ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


მე ქართველი ვარ და ქრისტიანი

„ლა ილლა ილლა ალლაჰ ვა მუჰამადუ რესულლა”. აღმოსავლური სახე სხვის სალოცავში ვნახე. ჩაძირულიყო უძირობის ზღვაში ქანდაკი, ოკეანეში დაცურავდა, ხსოვნის ფარდა კი არ მასვენებდა, სულს აბერებდა, სისხლს მიმღვრევდა და გზებს მახსენებდა ბოროტ მეკვლეთა. მტერს ვინც ეკვეთა, მორკალულ მახვილს, ვინც არ დაუთმო ეს მიწა არვის, ვინც ვერ გაუძლო წამებას ვაზის, ვინც თვით ეწამა ათგზის და ასგზის - მან მიკარნახა: „სულს ესიამა მგლოვიარე სულის მუსიკა? ნუ დაივიწყებ, შვილო ჩემო, რაც დგას მის უკან....” „ლა ილლლა ილლა ალლაჰ ვა მუჰამადუ რესულლა”.  აღმოსავლური სახე სხვის სალოცავში ვნახე. ჩაძირულიყო უძირობის ზღვაში ქანდაკი, ოკეანეში დაცურავდა, ხსოვნის ფარდა კი არ მასვენებდა და მუჰამედის გზას მახსენებდა. ძალა და სისხლი. ვინც კი მიწამებს, კარგი, და ვინც კი წინ აღმიდგება, მოიმკის სიკვდილს. ცხოვრება კაცის ამ ქვეყნის ბანგით. მისი სიტყვები - კარნახი მაღლის. ამაში ეჭვი არა აქვს არვის, მაგრამ რომელის? თეთრის თუ შავის? იქნებ დემონის? ბოროტის. ავის. ო, სულ სხვა იყო მორჩილების გზა ეკლიანი, კრავის ცრემლები და გვირგვინი მისი მზიანი, ვინც ჯვარზე აცვეს როგორც კაცი, ადამიანი. თავად ძე ღვთისა, თვით პირმშო ცისა. ის დაიღვარა უცოდველ სისხლად. ამაში ვხედავ მე ძლიერებას და ძალას ღვთისას. „ლა ილლლა ილლა ალლაჰ ვა მუჰამადუ რესულლა”. აღმოსავლური სახე სხვის სალოცავში ვნახე. ჩაძირულიყო უძირობის ზღვაში ქანდაკი, ოკეანეში დაცურავდა, ხსოვნის ფარდა კი არ მასვენებდა და მახსენებდა: მე ქართველი ვარ და ქრისტიანი....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები