ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოხდა რომ თითქმის მიყვარდა. თითქმისთქო იმიტომ ვამბობ, რომ შეყვარება ვერ მოვასწარი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, მაგრამ ის კი მჯერა, რომ პირველივე ნახვისას შეიძლება ორ ადამიანს შორის გაჩნდეს ის ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივებას თუ აცლი შეიძლება სიყვარულიც მოვიდეს. მე კი მხოლოდ მისით აღფრთოვანება მოვასწარი. საოცარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და ცეკვა. მაშინ 16 წლის ვიყავი. სკოლის საერთო საცხოვრებელში გიორგობას ავღნიშნავდით. ერთმანეთს თითქმის არ დავლაპარაკებივართ. უბრალოდ მისთვის თვალებში შეხედვაც კი საკმარისი იყო რომ გამეცნო. მერე ვიცეკვეთ. ცეკვა არ მიყვარს მაგრამ ეს ცეკვა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იყო. ცეკვისას მის ნაწილად ვიგძენი თავი. მუსიკა დამთავრდა, ყველა დაბრუნდა თავის ადგილზე(თურმე, მე იმ წუთას ვერაფერს ვხედავდი). ჩვენ კი ისევ ვცეკვავდით, ისე რიტმულად და შეწყობილად თითქოს იმასაც ესმოდა ჩემი სულის მუსიკა, რომელზეც იმ წუთას მე ვცეკვავდი. დანარჩენების სიცილმა გამოგვაფხიზლა და ცეკვა შევწყვიტეთ. ისე მრცხვენოდა, მთელი საღამო თავდახრილი ვიჯექი და ხმა არ ამომიღია. მხოლოდ მას გავხედე რამდენჯერმე, მიყურებდა. მისი მზერა ერთდროულად მსიამოვნებდა და თან მრცხვენოდა. ორი თუ სამი დღის შემდეგ კვლავ შევხვდი, მამიდაშვილს მოაკითხა(მარი ჩემს ოთახში ცხოვრობდა). ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა. მთელი ღამე ისე გავათენეთ რომ არც შემიხედავს. ჩემი თავის მეშინოდა, თვალთმაქცობა არ შემიძლია და არ მინდოდა ვინმეს რამე შეემჩნია. რომ მცოდნოდა მისი ყურება დიდხანს აღარ მომიწევდა ალბათ არავისი აზრი აღარ დამაინტერესებდა და მთელ ღამეს თვალსაც არ მოვაცილებდი. ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისადმიც ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მთელი ცხოვრე ვიცნობდი. ჩემს თავში ვერ ვერკვეოდი რა მჭირდა, ამიტომ არც არავისთვის მითქვამს რამე. ყოველთვის გულჩათხრობილი ვიყავი და ვერ ვახერხებდი იმის გამოხატვას რასაც ვგრძნობდი. მისი ავარიით გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე ოთახში ჩავიკეტე და მხოლოდ ერთი საათი დამჭირდა რომ ეს ტკივილი შიგნით გამომეკეტა. შემდეგ ვცადე ჩემი სულისთვის ეს კლიტე ამეხსნა და რამდენიმე მეგობრისთვის გამენდო მაგრამ ვერავინ აღიქვა როგორ მტკიოდა, ალბათ იმიტომ, რომ წარმოუდგენლად მიიჩნიეს ასე "ადვილად" გადამეტანა მისი დაკარგვა, ისე აღიქვეს, თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობის დაკარგვა განვიცადე ასე. ასე რომ, აღარც მიცდია ეს ტკივილი ვინმესთვის გამეზიარებინა. თანაც არ ღირს ვინმე ასეთი მძიმე ამბებით "დაგრუზო". ერთხელ, მაშინ დათო უკვე ორი თვის გარდაცვლილი იყო, მარიმ მის საფლავზე წაყოლა მთხოვა(გამიკვირდა, ერთმანეთთან არც ისე კარგი დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა დათოს ამბის მერე სულ თბილად მექცეოდა), მითხრა შენი მისვლა გაეხარდებოდაო. არ ვიცი ეს რატომ თქვა. ჩემი დაქალებისთვისაც კი არაფერი მქონდა დათოს შესახემ მაშინ ნათქვამი. მერე საფლავზე მითხრა დათომ ავარიის დრეს სახლიდან რომ გადიოდა მობრუნდა და მითხრა ასე მგონია ელენე ჩემთვის ახლობელიაო. პირველედ მოხდა რომ სხვისი თანდასწრებით ვიტირე. არაფერი მითქვამს ალბათ თვითონაც მიხვდა რას ვგრძნობდი (რატომღაც მგონია, რომ ისედაც იცოდა).ისე ძალიან უცნაური ადამიანია. ყოველთვის ახერხებს ისეთი რაღაც მითხრას, რომ ავტირდე. უკვე 6 წელი გავიდა. ერთმანეთს არც ისე ხშირად ვეხმიანებით. მისი ნახვა ან მასთან ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს. ის ერთი წელი სანამ ერთად ვცხოვრობდით ხშირად მელაპარაკებოდა დათოზე. მერე მასზე აღარასოდეს გვილაპარაკია, მხოლოდ სტანდარტული ამბების გამოკითხვით სრულდებოდა ჩვენი საუბარი. ალბათ ორივე გავურბოდით მასზე ლაპარაკს. ამასწინათ დამირეკა, ჩვეულებრივი საუბარი გვქონდა და უცებ მკითხა ჩვენი დათო გახსოვსო?ერთი კვირის შემხვდა. რაღაც ძაან მხიარულ ამბებზე ვსაუბრობდით, ჩვენს ოთახში მცხოვრები მეგობრის ქორწილის ამბებს მიყვებოდა (მე ვერ წავედი). უცებ ისეთი რაღაც მითხრა გუშინდლამდე გონს ვერ მოვდიოდი. შენ რომ გიყურებ შენში დათოს ვხედავო. გუშინ მივხვდი რომ ამ სიტყვებმა სიცოცხლის სურვილი გამიღვიძა. ახლა ვხვდები რომ ორივეს მაგივრად უნდა ვიცხოვრო.ის აქაა ჩემს გულში. უფლება აქვს ბედნიერი იყოს მე კი გულამდე სიხარულს და ბედნიერებას არ ვუშვებდი. მაპატიე, მაპატიე, რომ ამდენი ხანი ჩაკეტილ გულში ცხოვრობდი... მაპატიე, რომ ვერ ვიცხოვრე შენით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მაპატიე, მაპატიე, რომ ამდენი ხანი ჩაკეტილ გულში ცხოვრობდი... მაპატიე, რომ ვერ ვიცხოვრე შენით...
++++ მაპატიე, მაპატიე, რომ ამდენი ხანი ჩაკეტილ გულში ცხოვრობდი... მაპატიე, რომ ვერ ვიცხოვრე შენით...
++++
19. მძიმე ისტორიაა :((. მძიმე ისტორიაა :((.
18. ისტორიას ვკითხულობ რაგაციტ მმგავს. იმი ტომ რომ ცჰემს ისტორიას ვკიტხულობ ასე მმგონია
ისტორიას ვკითხულობ რაგაციტ მმგავს. იმი ტომ რომ ცჰემს ისტორიას ვკიტხულობ ასე მმგონია
17. ჰო ალბათ შეცდომებიც არის და პროზაც ნაკლებად...მაგრამ არცერთი ყალბი ფრაზა...:-* მე მომეწონა და განვიცადე ავტორივით...5 ჰო ალბათ შეცდომებიც არის და პროზაც ნაკლებად...მაგრამ არცერთი ყალბი ფრაზა...:-* მე მომეწონა და განვიცადე ავტორივით...5
16. ძალიან სევდიანია. ის შენი გულიდან არასდროს წავა. წარმატებებს გისურვეეებ :))))) :-* ძალიან სევდიანია. ის შენი გულიდან არასდროს წავა. წარმატებებს გისურვეეებ :))))) :-*
15. არ დავიგრუზე კაცო ამ დილაადრიან?:)))))) +7 და კორექტურაა ალაგალაგ სიტყვებში არ დავიგრუზე კაცო ამ დილაადრიან?:)))))) +7 და კორექტურაა ალაგალაგ სიტყვებში
14. ძალიან ვწუხვარ!!! ტკივილიანია!!! როგორც ჩანახატი, შეიძლება გამართლება მოეძებნოს უსუფთაობას, მაგრამ როგორც პროზას, ვერ გპატიობ შეცდომებსა და ბანალურობას!!! უკეთ შეიძლებოდა!!! გაიხარე შენა!!! ძალიან ვწუხვარ!!! ტკივილიანია!!! როგორც ჩანახატი, შეიძლება გამართლება მოეძებნოს უსუფთაობას, მაგრამ როგორც პროზას, ვერ გპატიობ შეცდომებსა და ბანალურობას!!! უკეთ შეიძლებოდა!!! გაიხარე შენა!!!
13. :( ძალიან სევდიანია... :( ძალიან სევდიანია...
11. კარგია და სევდიანი :) კარგია და სევდიანი :)
9. მაპატიე,რომ ვერ ვიცხოვრე შენით...ამეტირა,ძან გულთან მივიტანე....მშვენიერია....5 მაპატიე,რომ ვერ ვიცხოვრე შენით...ამეტირა,ძან გულთან მივიტანე....მშვენიერია....5
7. სევდიანი :( სევდიანი :(
4. საყვარელი ხარ! ცხოვრება კი მშვენიერია დამიჯერე! :) საყვარელი ხარ! ცხოვრება კი მშვენიერია დამიჯერე! :)
3. ძალიან სევდიანია :( ძალიან სევდიანია :(
2. ძნელია... საყვარელი ადამიანის დაკარგვა მოუშუშებელი ჭრილობაა...
ძნელია... საყვარელი ადამიანის დაკარგვა მოუშუშებელი ჭრილობაა...
1.
სევდიანი ამბავია ძალიან...
კარგია, რომ გაიხსენი...
სევდიანი ამბავია ძალიან...
კარგია, რომ გაიხსენი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|