ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯალილა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


მარ

ვიცი და არ გეტყვი, დღე
რომ არის სიტყვებით სხვა -
მოკლე და
მიყვარხარ მარ,
და სადღაც სიღრმიდან ზღვის

მოვყვები ნაფეხურს, მტვერს
აშორებს ქარია, ეჰ...
ნამსხვრევებს ბავშვობის გულ-
იდან ვიფერთხავ, მძულს

წვიმა რომ მოჰყვება გზებს
წვიმა რომ ასველებს გზას
თოვლი რომ გიფარავს ფიქრს
მკერდი რომ არ გიცემს ძალ-

უმ და ვიმღვრევი კვამლ...
რომ გითხრა სიტყვებით სხვა
ცასავით ვეება მარ
გრძნობა მაქვს ძირიდან ცის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს