ეს ჩემი ,,კეტიო,, მოდი და მივატოლზომოთ ეგება ქეც შეეტიოს...
ახალაია: ნუ გეშინია დიაცო, აღარ შაგირთავ,არაო, დამფრთხალი მწვანეთვალება, უჩუმრად გაიპარაო.
ნეკერა: ამაგდო ნეტმა ამქარო გიშაირიათ რამდენი, ქულები ნეტავ რად მინდა? მეც იალაღზე გავდენი...
პოლტერგეისტი: კიღამ უმუხთლე ვაჟებსა, წამართველს ლამის ხმალია, კავკაზუს შემოუთვლია , "ინტერნეტის გაქ ვალია"
ბარტუჩელა: ბაკურ...
მწარე გქონია ენაი, ეგ გასახმობი პირშია, ხომ არ გიპოვეს ნეტაი ქოთნი წიწაკის ძირშია?
ნეკერა: პოლტერ მე მგონი მაგაში მე და შენ შევკავშირდებით, კავკაზუსის შეფს დავუხვდეთ პროვოდ-მავთულ და ჩხირებით.
ნეკერა: მწვანეთვალება წავიდა ასე ერთგულებს გელასა მაგრამ ის თუა ერთგული? გვეჟუჟუნება ყველასა.
პოლტერგეისტი: სინსილა გაწყდა მაგათი, სისხლი მითეთრეს ვაჟასა, არ მიფასებენ არაფრით, სახელმწიფოსთვის გარჯასა.
ბაკური: მაკუნი მაინც მიყვარხარ რაც უნდა ცუდი მომპოსტო, წიწაკის ძირში მიპოვეს და შენი მინდა... კომბოსტო.
ნეკერა: მაკუნი შენზე ახია, რად შეურბილე ლექსია? ახლა ხომ ხედავ მოუნდა ბაკურ ვაჟბატონს სექსია, მგონი თბილ წყალში იბანდა ცივი მოეშვა ერჩია!
ახალაია: ბარტუჩელ რაღად გინდოდა ჩვენთან ასეთი ჯახია, ბეჭზე გაგაკრა ბაკურიმ და შენზე ქალავ ახია.
ნეკერა: ორი ერთს დასევიხართ და თავი გგონიათ კაცები, თქვენდენს სოფლისა ნახირში არ კადრულობენ ვაცები!
ნეკერა: მე ერთი შევრჩი პორტალსა დამირჩა მოედანია, ყანდიაშვილსაც რატომღაც აღარ ურეკავს დანია, თუ არვინ მეშაირებით, პაკა და დასვიდანია.
პოლტერგეისტი: ბაკურს
ვეღარ მოგართვი კომბოსტო ჩემია ე მაგ ქალაო, გავინაპირე ოდესღაც, და ახლაც შემწევს ძალაო.
ბაკური: ნეკერ ცივ-ცხელში თანაბრად ვბანე და მოვადუნეო... გინდა? - გიტოვებ ანაბრად, გაზრდილი დამიბრუნეო.
ბარტუჩელა: ბაკურს....
ეგ კეტი შვაზე გაგიწყდეს შე მწარე ვაჟაშავაო, უყურეთ ერთი საჯარეს, რა უცებ გამაშავაო ან შენ კეტზედა რა მინდა ჯერ რაი დამრჩა იქაო... არ გამძვრომია ჯერეთა კეტებზე ჯდომით სიქაო...
ახალაია: ცეცხლში მინავლულ ნაკვერჩხალს, აღარ აცალე ჩაქრობა, ნეკერავ ლამაზ ბეჭებზე, შენც ხო არ გინდა გაკრობა?
პოლტერგეისტი: გადაიწვება პორტალი, სხვაგან ვიშოვოთ ბინაო, მგონი გამოდგეს ფორუმი, რომ გვქონდა ამის წინაო.
ბაკური: პოლტერ...
გაინაპირე? - რა ვიცი, ნეტავი ეგრე ღირდაო? მე ნაპირ-ნაპირ არ დავსდევ - ზუსტად შუაში მინდაო.
ნეკერა: ბანკი სანდო უნდა იყოს (მაგაზე რა ვიცი მეტი), დატოვების არ გეშინის? არ ჩამოგაჭრან პროცენტი! ნეკერა: ბექა
გეგონა ერთი შემოვრჩი შაირ-კაფიის გვერდსაო? მკლავებზე ნუ იყურები თორემ იწყევლებ ბედსაო, იტყვი ნეტავი მამაჩემს ლობიო დაეთესაო!
პოლტერგეისტი: რომ დაიტაცეთ ქალები, მე აქ ლობიოს ვჩეჩავო?! მგონი მე შენი ბედი ვარ, ვინც კი შემოხვალ ბეჩავო.
ნეკერა: პოლტერი ყველა ხერხებით იმ ფორუმს არეკლამებსა შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? ფონტი ვიწეროთ ღამესა?
ბაკური: შენ ეგ რეები გცოდნია ბევრი ბანკისა მნახავო ნეკერავ, ჩამოიჭერი თუ კარგად შეინახავო.
ახალაია: ნეკერავ რისი იმედით მედიდგულები ნეტაო? კი ვატყობ მე მამაჩემმა თქვენს ჭირად გამაკეთაო.
პოლტერგეისტი: ბაკურს,
რომ ვერ მოგართი ვაჟაო, შუაც და განიც ჩემია, გან-გან იარე რას იზავ "ბუნების განაჩენია"
ნეკერა: რა ჭირად მინდა ბაკურჩიკ? კომბლე ვარ სხვენზე შემოვდო? შენ უკეთ გაუფრთხილდები, ძალას ნუ დაატან ოღონდ.
ბაკური: მაკუნავ, სიქაგამძვრალი არც მე არაში მჭირდება მე კი ისეთი ,,კეტი,, მაქვს რომ ნახავ გაგიკვირდება ვერც ბაზრობაზე ვერ ნახავ არც ხელზე არ იყიდება.
ბარტუჩელა: პოლტერს...
ბაკურას ვუთხარ, შანც გეტყვი მნახველი ბევრი რამისა კეტია კეტია სუყველა ერთი სიგრძის და განისა...
შენაღად რატო მიგულე ნეტა ამ შუაღამეო... რაიმ ახალ ხომ არ გიდევს განსხვავებული რამეო?
ნეკერა: ბექას
სახელი ჯერაც კარგი გაქვს და სანამ გაგფუჭებია წადი სხვას გაუელვარე ჯერაც თეთრი კიჭებია.
პოლტერგეისტი: ბექა ნეკერას ნუ ჩაგრავ, ძალას ნუ ხმარობ ქალზედა, თორემ იცოდე შეგბრაწავ სხვისთვის ანთებულ ალზედა.
ბაკური: ნუ უფრთხი, ნეკერ, ნუ შიშობ არ დაგიფასებ ძვირადო მოდი და უცებ გასწავლი შენ გინდა რაღა ჭირადო.
ნეკერა: ნეკერას ვერვინ დაჩაგრავს ალესილი აქვს ცელიო, მაგრამ შენ რაღა გალაყბებს? ტოჟე მნე ხარ დამცველიო.
პოლტერგეისტი: სხვამ შენზე კარგად ვინ იცის, განსხვავებული რა მაქო, თუ ძაან დაგწყდა გული და მე მზად ვარ, მოდი განახო.
ახალაია: ბარტუჩელა
განა ხაბაზის შემწვარი პურები არი ცომისა? ვინ გითხრა კეტი არიო ყველა ერთნაირ ზომისა?
ნეკერა: ბაკურ შენს დროს რომ სწავლობდით დაძველდა გაკვეთილები, თქვენს მაშინდელ კერპს საბრინას ქე დაეხვია ტილები, ახლა შენ მიებარე და მეტს გასწავლიან შვილები!
ბარტუჩელა: ბაკურ...
თუ გინდ დოინჯით გადმოხტი მაღალა მთიან გორთაო... ბარათ დაგხვდები ვაჟასა დირკას დავიჭერთ შორთაო.
პოლტერგეისტი: ვირს მადლი შეუგინესო, ასე მიეზღო პოლტერსა, რა მექნა ხო არ გაგხდიდი ახალაიას მოდელსა!!!
ახალაია: პოლტერმა თურმე ძალიან შეუბერა და გარეპა. ნეკერს არ ვჩაგრავ უბრალოდ, მიყვარს ქალების წვალება.
ნეკერა: ახალიას მოდელი სკოლებში შეუტანიათ, "ეგ ბიჭი ვერა ქაჩავსო" რუსმა მიამბო ტანიამ.
თაბაგარი: აბა თქვენ იცით, მე წავალ, სიზმრად მიმიხმობს ღამეცო, ამ შაირობის წამკითხავს ლექსოფობია დამეწყო.
ბაკური: პოლტერ...
მიდით, განახებთ ქალებო თანაც სრულ მზადყოფნაშია... დახედეთ ნეტავ რა არის - ბოლოკია თუ პრასია?
პოლტერგეისტი: რამხელა ენა გქონია, თითის ოდენა დიაცსა, მაინც მოვიყვან ჭკუაზრე, ჩემთვის დაიწყებს კიაფსა.
ნეკერა: მაკუნ დავჩაგრეთ მგონია ბაკურა-პოლტი-ბექაო, მე ვიცი მალე მობეზრდეთ დაუკრეფავის კრეფაო, ვინც ახლა გაიპარება ხვალ ღამეცა გვქავს კრებაო!
პოლტერგეისტი: ბაკურ! ძმა, შენა არ იდარდო, მე არ მაქ მზგავსი ბოსტანი, ჩემს კეტსა ერთი ვასწავლე, "გადააბრუნე მო........."
ბაკური: ისევ მოიმკი იმასა რასაც აქამდე თესავო პოლტერ გადაუბრუნებლად ვეღარა შვები ბეჩავო?
ახალაია: ტყუილებს ჩმახავ ნეკერავ, ტყვილა დახარჯე მელანი, წუხელ სამ ქალთან ვიყავი, ნაპერწკლებს ყრიდნენ ყველანი.
ბარტუჩელა: ბექას... სიგრძეს ვინ ჩივის ბექაო მოკლს არ ვუსურვებ ავსაცა ვისაც მოკლე გაქვთ , თქვენკენა არ მოვაბრუნებ თავსაცა..
ნეკერა: ბექა
მე არც კი მიკადრებია ქალებში ეჭვის შეტანა, ტანიამ შენზე იჩივლა, ვუსმენდით მთელი ქვეყანა.
ბაკური: ბარტუჩელ თავი რად გვინდა? ნუთუ ფრანციცულს გვთავაზობ? სად როგორ რა გავაკეთოთ, თვითონაც ვიცით , ლამაზო.
პოლტერგეისტი: საქმე საქმეზე მიდგეს და ჰაერშიც მივცე კნესაო! შენ თუ გაქ რამის შეძლება? თუ მარტიო მკერდსა კბეჩავო?!
ნეკერა: ბარტუჩელ შენი შაირი ვერა სჯობია ძველებსა, ჯერ სულყველას უარობდი ახლა დაეძებ გრძელებსა?
ახალაია: ბარტუჩელას მეც მინახია კაცები ეგ საიდუმლო გათქმული, ჩემი კი სიგრძე-სიდიდით დუნიაზეა განთქმული.
ბაკური: პოლტერ რად დაინტერესდი ჩემი შეძლებით ასეო? რამე არ მაფიქრებინო თავი იჭვით მაქვს სავსეო...
ნეკერა: კაცებო ტყუილად წვალობთ ვნებამ დაგარტყათ დენია, თქვენზე ჩუბინი მტყორცნელის ტყვიებიც აგვიცდენია.
პოლტერგეისტი: ბაკურ ძმობილო გვერდს გადექ, ეგ ქალი დათმე ჩემია, ან ეგ იქნება ამაღამ, ან ყველა დანარჩენია. მაინც გავიწვენ ხელზედა, მინდვრად გავაფენ ქალასა, მერე იხილავს ბედშავი, ჩემი ბოსტნისა ძალასა
ბარტუჩელა: ნეკერას...
დავჩაგრეთ ნეკერ, აბა რა ვაჟნი ამ შუა ღამესო... გადაეც ფრთხილად მოიქცნენ თორ დამტყუებენ რამესო... დასუსტებულან ბრძოლაში ჩვენ ლექსზე ავარდნილია სინდისი მიხმობს დავინდო შაირში დავარდნილია...
ახალაია: შენ ეჭვიანობ ნეკერავ, ვით ჭირვეული ცოლია. ტანიას სწორედ ბექამა აადენინა ბოლია.
პოლტერგეისტი: რა უნდ იფიქრო ვაჯაო?! მე კაცად გიცნობ კაცურად. რაგინდა აზრი ვიცვალო? ისე კი ამბობ მაცდურად?!
ნეკერა: ეჭვიანობა არ ვიცი ბექავ ხილია თუ წყალი, უეჭვობით არ დავტანჯე? ჩემი ყოფილი საწყალი, მაინც ვერ გადამარწმუნებ- რად გიჩიოდა მაშ, ქალი?
ბაკური: მაკუნავ, ,,რამე,, რა არის? რას შემატყუებ ნეტავი? მგონი გავხდები ამაღამ შენი ,,დირკების,, მხეხავი.
პოლტერგეისტი: ეს ქალი რატომ დაგიხვდა, ახალაია მკაცრადა?1 ჯობს მოეცალო მოსცილდე, არა ღირს ხელის გასვრადა.
ბაკური: პოლტერ... მე მგონი ეჭვები ეჭვი არ არის - მართლდება... გაიწი, რა გამაცდურებს ნეტავი რა გემართება?
