ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2009


  ჩამოტვირთვა

სიცრუეა...

სიცრუეა შენი ნახვა...
სიცრუეა სიცოცხლე...
სიცრუეა ამოსუნთქა...
სიცრუეა სიმორცხვე...
სიცრუეა სიხარული...
ცაში ქუდის აგდება...
სიცრუეა სიყვარული...
წყალში კენჭის ჩაგდება...
სიცრუეა სიცილი...
და სიცრუეა ტირილი...
აღარ ძალმიძს ჩავისუნთქო
ტკბილ სურნელი გვირილის...
აღარ მინდა ვიყო მუნჯი...
ცრემლის ბოღმა მახრჩობდეს...
მინდა გავხდე საოცნებო...
სიყვარული მათრობდეს...
აღარ მინდა გამაწამო,
ჩემო სულის ვარამო!
მინდა ძლიერ მომეფერო...
გულს დამედო მალამოდ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები