ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2009


პაპსა

შორტები

როცა, თვალები გაქვს
ღიმილისგან ლურჯი,
როცა, ნაღდი ხარ
სხვასთან და თავთან,
როგორ დავყრუვდე და
გავხდე მუნჯი,
როგორ არ დავუდგე
ალალსა და მართალს!
მაგრამ...
როცა სიყვარულზე
გეუბნებიან - არას,
როცა სიყვარულზე
გიხურავენ - კარებს,
ესეიგი -
დამნაშავე ხარ თავად...
მაშასადამე -
უფალი აღარ გფარავს... 


ვერონიკა(ვერიჩკა) მიქაძეს და
                აბესალომ(აბელა) ჩხეტიას
(ოქროს ქორწილი)

სადაფის ღილებს აწვალებს,
ჩაუღუნია თავი...
გრძელ და კუნაპეტ ნაწნავებს
შიშის აყრია თრთვილი...
ახლაც ღიმილით იხსენებს
აბელას კოხტა ულვაშს,
ტკბილად, ჩუმ-ჩუმად ხითხითებს,
გვერდზე გახედავს, მალვით...
ორივეს უნდა უსმინო,
სიყვარულის ვარ წნეხში,
(არა და გული გაწვრილდა
ვაი და უის ხვნეშით).
ეს ოქროსფერი სურათი
კი შემოადნათ ხელში...

.
                  კოლია დოღონაძის გასვენებაში

მართლა უციათ პატივი -
დოღონაძესთვის შვილებს,
უძახე ახლა არტისტი!
ხომ დაუფასდა გარჯა...
უყურე?
ვალე თოდუას -
აგრადა დღესაც არ აქვს,
არადა,
ბრილიანტების
კორიანტელი
დარჩა...


.
                    ესმა ფიფია

ვეფხვივით ავლებდა მზერას,
(შიშის გრიგალები ქროდა)
თუკი აგიტანდა წერა -
ჩანჩურა იყავი, მორჩა....
მისი თვალებიდან დღესაც -
ყინულის
ნაკვერჩხლები
მოჩანს!

.

          ,,კი წერ, ბიძიკო ლექსებს, მარა,
            ჩვენზე კაი, თუა ვინმე?''
                                    კოკი ბოკერია

არაფერი არ უნდა შეგეშალოს,
სიტყვა უნდა იყოს მწკრივში,
პირველი თუ არა?
მეორე მაინც,
კი უნდა იყო, კრივში...
ყოველდღე თუ არა,
თვეში ერთხელ,
კი უნდა გაშალო სუფრა...
ყოველწუთს თუ არა,
ყოველმეცხრედ,
კი უნდა მოეფერო უფალს...
შენ თუ გიხარია და
სხვას კიდევ მწუხრი აქვს,
არ უნდა გახსნა წარბი,
ცხოვრება ბიძიკო,
განა დუქანია?
ვალებს არავინ წაშლის...
ხოდა, ჩამოგვხედე
შენია აქავრობა,
დაგვაწყდა თვალები ქაჩვით,
იცოცხლე, კარგია ქვეყნად ქარავნობა,
კი ხედავ აღარავინ დავრჩით...
--------------------------------------------
კოკი რომ სიტყვებს ცრემლებს პარავს,
(თანაც დააბრალებს ცუდ ამინდებს)
,,კი წერ, ბიძიკო ლექსებს, მარა,
მოძებნე! ჩვენზე კაი, თუა ვინმე?''

.

                                რძალი
ქათქათა ძუძუ და მკლავები,
აივანზე ფითქინა ზეწრები,
სადღაც მიმალული გრალები,
თვალები - ზათქი და მეწყრები!

ყველაფრის რიდი და დათმობა,
არავის კრძალვა და დანდობა,
ცხადში -  ანცობა, გართობა,
სიზმრებში - რძისფერი მადონა!

ამღვრეულ ღიმილით ჩარჩობა,
კარებთან მოსული იღბალი,
მაგიდის კუთხესთან დარჩენა,
ტუჩებზე გამკრთალი მიტკალი,

გადახმა, მოვლილი ძეწნები,
გაზაფხულს გაჰყვება წვალებით,
აივანზე ფითქინა ზეწრები,
ქათქათა ძუძუ და მკლავები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები