ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


წვიმდა...

       
  წვიმდა, ნაცრისფერ ღრუბელს
  არ ეტყობოდა დაცლა.
  ფიქრი პირქუშად დუმდა
  ფიქრში გაცვეთილ კაცზე...
  აზიურ კაფე-ბარში
  ჩილიმს ვუსხედით ორნი.
  და კვამლი კარვის კართან
  გადაღლილიყო დგომით.
  განწყობას  წვიმა სწყინდა,
  წინათქმა სურდათ ვნებებს.
  კადრში "ის" - ამას წინათ,
  ფიქრში მე - წლების მერე... 
  წვიმდა, ნაცრისფერ ამინდს
  მკლავი ჩემს მხარზე ედო.
  ფიქრს კი წაეყო თავი
  განცდილში სადღაც, ერთ დროს...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები