 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული 16 ივნისი, 2009 |
რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი, არც ასული მყავს, არც ძე - კარგიც დამიდგა დახლი. ზეცა დამყურებს მრუმედ, ირგვლივ ქუხსა და ელავს, ლაბადიანი ვინმე, მოდის და მოიცელავს.
-რამ გაააბდლა ნეტავ? ამ წკვარამსა და თქეშში? -ჩემთან მოდის თუ სხვასთან? - ვარ გამოცნობის ეშხში. ვხედავ დამეძებს თვალით, ხეს მიაყუდა ცელი. - აქეთ მობრძანდით ძამა! - წამოვითრიე წელი. - მასპინძელოო- მითხრა: - ძლივს ფხიზელი არ გნახე?! არ მომეწონა რაცხა, მისი ფერმკთალი სახე. - არ გალოდინებ დიდხანს, ამ ცელს გავლესავ მალე, და მერე შემოვძახოთ: ჰარალე! ჰარალალე!
შეიქნა დიდი ლხინი, სტუმარს სტუმრები მოყვა, თამადად გავამწესეთ - აფრასიონა როყვა. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა. ვეტაკეთ, ავაყენეთ - ტალახიანი, სველი. ამ ამბავში ვართ, უცებ- ვინცხამ გატეხა ცელი.. შეწუხდა უცხო კაცი, ჩვენც ,,მევიჯაყეთ" სულ მთლად, გავხადეთ სველი ,,პლაშჩი", ჩავაცვით კოხტად, სუფთად. - კი გადამირჩი ძამა, ამას არ უნდა ფიცი, შემკეთებელი ცელის, აქ არავინ ხართ ვიცი. კურცხალი ადგას წამწამს, ჩაცალა ბოლო ყანწი. კი შემეცოდა რა წამს, ჩემს ნაცვლად შერჩა ბრანწი.
-გეწვევი ისევ, რავარც - ,,დაპაჩინკდება" ცელი!.. ............................................................................ დღესაც წვიმს, ქუხს და ელავს, ,,ადესას" ვურტყამ - ველი... .............................................................................
რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. ძალიან მაგარია.. თან რამდენიმე წუთით გურიაში ვიყავი... ძალიან მაგარია.. თან რამდენიმე წუთით გურიაში ვიყავი...
40. ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
39. 55555555555555555555!!! :)) მართლა მაგარი ლექსია! ძალიან მაგარი და მიხარია, რომ ეს ძალიან მაგარი ლექსი ჩემებურია! :)) უდიდესი სიამოვნება მივიღე, დიდი მადლობა!!! :* 55555555555555555555!!! :)) მართლა მაგარი ლექსია! ძალიან მაგარი და მიხარია, რომ ეს ძალიან მაგარი ლექსი ჩემებურია! :)) უდიდესი სიამოვნება მივიღე, დიდი მადლობა!!! :*
38. მომენატრა ჰარალე და...:-* თავიდან დავიწყე ყველაფრის კითხვა კითხვა...:) მომენატრა ჰარალე და...:-* თავიდან დავიწყე ყველაფრის კითხვა კითხვა...:)
36. რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი...
ვერც მე :( :( :(
ლექსი მომეწონა!!!
რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი...
ვერც მე :( :( :(
ლექსი მომეწონა!!!
35. სახალისო და სევდიანიც ++ სახალისო და სევდიანიც ++
34. გაიხარეთ!!! :) ++ გაიხარეთ!!! :) ++
33. კია მაგფერი ამინდი. ოღონდ "პლაშიანის" გარეშე, ჩემო მედეა.:) კია მაგფერი ამინდი. ოღონდ "პლაშიანის" გარეშე, ჩემო მედეა.:)
32. დღესაც წვიმს, ქუხს და ელავს, ,,ადესას" ვურტყამ - ველი... ............................................................................. ამ ლექსის ხასიათზე ვიყავი გასახარებელო! დღესაც წვიმს, ქუხს და ელავს, ,,ადესას" ვურტყამ - ველი... ............................................................................. ამ ლექსის ხასიათზე ვიყავი გასახარებელო!
31. გურიაში მომინდა...
მეტკინა ეს ლექსი :( გურიაში მომინდა...
მეტკინა ეს ლექსი :(
30. თან სახალისოა, თან სევდიანი :) / :(
თან სახალისოა, თან სევდიანი :) / :(
28. ძალიან კარგია. ნამდვილი ქართული სიტუაცია გარითმულ ფორმაში. :) :) :) ძალიან მომეწონა ძალიან კარგია. ნამდვილი ქართული სიტუაცია გარითმულ ფორმაში. :) :) :) ძალიან მომეწონა
27. რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი...
სამაგიეროდ უკეთეს მისიას ასრულებთ! საუკეთესო ჯიშის პროზები გაქვთ ლიტერატურის ტყეში დარგული და ახლა ვხედავ, სამეფო სასახლეც წამოგიჭიმიათ პოეზიის ტევრში! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!! რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი...
სამაგიეროდ უკეთეს მისიას ასრულებთ! საუკეთესო ჯიშის პროზები გაქვთ ლიტერატურის ტყეში დარგული და ახლა ვხედავ, სამეფო სასახლეც წამოგიჭიმიათ პოეზიის ტევრში! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!
26. აბა, ამის გამოტოვება შეიძლებოდა? ხშირ-ხშირად უნდა მიუბრუნდე ამ ჟანრს! არა ხოლო პროზითა ერთითა ცხოვნდების კაცი! მოგიკითხე, კახა! აბა, ამის გამოტოვება შეიძლებოდა? ხშირ-ხშირად უნდა მიუბრუნდე ამ ჟანრს! არა ხოლო პროზითა ერთითა ცხოვნდების კაცი! მოგიკითხე, კახა!
25. ჭკვიანურ-იუმორისტული ლექსი.:) ჭკვიანურ-იუმორისტული ლექსი.:)
24. კაია 5 გურული ხარ, ძამა? :) კაია 5 გურული ხარ, ძამა? :)
22. ვაჰ.... ახლა აღმოვაჩინე ეს....;) და საერთოდაც პირველად ვნახე თქვენი ნაწერი...... ძლიან მაგარია! დახვეწილი იუმორი და ნამდვილი არტ-გამოწვევაა! :):):) ვაჰ.... ახლა აღმოვაჩინე ეს....;) და საერთოდაც პირველად ვნახე თქვენი ნაწერი...... ძლიან მაგარია! დახვეწილი იუმორი და ნამდვილი არტ-გამოწვევაა! :):):)
21. უმაგრესი ხარ ჩემო ჰარი ჰარალე :)) უმაგრესი ხარ ჩემო ჰარი ჰარალე :))
20. შეიქნა დიდი ლხინი, სტუმარს სტუმრები მოყვა, თამადად გავამწესეთ - აფრასიონა როყვა. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა
წარმოვიდგინე :)) შეიქნა დიდი ლხინი, სტუმარს სტუმრები მოყვა, თამადად გავამწესეთ - აფრასიონა როყვა. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა
წარმოვიდგინე :))
19. "დღესაც წვიმს, ქუხს და ელავს, ,,ადესას" ვურტყამ - ველი..." კარგია, ძალიან მომწონს თქვენი ქართული...მსუბუქი და გულიანი. გაგრძელეთ თუ შეიძლება... "დღესაც წვიმს, ქუხს და ელავს, ,,ადესას" ვურტყამ - ველი..." კარგია, ძალიან მომწონს თქვენი ქართული...მსუბუქი და გულიანი. გაგრძელეთ თუ შეიძლება...
18. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა. თვალწინ დამიდგა ეგ ამბავი =)) ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა. თვალწინ დამიდგა ეგ ამბავი =))
17. შეიქნა დიდი ლხინი, სტუმარს სტუმრები მოყვა, თამადად გავამწესეთ - აფრასიონა როყვა. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა. ვეტაკეთ, ავაყენეთ - ტალახიანი, სველი. ამ ამბავში ვართ, უცებ- ვინცხამ გატეხა ცელი..
გაიხარე...5 ხმამაღლა ვიცინი! შეიქნა დიდი ლხინი, სტუმარს სტუმრები მოყვა, თამადად გავამწესეთ - აფრასიონა როყვა. ჯამს შეენაცვლა ყანწი, კრიმანჭულს სწრაფი როკვა, სტუმარს დაუცდა ფეხი, მიწას დაუწყო ლოკვა. ვეტაკეთ, ავაყენეთ - ტალახიანი, სველი. ამ ამბავში ვართ, უცებ- ვინცხამ გატეხა ცელი..
გაიხარე...5 ხმამაღლა ვიცინი!
16. ჰარი (ჰარალე) :D
მოვბრძანდი ძამა, აგერ ვარ და რა გაქვს სასმელი გამოიტანე :D საჭმელს არ ვჩივი :D
ჰო, ლექსი სულ ჰარი ჰარალეთი ჩავიკითხე და ჩამოვიკითხე :))
ვახხ, რა კარგაი ცელი რომ გეეღუნა მაგას, უFFF :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
ჰარი (ჰარალე) :D
მოვბრძანდი ძამა, აგერ ვარ და რა გაქვს სასმელი გამოიტანე :D საჭმელს არ ვჩივი :D
ჰო, ლექსი სულ ჰარი ჰარალეთი ჩავიკითხე და ჩამოვიკითხე :))
ვახხ, რა კარგაი ცელი რომ გეეღუნა მაგას, უFFF :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
14. ცოტა შეცდომები კი არის,მაგრამ საერთო ჯამში ნათელია,რისი თქმა უნდოდა ავტორს ;;) ცოტა შეცდომები კი არის,მაგრამ საერთო ჯამში ნათელია,რისი თქმა უნდოდა ავტორს ;;)
13. დიდი მადლობა ყველას, ვინც იმ ღამით, ჩემს მხარეს იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც იმ ღამით, ჩემს მხარეს იყო.
