| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2009 |
დღეს შევიარე ზოოპარკში, ადამიანურ თვისებათა ზუსტად ამსახველ ამ ხელთუქმნელი სურათების გალერეაში, იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც ბუნებამ დააკანონა: ლომი ლომობდა, მელი მელობდა, გველი გველობდა, და მაიმუნი, რა თქმა უნდა, მაიმუნობდა. შევჩერდი მგელთან, ამ უსახურ და უფერულ მხეცთან და ღრმად ჩავხედე სისხლით ამღვრეულ ბოროტ თვალებში, მან ჩვეულებრივ არად ჩამაგდო, ზედ არ შემხედა და ამით, ნებსით თუ უნებლიედ ხაზი გაუსვა თავის ღირსებას: მე ვერ ვიტანო კოპწიაობას, მედიდურობას, თუნდაც დიდ ლომის, მე ვარო მგელი არა შენთვის, არამდ ჩემთვის. ჰოდა, შემეშვი, გაიარე შენს გზაზე შენთვის. და ვაპატიე უსახურობა მგელს სინაღდისთვის, არტისტიზმის უარყოფისთვის. ელვარებაც ხომ მგლის ბოროტ თვალთა იყო ნამდვილი, არა, ნიღაბი მას არ ეკეთა ბოროტი ვარო, მე ხომ სხვანაირად ცხოვრება არ მსურს, არც შემიძლია. ჰოდა, ბუნებამ რადგან მარგუნა ეს ტვირთი ძნელი, წილხვედრი მგელის, ასე ვივლიო ბოროტების სისხლიან გზებით. შენ კი, ეშმაკო ადამიანო, შენს თვისებებს მე ნუ შემჩრიო, რა თავში ვიხლი, ან რად მჭირდება ცხვრის ქურქი ძველი. და ვაპატიე მგელს ბოროტებაც, რამეთუ იგი ერთგული იყო ძველ პრინციპების და არასოდეს არ იცვლიდა სახე-ნიღაბებს. ერთს შეხედავდი და მიხვდებოდი, ის იყო მგელი - ბოროტისმქმნელი. მე ჩასისხლული მღვრიე თვალებიც ვაპატიე მგელს დაუნდობელს, რადგან აშკარად ვიგრძენი მათში მწარე დაცინვა ლეშისმჭამელთა უჯიშო მოდგმის: თუ სისხლიაო, სისხლი იყოს მწარე და მწველი, ან რა გემო აქვს მიცვალებულს, არ მიყვარს მკვდრები, ჩემს სუფრაზეო უხვად არის ცხელ სისხლის ზღვები. მე ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვაპატიე თუნდაც იმიტომ, რომ მის თვალებში ამოვიკითხე ის საყვედური.... ის ნაკვალევი უღრმესი სევდის, ბებერი მგელის, ძველ მარტოსულის და მარტოკაცის სულ ძველისძველის. ჰო, ის-ის იყო ვაპირებდი სულ ყველაფერის პატიებას, როს გამახსენდა კიდევ ერთი თვისება მგელის: თუკი შენიშნავს ბოროტი მგელი დაძაბუნებას თვისტომის ძველის, აებურძგლება ბალანი და ის სიხლისმსმელი, ის არაკაცი და არამგელი კბილს გაჰკრავს მოძმეს დაგორებულს დრო-ჟამის ხელით. და დააძღება ის ავაზაკი უკანასკნელი თავის მოგვარეს, სიკვდილის პირას მოტორტმანე შვილს მოდგმის მგელის. ჰო, ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვერ ვაპატიე მას მხოლოდ ერთი, ეს ამაზრზენი თვისება მგელის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. :) მე მომეწონა :) მე მომეწონა
28. :) ისევ ის... :) ისევ ის...
27. საინტერესო პოეტი ხარ, ლაზო! საინტერესო პოეტი ხარ, ლაზო!
26. თქვენი მგელი კი არ მომეწონა. მგლის მხატვრული სახის სხვადასხვა ინტერპრეტაცია დავდე. რაც მე ვიცოდი,რასაკვირველია:) თქვენი მგელი კი არ მომეწონა. მგლის მხატვრული სახის სხვადასხვა ინტერპრეტაცია დავდე. რაც მე ვიცოდი,რასაკვირველია:)
25. ნინო დარბაისელი
მგ..ელეგია
სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს. ხარის ლეში გელის სიბნელეში. მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი? მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში! რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი, ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი, თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია. მეშინია არ აგცდება ცხელი ტყვია. გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.
გახსოვს, როგორ ავიწყვიტე? ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს, ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა, გიელავდა ალესილი კბილი, მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი, მოგიშვირე უსუსური კისერი, დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი, დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც, მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე. გვერდით გდიე, მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი, წინმხედველმა ვეღარც მომიცილე. ვინ რა იცის მარტო მგლისა, მგელზე უფრო უმგლესისა ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.
ბოლოს ქანცი გაგვეცალა, ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო, ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით, ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი, ჩავირბინე მინდორი და ბაგები, გალეული ისევ პატრონს მივადექი, შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი. კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები და პატრონიც ჩემით კმაყოფილია. საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი, მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია? გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი, სალაფავი ჯამში დავაობე. დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული, მეგულვოდა მორღვეული ღობე.
კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი. რაწამს კარი გაიღება, მავალია ავი ყეფა, მერიდება მპარავი. ყმუილისთვის პატრონისგან ფერდში კავი არ ამცდება, გაურჩებულს არ დამინდობს არავინ, მაგრამ რაღამ გამაყუჩოს, ფათერაკი ახლო თუა? დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...
დაიჭექა!!!
იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს? შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ. არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს, ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!
მაგრამ რატომ აიშალა არემარე, თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით, რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები, ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?
შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ, მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ! ვინ გაიგოს შენგან კიდე ჩემი გულის ღვიარება, ყველა ყრუა, ყველა უა-უუ-უუუუუ...
ნინო დარბაისელი

24. გელა დაიაური
*** რისხვით გავცქერი მინდორს გაქუცვილს. დამამშვიდებელ აზრთა ფიქრს ველი. ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი. და ნატყვიარი აგდია მგელი. -მოგკალ რამდენი ცოდვის ჩამდენი, ამ აზრთა ჭიდილს რაღა ვუშველო? უდედოთ დარჩა კრავი რამდენი? ცხვარი რამდენი დარჩა უშვილო? აღარ დაგცალდა მეტი რომ გევლო, ერთი ტყვიისთვის რამდენს ბორგავდი? ნუთუ ძაღლობა არ ჯობდა მგელო? ლაქუცით ფეხებს ამილოკავდი. შეგაგინებდი დრო ჟამს გაჩენილს. შენც მომაპყრობდი თვალებს ვედრებით. გაგრძელდებოდა სიცოცხლე შენი და მიიღებდი ლუკმას ყვედრებით. მაგრამ მაგ მგლობას შენ არ დაკარგავ! მოიგდებ მსხვერპლს და დაუვლი დავლურს, შენს გულში ვზივარ და ვიცი კარგად სიკვდილი გიჯობს სიცოცხლეს ძაღლურს! და ძაღლობაში მგლობას გაუცვლი, ეს დავიჯერო ძნელზეა-ძნელი? ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი და ნატყვიარი აგდია მგელი... გელა დაიაური
*** რისხვით გავცქერი მინდორს გაქუცვილს. დამამშვიდებელ აზრთა ფიქრს ველი. ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი. და ნატყვიარი აგდია მგელი. -მოგკალ რამდენი ცოდვის ჩამდენი, ამ აზრთა ჭიდილს რაღა ვუშველო? უდედოთ დარჩა კრავი რამდენი? ცხვარი რამდენი დარჩა უშვილო? აღარ დაგცალდა მეტი რომ გევლო, ერთი ტყვიისთვის რამდენს ბორგავდი? ნუთუ ძაღლობა არ ჯობდა მგელო? ლაქუცით ფეხებს ამილოკავდი. შეგაგინებდი დრო ჟამს გაჩენილს. შენც მომაპყრობდი თვალებს ვედრებით. გაგრძელდებოდა სიცოცხლე შენი და მიიღებდი ლუკმას ყვედრებით. მაგრამ მაგ მგლობას შენ არ დაკარგავ! მოიგდებ მსხვერპლს და დაუვლი დავლურს, შენს გულში ვზივარ და ვიცი კარგად სიკვდილი გიჯობს სიცოცხლეს ძაღლურს! და ძაღლობაში მგლობას გაუცვლი, ეს დავიჯერო ძნელზეა-ძნელი? ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი და ნატყვიარი აგდია მგელი...
23. მე ვარ ტრამალის მგელი, ვყიალებ, ქვეყნიერება წევს თოვლის შქერში, ყვავი ხის ტოტზე ფრთას აფრთხიალებს, კურდღლის და შველის დავკარგე გეში. მე ვარ იმ შველის ტრფობით დამწვარი, ნეტავი სადმე თვალი შევავლო, ხელში მოვიგდო, კბილი შევასო, რა ბედენაა უქმად წანწალი.
ულბილეს თეძოს კბილით გავხევდი, და სისხლს იმ ჩემი სულის მხუთავის ხარბად დავხვრეპრი. და იმ ალისფერ სისხლით გამძღარი ყმიულს მოვრთავდი. კურდღელს თუ ვიგდებ, უნდა გავტკვირო ხორცი მფეთქავი, შეხეფებით სავსე, ნუთუ ამოწყდა ქვეყნად საკბილო, ქანცი გამიწყდა და დავრჩი მშრალზე.
შემომითხელად კუდზე ბეწვები, თვალსაც დამაკლდა, არ ვჩივი ბეწვებს. დავკარგე ცოლი. ხელისცეცებით აწ დავწანწალებ და შველსღა ვეძებ. დავძრწივარ, იქნებ ვნახო კურდღელი, თუ არ მიმიტყუნა ავდარში გეშმა, გულს მიწვავს ცეცხლი ყელჩამთუთქველი და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმაკს.
ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი. მთარგმნელი ვინაა არ მახსოვს. მე ვარ ტრამალის მგელი, ვყიალებ, ქვეყნიერება წევს თოვლის შქერში, ყვავი ხის ტოტზე ფრთას აფრთხიალებს, კურდღლის და შველის დავკარგე გეში. მე ვარ იმ შველის ტრფობით დამწვარი, ნეტავი სადმე თვალი შევავლო, ხელში მოვიგდო, კბილი შევასო, რა ბედენაა უქმად წანწალი.
ულბილეს თეძოს კბილით გავხევდი, და სისხლს იმ ჩემი სულის მხუთავის ხარბად დავხვრეპრი. და იმ ალისფერ სისხლით გამძღარი ყმიულს მოვრთავდი. კურდღელს თუ ვიგდებ, უნდა გავტკვირო ხორცი მფეთქავი, შეხეფებით სავსე, ნუთუ ამოწყდა ქვეყნად საკბილო, ქანცი გამიწყდა და დავრჩი მშრალზე.
შემომითხელად კუდზე ბეწვები, თვალსაც დამაკლდა, არ ვჩივი ბეწვებს. დავკარგე ცოლი. ხელისცეცებით აწ დავწანწალებ და შველსღა ვეძებ. დავძრწივარ, იქნებ ვნახო კურდღელი, თუ არ მიმიტყუნა ავდარში გეშმა, გულს მიწვავს ცეცხლი ყელჩამთუთქველი და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმაკს.
ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი. მთარგმნელი ვინაა არ მახსოვს.
22. „მგელი კი ისევ მგელია, არ მორჯულდება მგელი” შოთა ნიშნიანიძე
ვუძღვნი ბიძაჩემს, გიორგი პოპიაშვილს
ალბათ ყველანი ყოფილხართ ცირკში, ქალიც და კაციც, პატარაც, დიდიც, და ალბათ იცით, ცირკის ცხოველთა დღეები როგორ „ლამაზად” მიდის. ცირკში ცხოვრება ყველას „ალაღებს”: ორანგუტანგი - დევი ამხელა კარგად ასრულებს ტრიუკ-მალაყებს ერთი ნატეხი შაქრის საჭმელად. კობრა ამაყად მიყელყელაობს, (მთელი პუბლიკა დაძაბული ზის) და თვითონ მეფე - ლომიც ბუქნაობს ერთი ნატეხი შაქრის გულისთვის.
* * * მაგრამ მზეა თუ უბერავს ქარი (ჩემს სათქმელს მუდამ სიზუსტე ახლავს), იქ ერთი რაღაც არასდროს არი, ამ ცხოველს ცირკში ვერასდროს ნახავთ. ზაფხულია თუ ყინავს ზამთარი, მას ჯილდოს ნაცვლად ხიფათი ელის, ეს არც ვეფხვია და არც აფტარი, ეს არის მგელი, უბრალო მგელი. მგელი არასდროს მგლობას არ მოსჰლის, მას არ ანაღვლებს ბედის ტრიალი, ის ერთი არის მთელ სამყაროში თავისუფლების გიჟი ტრფიალი. და მისი მგლური ყმუილის შიშით მგელის ღირსებას ვერავინ ლახავს...
* * * დასეირნობენ მხეცები ცირკში და არენაზე ცეკვავენ ლაღად. როცა სიბერე ყველას აწვალებს, როცა იქცევა ჯილდო ყულფებად, მაშინ ხვდებიან როგორ გაცვალეს შაქრის ნატეხში - თავისუფლება.
* * *
ამბობენ, თურმე უღრან ტყეში ცხოვრობდა მგელი, მას ეკუთვნოდა ტყე და იქვე პატარა ველი. ის არ ელოდა არც სიცივეს და არც ვარდობას, არვის უფრთხოდა, თავისუფლად დანავარდობდა. მაგრამ... ერთხელაც მოევლინა დარდი გვიანი: მან ერთ დღეს ტყეში დაინახა ადამიანი. და ერთ საღამოს, მზე რომ მთისკენ გადაიხარა, თავის სოროდან მგელი ჩუმად გამოიპარა. მან „მსხვერპლიც” ნახა და უჩუმრად რომ მიეპარა გაიხსნა ბადე და მგელს თავზე გადაეფარა. როცა მიჭაზე მონადირის ჩრდილი გადიდდა, მგელმა თოკები გადაღრნა და გაძვრა ბადიდან. მან იცოდა, რომ მოკვდებოდა და არ დარდობდა, იცოდა მგელმა, იცოდა და მაინც გარბოდა. გაიქცა მგელი და გაისმა თოფის გრიალი... ღია პირიდან გადმოსჩქეფდა სისხლი თქრიალით... თავისუფლება უყვარდა და სიკვდილს ჩაბარდა, მოკვდა და სულით არ დაეცა,ნ ტყვედ არ ჩავარდა.
* * * თუ ვინმემ თქვენი შებმა სცადოს, არ დაიჯეროთ, ნუ გადააქცევთ წუთისოფელს მხოლოდ სუფრებად და ცხოვრებაში ეტალონად გყავდეთ, ბიჭებო, მგელი, რომელიც შეეწირა თავისუფლებას.
ლექსო ლეკიაშვილი 1999წ. 25.06. „მგელი კი ისევ მგელია, არ მორჯულდება მგელი” შოთა ნიშნიანიძე

ლექსო ლეკიაშვილი 1999წ. 25.06.
21. მგელი ეუბნება ძაღლს: ბოლოს და ბოლოს სევხვდით ერთმანეთს, სალამი ძაღლო სხვათა მსახურო, შენ ახლა როგორ უნდა გაიგო ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო. სხვა იქნებოდა თავისუფალი, ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა, მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ, მაგრ არასდროს წიხლი კაცისა. ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი მაგრამ არასდროს ტუავის საბელი. შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ, თეთრი თოვლია ჩემი საფენი, თვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა. გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა, ვშიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს, რა საცოდავად კნავი მურია. ვერ გიტირია ერთხელ გემოზე, ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია, სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს. როცა გახრჩობს და გაწამბს ბოღმა, და ბოღმაც თუ ვერ ამოუიხუვლე, მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს როცა დახედავ ისიც გახსოვდეს. კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ, წიხლი კაცისა კი არასოდეს
თუ არ ვცდები ნორვეგიელი პოეტის ლექსი, რომელიც ნათარგმნია ვახტანგ ჯავახაძის მიერ...
მგელი ეუბნება ძაღლს: ბოლოს და ბოლოს სევხვდით ერთმანეთს, სალამი ძაღლო სხვათა მსახურო, შენ ახლა როგორ უნდა გაიგო ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო. სხვა იქნებოდა თავისუფალი, ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა, მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ, მაგრ არასდროს წიხლი კაცისა. ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი მაგრამ არასდროს ტუავის საბელი. შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ, თეთრი თოვლია ჩემი საფენი, თვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა. გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა, ვშიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს, რა საცოდავად კნავი მურია. ვერ გიტირია ერთხელ გემოზე, ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია, სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს. როცა გახრჩობს და გაწამბს ბოღმა, და ბოღმაც თუ ვერ ამოუიხუვლე, მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს როცა დახედავ ისიც გახსოვდეს. კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ, წიხლი კაცისა კი არასოდეს
თუ არ ვცდები ნორვეგიელი პოეტის ლექსი, რომელიც ნათარგმნია ვახტანგ ჯავახაძის მიერ...
20. ხოო, მათე... შენ გესმის.... დ. ხოო, მათე... შენ გესმის.... დ.
19. შემძრა!..... ამგვარი რამ მე არ წამიკითხავს.....:) შემძრა!..... ამგვარი რამ მე არ წამიკითხავს.....:)
18. ძალიან მაგარია! :) 55555555555555 ძალიან მაგარია! :) 55555555555555
17. ნიჭი ინდივიდუალურობაა, განუმეორებლობა. უნიჭობა - სტანდარტი. გრამატიკას რაც შეეხება, ჭეშმარიტი პოეზია მდინარებაა, რომელიც მოდის, მოხეთქავს. ის ჩარჩოებში, მითუმეტეს გრამატიკულ ჩარჩოებში არასოდეს თავსდება. ლაზი.
ნიჭი ინდივიდუალურობაა, განუმეორებლობა. უნიჭობა - სტანდარტი. გრამატიკას რაც შეეხება, ჭეშმარიტი პოეზია მდინარებაა, რომელიც მოდის, მოხეთქავს. ის ჩარჩოებში, მითუმეტეს გრამატიკულ ჩარჩოებში არასოდეს თავსდება. ლაზი.
16. ვერ ვიტან სამგლეთს... ადამიანებისას ვერ ვიტან სამგლეთს... ადამიანებისას
15. საინტერესო კუთხით არის დანახული ბატონი მგლის ხასიათი... ამას ვაფასებ. თუმცა ყველაფერი მხატვრული ლოგიკის თვალსაზრისითაც, მთლად სრულყოფილად არ მეჩვენება. არც ფინალი მეჩვენება დიდად მარჯვედ და ნოველურად... მეორეს მხრივ ხშირად მეორდება სიტყავა ,,მგელი'' სხვადასხვა ბრუნვაში და ყველაზე მეტად სწორედ არასწორი ფორმით: მგელის. მგელი ფუძეკუმშვადი სიტყვაა და უნდა იყოს ,,მგლის''. თან არავითარი აუცილებლობა არ არის აქ ე.წ. ,,პოეტური თვითნებობისა'', რადგან ლექსი კონვენციური არ არის, ის ეკლექტურია, რადგან შიგა და შიგ მიმართავს ავტორი რატომღაც რითმებს. ამის გამო კი გრამატიკის ელემენტარული წესების დარღვევა არაა გამართლებული, ამ ადგილებშიც შეიძლებოდა რითმის უგულვებელყოფა, როგორც სხვაგან, ან მთლიანად რითმიანი ლექსით უნდა იყოს მთელი ტექსტი გამართული, თუ ასე მოსწონს ავტორს რითმები. ხოლო ვისაც ურითმო ლექსიც მოსწონს, იმისთვის უბრალოდ გაუგებარი რჩება, რატომ ამახინჯებს ავტორი სიტყვას იმისათვის, რასაც ასეთი მკითხველისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვისთვისაც ლექსში შინაარსია მთავარი და არა შინაარსისა და ფორმის პოეტურ ფორმაში განხორციელებული ჰარმონიულობა... არადა სწორედ ეს ქმნის ლექსს და არც მარტო შინაარსი და არც მხოლოდ უშინაარსო ფორმა, რასაც ოდესღაც ფუტურისტები და მათი მსგავსი ,,ისტები'' მიმართავდნენ... არ შეიძლება ადამიანს ზამთრის პალტოც ეცვას და ფეხშიშველიც დასეირნობდეს ,,ცვრიან ბალახზე''... სხვა შედარებებიც არაა ძნელი მოსაძებნი, მაგრამ ჩემი სათქმელის აზრი, ვფიქრობ ამითაც გასაგებია... გრამატიკული გადაცდომები სხვებიც გვხვდება: ,,დიდ ლომის'', ,,ძველ პრინციპების'', ,, სახე-ნიღაბებს'', ,,ცხელ სისხლის ზღვები'', ,, ძველ მარტოსულის'', ,,სულ ყველაფერს პატიებას'', მხატვრული ლიტერატურა არა მარტო სახეობრივ-მხატვრული აზროვნების ფორმაა, არამედ ენის განვითარებისა და მისი სიწმინდის შენარჩუნების უპირველესი გარანტი. მისგან მოზარდები სწორ მეტყველებას უნდა სწავლობდნენ და არა დამახინჯებულ გამოთქმებს. ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"... ამის დავიწყების უფლება არავის და პირველ რიგში იმას არა აქვს, ვისაც სიტყვის მსახურების პრეტენზია აქვს. ამ საიტზე ახალგაზრდა ლიტერატორებმა, რომელთაგანაც თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, არაერთი გახდება სახელოვანი პოეტი და პროზაიკოსი, არა მარტო მხატვრული ოსტატობა უნდა აიმაღლონ, არამედ უპირველესად სიტყვის კულტურაც, რამეთუ სწორედ ენაა ის საფუძველი, რის გარეშეც მხატვრული ლიტერატურა და საერთოდ - ნებისმიერი დარგის ლიტერატურა არ არსებობს. მოზარდი თაობები ხომ დედაენიდან მოყოლებული, ეროვნული მწერლებისა და პოეტების ნაწერებიდან სწავლობენ მშობლიურ ენას, გრამატიკა კი მეცნიერებაა, რომელიც მათ ასწავლის, თუ რატომ არის სიტყვისა და სიტყვათშეთანხმების ესა თუ ის ფორმა სწორი, ან არასწორი... ცნობილი გამოთქმაა ,,ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს, ჯარისკაცი არ არისო''... ჩვენ, ვისაც თითო სტრიქონი მაიც დაგვიწერია და გაგვიბედია, იგი საჯაროდ წასაკითხად გამოგვეტანა, ჩვენი ენისა და ამ ენაზე არსებული უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის მარადიულ ბრძოლაში ჩაბმული ჯარისკაცები ვართ და თუ წინასწარვე ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ ჩვენი ნაწერი, ეს უბრალოდ წუთიერი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა მხოლოდ და მას არავითარი პერსპექტივა არა აქვს ვინმემ ახლო თუ შორეულ მომავალშიც წაიკითხოს, მაშინ ეს მხოლოდ წყლის ნაყვაა და გონიერი ადამიანი ასეთი საქმიანობით არ უნდა დაკავდეს. თუ ასე არ ვფიქრობთ, მაშინ ყოველმხრივი პასუხისმგებლობაც უნდა ვიტვირთოთ, რაც ამ არც თუ ისე იოლ საქმიანობას ახლავს... საინტერესო კუთხით არის დანახული ბატონი მგლის ხასიათი... ამას ვაფასებ. თუმცა ყველაფერი მხატვრული ლოგიკის თვალსაზრისითაც, მთლად სრულყოფილად არ მეჩვენება. არც ფინალი მეჩვენება დიდად მარჯვედ და ნოველურად... მეორეს მხრივ ხშირად მეორდება სიტყავა ,,მგელი`` სხვადასხვა ბრუნვაში და ყველაზე მეტად სწორედ არასწორი ფორმით: მგელის. მგელი ფუძეკუმშვადი სიტყვაა და უნდა იყოს ,,მგლის``. თან არავითარი აუცილებლობა არ არის აქ ე.წ. ,,პოეტური თვითნებობისა``, რადგან ლექსი კონვენციური არ არის, ის ეკლექტურია, რადგან შიგა და შიგ მიმართავს ავტორი რატომღაც რითმებს. ამის გამო კი გრამატიკის ელემენტარული წესების დარღვევა არაა გამართლებული, ამ ადგილებშიც შეიძლებოდა რითმის უგულვებელყოფა, როგორც სხვაგან, ან მთლიანად რითმიანი ლექსით უნდა იყოს მთელი ტექსტი გამართული, თუ ასე მოსწონს ავტორს რითმები. ხოლო ვისაც ურითმო ლექსიც მოსწონს, იმისთვის უბრალოდ გაუგებარი რჩება, რატომ ამახინჯებს ავტორი სიტყვას იმისათვის, რასაც ასეთი მკითხველისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვისთვისაც ლექსში შინაარსია მთავარი და არა შინაარსისა და ფორმის პოეტურ ფორმაში განხორციელებული ჰარმონიულობა... არადა სწორედ ეს ქმნის ლექსს და არც მარტო შინაარსი და არც მხოლოდ უშინაარსო ფორმა, რასაც ოდესღაც ფუტურისტები და მათი მსგავსი ,,ისტები`` მიმართავდნენ... არ შეიძლება ადამიანს ზამთრის პალტოც ეცვას და ფეხშიშველიც დასეირნობდეს ,,ცვრიან ბალახზე``... სხვა შედარებებიც არაა ძნელი მოსაძებნი, მაგრამ ჩემი სათქმელის აზრი, ვფიქრობ ამითაც გასაგებია... გრამატიკული გადაცდომები სხვებიც გვხვდება: ,,დიდ ლომის``, ,,ძველ პრინციპების``, ,, სახე-ნიღაბებს``, ,,ცხელ სისხლის ზღვები``, ,, ძველ მარტოსულის``, ,,სულ ყველაფერს პატიებას``, მხატვრული ლიტერატურა არა მარტო სახეობრივ-მხატვრული აზროვნების ფორმაა, არამედ ენის განვითარებისა და მისი სიწმინდის შენარჩუნების უპირველესი გარანტი. მისგან მოზარდები სწორ მეტყველებას უნდა სწავლობდნენ და არა დამახინჯებულ გამოთქმებს. ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"... ამის დავიწყების უფლება არავის და პირველ რიგში იმას არა აქვს, ვისაც სიტყვის მსახურების პრეტენზია აქვს. ამ საიტზე ახალგაზრდა ლიტერატორებმა, რომელთაგანაც თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, არაერთი გახდება სახელოვანი პოეტი და პროზაიკოსი, არა მარტო მხატვრული ოსტატობა უნდა აიმაღლონ, არამედ უპირველესად სიტყვის კულტურაც, რამეთუ სწორედ ენაა ის საფუძველი, რის გარეშეც მხატვრული ლიტერატურა და საერთოდ - ნებისმიერი დარგის ლიტერატურა არ არსებობს. მოზარდი თაობები ხომ დედაენიდან მოყოლებული, ეროვნული მწერლებისა და პოეტების ნაწერებიდან სწავლობენ მშობლიურ ენას, გრამატიკა კი მეცნიერებაა, რომელიც მათ ასწავლის, თუ რატომ არის სიტყვისა და სიტყვათშეთანხმების ესა თუ ის ფორმა სწორი, ან არასწორი... ცნობილი გამოთქმაა ,,ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს, ჯარისკაცი არ არისო``... ჩვენ, ვისაც თითო სტრიქონი მაიც დაგვიწერია და გაგვიბედია, იგი საჯაროდ წასაკითხად გამოგვეტანა, ჩვენი ენისა და ამ ენაზე არსებული უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის მარადიულ ბრძოლაში ჩაბმული ჯარისკაცები ვართ და თუ წინასწარვე ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ ჩვენი ნაწერი, ეს უბრალოდ წუთიერი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა მხოლოდ და მას არავითარი პერსპექტივა არა აქვს ვინმემ ახლო თუ შორეულ მომავალშიც წაიკითხოს, მაშინ ეს მხოლოდ წყლის ნაყვაა და გონიერი ადამიანი ასეთი საქმიანობით არ უნდა დაკავდეს. თუ ასე არ ვფიქრობთ, მაშინ ყოველმხრივი პასუხისმგებლობაც უნდა ვიტვირთოთ, რაც ამ არც თუ ისე იოლ საქმიანობას ახლავს...
14. არაკაცი და არამგელი კბილს გაჰკრავს მოძმეს დაგორებულს დრო-ჟამის ხელით. და დააძღება ის ავაზაკი უკანასკნელი თავის მოგვარეს, სიკვდილის პირას მოტორტმანე შვილს მოდგმის მგელის. ჰო, ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვერ ვაპატიე მას მხოლოდ ერთი, ეს ამაზრზენი თვისება მგელის....
როგორ ვგავართ ადამინები მგლებს ამაში! :( არაკაცი და არამგელი კბილს გაჰკრავს მოძმეს დაგორებულს დრო-ჟამის ხელით. და დააძღება ის ავაზაკი უკანასკნელი თავის მოგვარეს, სიკვდილის პირას მოტორტმანე შვილს მოდგმის მგელის. ჰო, ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვერ ვაპატიე მას მხოლოდ ერთი, ეს ამაზრზენი თვისება მგელის....
როგორ ვგავართ ადამინები მგლებს ამაში! :(
13. არა, ბოდიში, დაახლოებით 20 წლის წინანდელი... არა, ბოდიში, დაახლოებით 20 წლის წინანდელი...
12. საინტერესოა ... :) საინტერესოა ... :)
11. ქალბათონო თამარ, სწორედ ახლა ვკითხულობდი_დამაინტერესა, და კონვერტმა მომაბრუნა... საოცარი ისაა, რომ ეს ნაწარმოებები სრულიად დამოუკიდებლად შეიქმნა ერთმანეთისგან... (ლაზის ყველა ტექსტი 17-18 წლის წინანდელია) დ. ქალბათონო თამარ, სწორედ ახლა ვკითხულობდი_დამაინტერესა, და კონვერტმა მომაბრუნა... საოცარი ისაა, რომ ეს ნაწარმოებები სრულიად დამოუკიდებლად შეიქმნა ერთმანეთისგან... (ლაზის ყველა ტექსტი 17-18 წლის წინანდელია) დ.
10. დიდი მადლობა, ანე, რომ გაგახსენდა ჩემი "მგელი"... ლაზო, დიანა, იქნება ჩემთან შესულიყავი იმ მგლის წასაკითხად? ხომ ხვდები, რომ შესაფასებლად არ გეუბნები? ისე, ჩემთანაც მგლის თვისებებზეა საუბარი!...
ამაში კი - დიდი 5... დიდი მადლობა, ანე, რომ გაგახსენდა ჩემი "მგელი"... ლაზო, დიანა, იქნება ჩემთან შესულიყავი იმ მგლის წასაკითხად? ხომ ხვდები, რომ შესაფასებლად არ გეუბნები? ისე, ჩემთანაც მგლის თვისებებზეა საუბარი!...
ამაში კი - დიდი 5...
9. შევჩერდი მგელთან, ამ უსახურ და უფერულ მხეცთან და ღრმად ჩავხედე სისხლით ამღვრეულ ბოროტ თვალებში, მან ჩვეულებრივ არად ჩამაგდო, ზედ არ შემხედა და ამით, ნებსით თუ უნებლიედ ხაზი გაუსვა თავის ღირსებას: მე ვერ ვიტანო კოპწიაობას, მედიდურობას
რატომღაც ქალბატონ თამარ ბუკიას ნოველა განახსენდა მგელზე დაწერილი....
საინტერესო გვერდია სულ აქ შევჩერდი მგელთან, ამ უსახურ და უფერულ მხეცთან და ღრმად ჩავხედე სისხლით ამღვრეულ ბოროტ თვალებში, მან ჩვეულებრივ არად ჩამაგდო, ზედ არ შემხედა და ამით, ნებსით თუ უნებლიედ ხაზი გაუსვა თავის ღირსებას: მე ვერ ვიტანო კოპწიაობას, მედიდურობას
რატომღაც ქალბატონ თამარ ბუკიას ნოველა განახსენდა მგელზე დაწერილი....
საინტერესო გვერდია სულ აქ
8. :) კი,სამწუხაროა...იმედია აქ გავეცნობი წიგნს და ამოვბეჭდავ ნელ-ნელა... და იქნებ როდესმე ლაზის ავტოგრაფითაც დავამშვენო.... ლაზი,მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ლექსები... დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.... :) კი,სამწუხაროა...იმედია აქ გავეცნობი წიგნს და ამოვბეჭდავ ნელ-ნელა... და იქნებ როდესმე ლაზის ავტოგრაფითაც დავამშვენო.... ლაზი,მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ლექსები... დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის....
7. საინტერესოა55 საინტერესოა55
6. jaden. სამწუხაროდ, ერთი ეგზემპლიარიღა აქვს ავტორს, თორემ სიამოვნებით მოგაწვდენდითო. თქვენი ბოლო ლექსით კი მოხიბლულია. jaden. სამწუხაროდ, ერთი ეგზემპლიარიღა აქვს ავტორს, თორემ სიამოვნებით მოგაწვდენდითო. თქვენი ბოლო ლექსით კი მოხიბლულია.
5. დღეს შევიარე ზოოპარკში, ადამიანურ თვისებათა ზუსტად ამსახველ ამ ხელთუქმნელი სურათების გალერეაში...
რა მართალია....გამეღიმა.... :) დღეს შევიარე ზოოპარკში, ადამიანურ თვისებათა ზუსტად ამსახველ ამ ხელთუქმნელი სურათების გალერეაში...
რა მართალია....გამეღიმა.... :)
4. :) საინტერესოა მე მგლის გამოსახულება მომწონს :) საინტერესოა მე მგლის გამოსახულება მომწონს
3. არად ჩამაგდო, ზედ არ შემხედა და ამით, ნებსით თუ უნებლიედ ხაზი გაუსვა თავის ღირსებას: მე ვერ ვიტანო კოპწიაობას,
მაგრად წერ ლაზო...ჩემთვის სიამოვნებაა ამის წაკითხვა...555555 არად ჩამაგდო, ზედ არ შემხედა და ამით, ნებსით თუ უნებლიედ ხაზი გაუსვა თავის ღირსებას: მე ვერ ვიტანო კოპწიაობას,
მაგრად წერ ლაზო...ჩემთვის სიამოვნებაა ამის წაკითხვა...555555
2. მე ვარო მგელი არა შენთვის, არამდ ჩემთვის....
მე ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვაპატიე თუნდაც იმიტომ, რომ მის თვალებში ამოვიკითხე ის საყვედური.... ის ნაკვალევი უღრმესი სევდის, ბებერი მგელის, ძველ მარტოსულის და მარტოკაცის სულ ძველისძველის. ჰო, ის-ის იყო ვაპირებდი სულ ყველაფერის პატიებას, როს გამახსენდა კიდევ ერთი თვისება მგელის: თუკი შენიშნავს ბოროტი მგელი დაძაბუნებას თვისტომის ძველის, აებურძგლება ბალანი და ის სიხლისმსმელი, ის არაკაცი და არამგელი კბილს გაჰკრავს მოძმეს დაგორებულს დრო-ჟამის ხელით.
მოწყურებულივით წავიკითხე ლაზი... ძალიან მინდა თქვენი წიგნი მქონდეს... ძალიან მიზიდავს თავისკენ ეს ენერგია... მე ვარო მგელი არა შენთვის, არამდ ჩემთვის....
მე ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვაპატიე თუნდაც იმიტომ, რომ მის თვალებში ამოვიკითხე ის საყვედური.... ის ნაკვალევი უღრმესი სევდის, ბებერი მგელის, ძველ მარტოსულის და მარტოკაცის სულ ძველისძველის. ჰო, ის-ის იყო ვაპირებდი სულ ყველაფერის პატიებას, როს გამახსენდა კიდევ ერთი თვისება მგელის: თუკი შენიშნავს ბოროტი მგელი დაძაბუნებას თვისტომის ძველის, აებურძგლება ბალანი და ის სიხლისმსმელი, ის არაკაცი და არამგელი კბილს გაჰკრავს მოძმეს დაგორებულს დრო-ჟამის ხელით.
მოწყურებულივით წავიკითხე ლაზი... ძალიან მინდა თქვენი წიგნი მქონდეს... ძალიან მიზიდავს თავისკენ ეს ენერგია...
1. ჰო, ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვერ ვაპატიე მას მხოლოდ ერთი, ეს ამაზრზენი თვისება მგელის....
აუ ძალიან მაგარია ბატონო ლაზო...ძალიან!!! ჰო, ვაპატიე მგელს ყველაფერი, ვერ ვაპატიე მას მხოლოდ ერთი, ეს ამაზრზენი თვისება მგელის....
აუ ძალიან მაგარია ბატონო ლაზო...ძალიან!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|