ნეკერა: პოლტერ მანდ არ მომიყვანო გასვრას განახებ მერეო, ბაკურს თვალი რას დაადგი? თუ შნო გაქვს ქალას სწერეო!
პოლტერგეისტი: ბაკურ ძმა ეგ არ იკადროს, არ გაუფუჭო ნიშია, თორემ დაგადექ ამაღამ, ხმალით წაგაჭერი ძირშია.
ბარტუჩელა: პოლტერს....
რაის ბოსტან და კომბოსტო სითა მპატიჟებ ჭალასა მაიყვა თუნდაც ლაშქარი ჩემზედ სინჯავდეს ძალასა... ისეთი დღეი გაწიოთ გაგიმრუდებდეთ მალასა დასანახავად შაგძულდეთ ვეღარ იტანდეთ ქალასა...
მე ავდგე , კაბა ვისწორო დავმღერო ლალაი-ლალაისა...
ახალაია: ნეკერას ქალი ჩიოდა იმიტომ, მიტომ შეყარა ქოყანა, ძვირფასო მასაც უნდოდა შენსავით ცოლად მოყვანა.
ბაკური: მაკუნი შენ გენაცვალე მოდი - ეგ არი რაც არი ბოსტანიც თვითონ ვიქნები მთელი შენი ლაშქარიც!
ნეკერა: ახალაიას წამოსცდა თავის იმედი ფარული- ვის რად სჭირდება ბიჭაუ შენი მძაღე სიყვარული? ცოლად შენ როგორ გაგყვები, გული არ გაქვს მოპარული.
ნეკერა: პოლტერი სად გაიპარა? გასჭირვებია ნეტაო? სადა ხარ სადა ყოფილო ფულების ცოცხით მხვეტავო?
ბაკური: პოლტერი გაქრა! მიშველეთ - ექიმო... ანდა ექთანო! ვაიმე რა მეშვლელება ხმლით ხომ არ მოდის ჩემთანო?
ნეკერა: ბაკურ მაკუნას კი არა ვეღარ მოხიბლავ ბაბალეს... კაცი დაბერდა - თავის მარცხს კლავიატურას აბრალებს!
ახალაია: ეგ თუ დამჭირდა ნეკერავ, არ მივიკარებ რულსაო და შენც მოგპარავ ქალაო, ე მაგ ჩიტივით გულსაო.
ბარტუჩელა: ბექას...
ნერვის ბრალია ალბათა, სიგან სიგრძე რო გერევა, იქნებ ამდგარსა გულისხმობ თუკი საერთოდ გენება გამისკდეს ერთი ადგილი ავი რამ ძრახვის ჩამდებსა, აბა დავარდნილს შახედე ეგებ სხვარიგად ჩანდესა.. შენ დამემუქრე დუნიით პასუხი გაგეც მაგაზე, მით ვერ დააბამ ქალასა შენის ხუშტურის ბაგაზე)
პოლტერგეისტი: აუ, დამტანჯა ამ ნეტმა, კავკაზუს ვუქე დედაო, ამდენი ნერვი სადა მაქ, დამემართება ბნედაო.
ნეკერა: ჰოდა ჯერ ეგ შეასრულე, და მერე ვილაპარაკოთ... დაღამდა უკვე ძალიან მე მგონი ურაკპარაკო, ახლა ყველა მივებაროთ ლოგინებს ულაპარაკოდ!
პოლტერგეისტი: რასამბობ ბაკურ ძმობილო, ექიმ-ექთანი ახსენე?! ორ-ორ გამაუშვ ჩემთანა, ეგ კეტი კი დაასვენე.
ნეკერა: პოლტერ მოეშვი ბაკურას საგზურ იშოვა ლოგინში, შენც იგივე გზას დაადექ, ექიმ ქალებზე -ბოდიში!
ახალაია: შენც არ მომიკვდე ბარტუჩელ, ასეა ამის ბუნება, ისე დიდია ახლაცა, მონიტორს ეხახუნება.
პოლტერგეისტი: სად მიბრძანდები დიაცო? ჯერ რადროსია ძილია?! შენთვისაც მალე მოვიცლი რომ გაგიქვაო რბილია.
ბაკური: არცა ბებერი ხარი ვარ არც ახალგაზრდა მოზვერი ნეკერ, რაღაცას განახებ ლოგინში თუ შემოვძვერი... ერთი რაღაცა, რაც არი, თქვენთვის ეგ იყოს რქაიცა მაკუნი, მაინც მოგძებნი შენ კი გადაგ...ხნავ მაინცა... ახლა კი წამოვგორდები, გამოვიძინო... მაიცათ..
ნეკერა: არც მიწისა ხარ, არც ცისა- ვერ გადაწყვიტე ვინა ხარ შე კაცო ნუღარ ბაქიობ, შენზე მაგრებიც გვინახავს!
პოლტერგეისტი: შენც არ მომიკვდე ნინოჯან, ბაკურს ეგ ქალა დავუთმო, მაკოსაც ჩემთან წავიყვან, ექიმს რომ ლოგინ გავუთბო.
ნეკერა: ვინ გამოგყვება შენ აწი, პოლტერ, არ იცი ზრდილობა, მაკოს ათბობინებ ექიმს? შეგირცხვა გვარიშვილობა!
ბარტუჩელა: ბექას... მაგ ხახუნშია ბექაო თქვენი ტვინი და გონება გაწი, არაფერს მაგვასხა ეგაა შენი ქონება ..
პოლტერგეისტი: აბა ვინებიც მიდიხართ, ძილი ნებისა თქვენაო. ბოდიშაც გზაში დაგაწევთ, გულს რომ არ ჩაგყვეთ წყენაო.
ახალაია: ბარტუჩელას ცოლად კი გინდა მოყვანა, ცრემლებით დაიფერეო, ქალავ რამე თუ მაგესხა, ადექ და შაიფერეო.
პოლტერგეისტი: ვერ წაგიკითხივას დიაცო, ჩემი ნაწერი ლექსია, ექიმს გათობა კი არა, მონდომებია "ნემსია"
ბარტუჩელა: ბექას....
შეინახ მომავლისთვინა გაამრავლებდე ერსაო ან ზემოთ აწი ეგ კეტი მორწყავდე იქნებ ჭერსაო.
პოლტერგეისტი: ბექა გაგექცა ქალაი, რას დაგიღია პირია, კვალში ჩაუდეაქ ვაჟაო, არიდე გასაჭირია, იქნებ ამ ღამე გიხმობდეს, ვერ გაგაგონოს ტიალსა, ადგება და სხვას დაუწყებს, შენს მაგიერად ტრფიალსა. შენ კი ჩამოჯექ აქადა, მონიტორს კეტი ამტვრიე, ადექი ნუღაარ ზარმაცობ, ტრაკი გაქ და გაანძრიე.
პოლტერგეისტი: აბა ბარტუჩელ გამიძეხ, წინ დიდი გველის ღამეო, გაგსინჯო იქნებ მას მერე, შეგისწავლია რამეო.
ახალაია: მაგას რა ვუთხარ ვინაც კი, ეგ შენი ენა თალაო, ჭერის მორწყვასა მირჩევნის, შენ რო მოგრწყავდე ქალაო.
ნიკი: ხვალიდან კომენტარებში არ ვნახო ჭორაობაო აღარც შაირი გალექსოთ გეყოფათ გორაობაო
უკვე დღიურებ შაიქმნა იქ გაილაღეთ ნებაზე კომენტარებს კი შაეშვით თითქო რუხმგელი ებას ზედ
ვინც ამა წესსა დაარღვევს ალბათ გახდება ავადა ქულები შამააკლდება ლექსების მოსართავადა
ახალაია: პოლტერ.რაღა ვქნათ ძამია, შემოგვეფანტნენ ქალები, ჩვენაც წავიდეთ თორემა, მეც მეხუჭება თვალები.
ახალაია: გაბრაზდა ნიკი ძალიან, არ ჩაგვწყვიტავდეს მყესებსა, თავს ზემოთ ძალა არ არის, ვემორჩილებით წესებსა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. პრასიჭამიას.
შენ რაღა გინდა ქალაო, რომ დაგიწყია ლექსობა, მე მგონი უფრო მოგიხდეს, იმერეთს ცხვართა მწყემსობა.
რაიო?!:))
პოლტ, წეღან ვიხსენებდით, ჩემს თმას რომ მტრობდი, მაგრამ არაფერი გამოგივიდა:))
კარგი დრო იყო ისე:) პრასიჭამიას.
შენ რაღა გინდა ქალაო, რომ დაგიწყია ლექსობა, მე მგონი უფრო მოგიხდეს, იმერეთს ცხვართა მწყემსობა.
რაიო?!:))
პოლტ, წეღან ვიხსენებდით, ჩემს თმას რომ მტრობდი, მაგრამ არაფერი გამოგივიდა:))
კარგი დრო იყო ისე:)
3. ომარა ძიას გაუსწორდება. ომარა ძიას გაუსწორდება.
2. გამახსენდა ყმაწვილკაცობა:)) გამახსენდა ყმაწვილკაცობა:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|