12. ძალიან მომეწონაააა, მაგარია.ვიხალისე და თან დავმძიმდი
ძალიან მომეწონაააა, მაგარია.ვიხალისე და თან დავმძიმდი
11. რა დზალიან მარტივად გასაგებია აი მესმიიიის გაიხარეეეეეეეეე :)))))))))))) რა დზალიან მარტივად გასაგებია აი მესმიიიის გაიხარეეეეეეეეე :))))))))))))
10. სიკვდილის სადარაჯოზე, დგას მოწყენილი მიქელა ჯერ იყო ლუდის რეკლამა,შემდეგ ჰარალეს დიდება!!!
სიკვდილის სადარაჯოზე, დგას მოწყენილი მიქელა ჯერ იყო ლუდის რეკლამა,შემდეგ ჰარალეს დიდება!!!
8. კარგია, ბევრჯერ გაგვახარე, ასე... კარგია, ბევრჯერ გაგვახარე, ასე...
7. Fantastisch!!!sehr gut! Fantastisch!!!sehr gut!
6. რა სევდიანად იწყებ... რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი, რა კარგად აბითურებ სიკვდილს... გავხადეთ სველი ,,პლაშჩი", ჩავაცვით კოხტად, სუფთად. რა სევდიანად იწყებ... რა ვქნა, ვერ დავრგი ვერც ხე, ვერც ავაშენე სახლი, რა კარგად აბითურებ სიკვდილს... გავხადეთ სველი ,,პლაშჩი", ჩავაცვით კოხტად, სუფთად.
5. ეუ,შენებს გადავხედე ახლა და...
ეს ლექსი ძალიან.. პროზა რა გითხრა აბა:( მდას..... ეუ,შენებს გადავხედე ახლა და...
ეს ლექსი ძალიან.. პროზა რა გითხრა აბა:( მდას.....
4. ვააახ.. მოკლედ ძალიან დახვეწილი,უზადო გემოვნების ადამიანის დაწერილია.. ნუ ლიტპროვოკაცია ..:) არაჩვეულებრივი იუმორი..
არ ვიცი ვინხარ 1.თუ მოისურვებ ჩამწერე მეგობრების სიაში აი ეგრევე ამ ერთი ლექსით მაგარი და კარგი ტიპის დაწერილია. დ ა 2.აქ უკვე ნებართვას არ გეკითხები-ფანების სიაში ვეწერები.
ვააახ.. მოკლედ ძალიან დახვეწილი,უზადო გემოვნების ადამიანის დაწერილია.. ნუ ლიტპროვოკაცია ..:) არაჩვეულებრივი იუმორი..
არ ვიცი ვინხარ 1.თუ მოისურვებ ჩამწერე მეგობრების სიაში აი ეგრევე ამ ერთი ლექსით მაგარი და კარგი ტიპის დაწერილია. დ ა 2.აქ უკვე ნებართვას არ გეკითხები-ფანების სიაში ვეწერები.
3. მაგარი ხარ , ჰარალე, მასე უნდა მაგ ცელიან კაცს, აპა პირველ მოსვლაზე ხომ არ გავყვებით მაგ აბდალს. ისთე კაი თამადა მაი როყვა , გამიგია მე.... მაგარი ხარ , ჰარალე, მასე უნდა მაგ ცელიან კაცს, აპა პირველ მოსვლაზე ხომ არ გავყვებით მაგ აბდალს. ისთე კაი თამადა მაი როყვა , გამიგია მე....
2. კი გადამირჩი ძამა, ამას არ უნდა ფიცი, გამკეთებელი ცელის, აქ არ იქნება ვიცი. კურცხალი ადგას წამწამს, ჩაცალა ბოლო ყანწი.
კი გადამირჩი ძამა, ამას არ უნდა ფიცი, გამკეთებელი ცელის, აქ არ იქნება ვიცი. კურცხალი ადგას წამწამს, ჩაცალა ბოლო ყანწი.
1. მაგარია!!!!! ლამაზი ლექსია! მსუბუქად იკითხება! წარმატებები! :) :) ;) მაგარია!!!!! ლამაზი ლექსია! მსუბუქად იკითხება! წარმატებები! :) :) ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|