ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია კახიძე
ჟანრი: იუმორისტული
19 ივნისი, 2009


ამბავი თოვლის ბაბუა-ბიჭისა

    დაჯდა წერად ზღაპარისასა...იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა, ლამაზი, ბუთხუზა, ხუჭუჭა ბიჭი. ეს ბიჭი 7 წლის, რომ გახდა  დაფიქრდა და მოიფიქრა, რომ მომავალ პროფესიად თოვლის ბაბუობა აერჩია და ამ პროფესიის შესწავლა ეხლავე დაეწყო. უკვე 8 წლისამ იცოდა სად ცხოვრობდა თოვლის ბაბუა; 9 წლის ასაკში იცოდა რა უნდა ჰქონოდა ხურჯინში, როცა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად წავიდოდა.... ასე გავიდა რამოდენიმე წელი და ერთ დროს პატარა ბიჭი, მალე იქცა ჩამოყალიბებულ თოვლის ბაბუად.
    ეხლა იწყება მთავარი: ერთ მშვენიერ დღეს მოუვიდა წერილი, პატარა გოგო წერდა: ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა დედა მყავს ავად და ძალიან გთხოვ წამალი მომიტანე, რომ დედა მოვარჩინოო და თანაც ისეთი წამალი იყოს, რომ ჩემი დედიკო აღარ გახდეს ავადო. აუჩუყდა გული ამის წაკითხვაზე თოვლის ბაბუა-ბიჭს, იფიქრა იფიქრა როგორ დავეხმაროო და მოიფიქრა; წავიდა ლაპლანდიაში ნამდვილ თოვლის ბაბუასთან და უამბო თავის გასაჭირი, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი კვირა იყო დარჩენილი, ხოდა მოკლედ მაგარ ცუდ პონტში იყვენენ ორივე თოვლის ბაბუა. ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ მოიგონეს და საქართველოში ჩამოიტანეს - იმ პატარა გოგონას ავადმყოფი დედის მოსარჩენი წამალი - სახელად „სალხინო”. სახელი გაამართლებს შინაარსს და დანიშნულებასო. (აქაოდა სულ ლხინი ექნებათო...)
    ისარმა თორმეტი დაჰკრა და ბიჭმა-თოვლის ბაბაუამ კარზე დააკაკუნა. კარი პატარა მოწყენილმა გოგონამ გაუღო, იმ საცოდავს არც ნაძვის ხე ჰქონდა, არც საახალწლო ტკბილეული და საერთოდ სახლში სიცოცხლის ნიშან-წყალი არ იყო.
    მოხსნა ხურჯინს ბიჭმა-თოვლის ბაბუამ თავი და ამოიღო გასაღები ვაკის აქსის-თაუნში სამოთახიანი ბინის, მერე მეორე გასაღები -პეჟო-207-ს, მერე შემწვარ-მოხრაკული სურსათ-სანოვაგე „პოპულიდან”, ნაირ-ნაირი „ბელას-ტორტები”, „ბადაგონები” და „თელიანი ველები” მოკლედ ყველაფერი, რაც საზეიმო სუფრას და განწყობას სჭირდებოდა, ლამაზი ნაძვისხითა და მისი მოსართავებითურთ და ბოლოს ამოიღო ხურჯინიდან „სალხინო! მიუს-მოუსვა ცხვირთან გოგონას დედას და ქალმა თვალი გაახილა მიმოიხედა და ასეთი შხვართი და სიმპათიური თოვლის ბაბუა, რომ დაინახა საწოლთან ხელახლა დაეხუჭა თვალები. მერე ისევ გაახილა და ასე მოიქცა თორმეტჯერ, ხან სახლის მორთულობანი აოცებდა საწყალს და ხან კიდე მისი შვილის ბედნიერი თვალები. ბინის და მანქანის გასაღების დანახვაზე კიდე დასჭირდა „სალხინოს” ყნოსვა .
  ამ ყველაფერმა, რომ გადაიარა და ქალი გონს მოეგო, ამჯერად უკვე საბოლოოდ, ადგა ჩაიცვა, დაიხურა გამოიპრანჭა და ოთახიდან გამოვიდა, რომ იტყვიან ისეთი ლამაზი იყო ის უღმერთო მზეს ეუბნებოდა შენ ჩადი მე უნდა გამოვიდეო და ასეც მოხდა, „გათენდა ცეცხლის მზე აენთო აცურდა დროშები ჩქარა” - იყვირა ბიჭმა თოვლის ბაბუამ, მერე დაუჩოქა კოლონკელიძის ასულმა დიდოსტატ-თოვლის ბაბაუა ბიჭს და სთხოვა შეერთო ცოლად....მერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე... მერე ყველაფერი როგორც ნამდვილ ზღაპრებშია.. დაქორწინდნენ და გაუჩნდათ 8 ქალი და 9 ვაჟი (ვინაიდან ერთი ქალი ის პატარა გოგონა უკვე ჰყავდათ , 9X9-ზეო და ...) მიხვდი ხომ?
    გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა,
    გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა!- 
    ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა,
    ვწერ იმერელი მელექსე მე რუსთველისად ამისა.
   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები