| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2009 |
პროვინციალიზმია, როდესაც ჰკითხავ უცხო ტურისტს ათასჯერ: „მოგწონს?” და მერე როცა სუფრას გაუშლი... რათა გაფურთხოს; პროვინციალიზმია, სხვის ნათქვამს რომ ასჯერ გაზომავ, მაშინ როდესაც საკუთარზე ერთხელაც არ დაფიქრდები; პროვინციალიზმია, უცხო როცა მოგწონს სიგიჟე, მშობლიურს როცა არც კი იცნობ ხეირიანად; პროვინციალიზმია, როცა იცვამ ეგზოტიკურად, სულში როცა ეგზიტიკის მარცვალი არ დევს; პროვინციალიზმია, ყველა აკრძალულ ილეთს რომ ხმარობ, ოღონდ მიხვიდე იქა, სადაც ჩაგიფიქრია; პროვინციალიზმია საკუთარი „ღირსების” პოვნა სხვისი ღირსების დამცირების საშუალებით; პროვინციალიზმია გარეგნული პეწიანობა, მაშინ, როცა სული გიყარს შმორით, ნაგავით; პროვინციალიზმია ხელოვნების გაფეტიშება, ხოლო ცხოვრების უარყოფა, ანდა პირიქით; პროვინციალიზმია გაღმერთება ადამიანის, ანდა ვისიმე გასწორება მიწის-მიწასთან: პროვინციალიზმია მწუხარება უკიდეგანო და სიხარულიც უსამანო არის იგივე; პროვინცილიზმია, აღზევებულს როცა ტაშს უკრავ, ანდა როდესაც ძირს წაქცეულს პირში აფურთხებ; პროვინციალიზმია, წარმატება როცა გაბრუებს, მარცხი როდესაც მოგაგონებს მეორედ მოსვლას; პროვინციალიზმია, უსაყრდენოდ ცაში გაფრენა, ანდა მიწაზე მიწებება მძმე ფეხებით; პროვინციალიზმია დღენიადაგ ნიღბის ტარება, ან დაჩემება, რომ იცხოვრე სულაც უნიღბოდ; პროოვინციალიზმია სილამაზის ღმერთად შერაცხვა, ან სიმახინჯის ბოროტებად გამოცხადება; პროვინციალიზმია სხვისი ვალის დამახსოვრება, მაშინ, როდესაც საკუთარ ვალს არარად აგდებ; პროვინციალიზმია, უსაქმური როდესაც ხარ და სხვას აკრიტიკებ ყოვლისმცოდნე გენიოსივით; პროვინციალიზმია ამსოფლიურის უკიდეგანო შეყვარება... ან სიძულვილი; და კიდევ შური, ყოველგვარი შური ამ ქვეყნად არის მუდამ პროვინციული; პროვინციალიზმია, პროვინციელი როცა ხარ და დამალავ ამას მოპარული შავ დედალივით, ანდა როდესაც ლამაზ ქალივით ინაზები დიდქალაქელი, პროვინციალიზმია........
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ახხხხ...ეს სხვანაირი პროვინციალიზმია მგონი,ჩემი ტოქსიკური პროვინციალიზმისგან განსხვავებით :) გთხოვ,წაიკითხო ახხხხ...ეს სხვანაირი პროვინციალიზმია მგონი,ჩემი ტოქსიკური პროვინციალიზმისგან განსხვავებით :) გთხოვ,წაიკითხო
14. რიდი, შენ ალბათ გაინტერესებს ავტორი პროვინციიდან თუა, ჰო, არც ისეთი პროვინციიდან. :) ისე ინფოსთVის ნახე იყო ნიციანის მე-6 კომენტი. დ. ავტორი არ დებს, მე ვდებ მისი თანხმობით ამათ. პატივისცემით დ. რიდი, შენ ალბათ გაინტერესებს ავტორი პროვინციიდან თუა, ჰო, არც ისეთი პროვინციიდან. :) ისე ინფოსთVის ნახე იყო ნიციანის მე-6 კომენტი. დ. ავტორი არ დებს, მე ვდებ მისი თანხმობით ამათ. პატივისცემით დ.
13. ხოო...ისე საიდან ხარ? ამ კითხვას არსებობის უფლება ხომ ააქვს ცალი ხელით არის აწონილი ....რაც შენს ლექსიკონში პროვინციალიზმში გადადის არადა არსით ის უფრო მეტ ფესვებში გადის ადამიანის ”ეგო”-ში ნუ მოკლეთ ეგ სიტყვები რომ დაწურო როგორც შემოდგომაზე ყურძენს ....ალბათ ქვევრი ტუჩებს ვერ დაისველებდა რავი მგონი ჩქარობ ისე რატომღაც მეტ რესურს ვამჩნევ შენში ... აბა ჯგირობუა ლაზო...! ხოო...ისე საიდან ხარ? ამ კითხვას არსებობის უფლება ხომ ააქვს ცალი ხელით არის აწონილი ....რაც შენს ლექსიკონში პროვინციალიზმში გადადის არადა არსით ის უფრო მეტ ფესვებში გადის ადამიანის ”ეგო”-ში ნუ მოკლეთ ეგ სიტყვები რომ დაწურო როგორც შემოდგომაზე ყურძენს ....ალბათ ქვევრი ტუჩებს ვერ დაისველებდა რავი მგონი ჩქარობ ისე რატომღაც მეტ რესურს ვამჩნევ შენში ... აბა ჯგირობუა ლაზო...!
12. ძალიან კარგი...ეხლა ვკითხულობ ამ ავტორს... ძალიან მომეწონა. :) ძალიან კარგი...ეხლა ვკითხულობ ამ ავტორს... ძალიან მომეწონა. :)
11. პროვინციალიზმია, პროვინციელი როცა ხარ და დამალავ ამას მოპარული შავ დედალივით, ანდა როდესაც ლამაზ ქალივით ინაზები დიდქალაქელი, პროვინციალიზმია........
ამაზე გამეცინაა...ხო, რა სწორი მიგნებებია ;) პროვინციალიზმია, პროვინციელი როცა ხარ და დამალავ ამას მოპარული შავ დედალივით, ანდა როდესაც ლამაზ ქალივით ინაზები დიდქალაქელი, პროვინციალიზმია........
ამაზე გამეცინაა...ხო, რა სწორი მიგნებებია ;)
10. პროვინციალიზმია საკუთარი „ღირსების” პოვნა სხვისი ღირსების დამცირების საშუალებით.....
მომეწონა... კარგი და ცუდია შედარებული... სიმართლეა და ლამაზად წერია... პროვინციალიზმი.... უფრო ფართედ შევხედე ამ სიტყვას.... წარმომიდგენია რა საინტერესო ადამიანი და მოსაუბრე ხართ ლაზი... პროვინციალიზმია საკუთარი „ღირსების” პოვნა სხვისი ღირსების დამცირების საშუალებით.....
მომეწონა... კარგი და ცუდია შედარებული... სიმართლეა და ლამაზად წერია... პროვინციალიზმი.... უფრო ფართედ შევხედე ამ სიტყვას.... წარმომიდგენია რა საინტერესო ადამიანი და მოსაუბრე ხართ ლაზი...
9. არ ქონია რაიმეს შესრულებაზე პრეტენზია ავტორს, ფორუმთმავალო.დ. არ ქონია რაიმეს შესრულებაზე პრეტენზია ავტორს, ფორუმთმავალო.დ.
8. უბრალოდ არ ვიცი რგორი კომენტარი უნდა დავდო....მაპატიე!რაც მომეწონა, იმაში ჩემი მაქსიმუმი +2 უბრალოდ არ ვიცი რგორი კომენტარი უნდა დავდო....მაპატიე!რაც მომეწონა, იმაში ჩემი მაქსიმუმი +2
7. არ ვიცი...20 წლის წინ დაიწერა თუ კიდევ უფრო გვიან...და არც ის ვიცი ახალი ტერმინოლოგია რას ჩაანაცვლებდა.... რაც აქ სწერია, ჩემის აზრით, ყოველთვია აქტუალურია...და ყოველთვის წაადგება გემოვნებას დახვეწაში...5555555 არ ვიცი...20 წლის წინ დაიწერა თუ კიდევ უფრო გვიან...და არც ის ვიცი ახალი ტერმინოლოგია რას ჩაანაცვლებდა.... რაც აქ სწერია, ჩემის აზრით, ყოველთვია აქტუალურია...და ყოველთვის წაადგება გემოვნებას დახვეწაში...5555555
6. მადლობა, ჰა-რა-ლე, გაიხარე! დ მადლობა, ჰა-რა-ლე, გაიხარე! დ
5. მომეწონა მეგობარო! ,,სანაკოლკე" სიტყვებია! ბევრი რომ არ იყოს გავრისკავდი.))) ისე, თითოეულ ხაზს - ,,პროვინციალიზმია" -ასე თუ დაიწყებდი, უფრო მარჯვე წასაკითხი გამოვიდოდა, მგონია. ისე პროვინციალიზმი და გოიმობა, კაცმა საკუთარი ადგილი რომ არ იცის, ის მგონია მე - მოკლედ.
მომეწონა მეგობარო! ,,სანაკოლკე" სიტყვებია! ბევრი რომ არ იყოს გავრისკავდი.))) ისე, თითოეულ ხაზს - ,,პროვინციალიზმია" -ასე თუ დაიწყებდი, უფრო მარჯვე წასაკითხი გამოვიდოდა, მგონია. ისე პროვინციალიზმი და გოიმობა, კაცმა საკუთარი ადგილი რომ არ იცის, ის მგონია მე - მოკლედ.
4. უხ,ბოდიში.:(
სარკაზმ-უროდლივაია სესტრა გნევა.!:)
''პროვინციალიზმია, უსაქმური როდესაც ხარ და სხვას აკრიტიკებ ყოვლისმცოდნე გენიოსივით''-ეს კი ჩემზეა,მართლა! მართლა! :)
უხ,ბოდიში.:(
სარკაზმ-უროდლივაია სესტრა გნევა.!:)
``პროვინციალიზმია, უსაქმური როდესაც ხარ და სხვას აკრიტიკებ ყოვლისმცოდნე გენიოსივით``-ეს კი ჩემზეა,მართლა! მართლა! :)
3. ეს 20 წლის წინ დაიწერა და ალბათ ძალიან შორს წავიდნენ თქვენი მეგობრები მას მერე მენტალობითაც და ლექსიკითაც. დ. ეს 20 წლის წინ დაიწერა და ალბათ ძალიან შორს წავიდნენ თქვენი მეგობრები მას მერე მენტალობითაც და ლექსიკითაც. დ.
2. მინიმალური ლექსიკური დანახარჯით სათქმელის ზუსტად ,სწორად და სხარტად თქმა-არ ვიცი ამის აღმნიშვნელი ტერმინი ლიტმცოდნეობაში:) მინიმალური ლექსიკური დანახარჯით სათქმელის ზუსტად ,სწორად და სხარტად თქმა-არ ვიცი ამის აღმნიშვნელი ტერმინი ლიტმცოდნეობაში:)
1. პროვინციალიზმი -მენტალობაში რომ გერხევა -ეგაა:) ეს კი ზედმეტი ჭარბსიტყვაობა-მხოლოდ მოიგებს''გამოხშირვით''' პარდონ:)
სამწუხაროდ ''პროვინციალიზმია მწუხარება უკიდეგანო და სიხარულიც უსამანო არის იგივე; ''-ამ ლექსიკით 21-ე -საუკუნეში წერა , ჩემი ახალგაზრდა მეგობრების აზრით ,პროვინციალიზმია:) :) პროვინციალიზმი -მენტალობაში რომ გერხევა -ეგაა:) ეს კი ზედმეტი ჭარბსიტყვაობა-მხოლოდ მოიგებს``გამოხშირვით``` პარდონ:)
სამწუხაროდ ``პროვინციალიზმია მწუხარება უკიდეგანო და სიხარულიც უსამანო არის იგივე; ``-ამ ლექსიკით 21-ე -საუკუნეში წერა , ჩემი ახალგაზრდა მეგობრების აზრით ,პროვინციალიზმია:) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|