ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2009


გამოიღვიძე

გამოღვიძებაა, როდესაც შენ - შენ არა ხარ და სიყვარული ხარ.
გამოღვიძებაა, როდესაც შენ - შენ არა ხარ და ერი ხარ შენი.


გამოიღვიძე, გემუდარები, გამოიღვიძე, დილა იწყება, აჰა, წარსული ისე ინთქმება უკუნეთში, როგორც სიზმარი, რაა ცხოვრება აკვანიდან კუბოს ფიცრამდის? სულ წამი ერთი, ჰოდა, მითხარი, ღირს ამ წამისთვის სულ დაძინება? ჰო, ჰო, მითხარი, არ გინდა ჩასწვდე პურის სიტკბოს, ჰაერის სილბოს, მადლს წყაროს წყლის და სიხასხასეს ცვრიან ბალახის? არ გინდა ერთხელ სულ არ გძულდეს სულ სულ არავინ და არ გინდოდეს ლუკმა არამი? არ გინდა ერთხელ კაცი იყო - ადამიანი? გამოიღვიძე, ჯერ არ არის ძმაო გვიანი. არ მოგენატრა თავისუფლება, ჩიტის სილაღე, სიკასკასე, ირმის სიმარდე ან შვლის თვალები... არ დაიღალე ძმაო წვალებით? გამოიღვიძე, გამოიღვიძე, გემუდარები! აღარ მოგბეზრდა ცრუ სიზმარი, ჭრელი საგნები (შენ ხომ არა გაქვს ნიჭი გაგნების ამა სოფლის ორომტრიალში), ამაღლდი მასზე, გეყო ტრიალი სატანის წრეზე,  გამოიღვიძე, ადექი ზეზე! ნახე, ო, ნახე, ამ დილის მზეზე რა ფერია შენი სამშობლო! ნახე ტაძრები, სახეები ფრესკათ მსგავსები, მოცემული გაქვს, მოცემული გაქვს, ნუ ემსგავსები მძინარა მოდგმას, ყური მიუდგე შენს სულის ძახილს, ყური მიუგდე, ტირის და მოსთქვამს... გამოიღვიძე, გამოიღვიძე, გემუდარები.  ნახე წარსული, წინაპრები (ისინი ძმაო, ცოცხლებია, განა წასულნი), გამოიღვიძე, ცოცხლდებიან. დღე გარდასული: დავითი, თამარ. ო, არ თქვა, არა, რომ არასოდეს განმეორდება, შენ სიზმარში ხარ და აღარ გახსოვს სულ ყველაფერი რომ მეორდება ამ ქვეყანაზე, გარდა ერთისა: ჩვენი სიცოცხლე, ერთადერთი ჩვენი სიცოცხლე აღარასოდეს განმეორდება. გამოიღვიძე, გემუდარები, გამოიღვიძე, ნუ ემონები ძილსა და სიზმარს, შენ გგონია მაინც მოვკვდებით? ნუ გჯერა, ვინ თქვა? ოღონდაც, ოღონდ გამოიღვიძე, შეხედე სოფელს, შეხედე სიზმრებს, მერე კი ნახე განთიადი თუ როგორ იწყებს საქართველოში შემობრძანებას. მოდი, შემოდი ლამაზო დილავ. ო, ნახეთ, ნახეთ, ჩემო ძმებო, სიცოცხლე. წვიმა: განსაცდელია საქართველოზე, წყალობა უფლის, ბოროტს აჟრჟოლებს, კანკალი უვლის, გამოიღვიძე, გემუდარები, გამოიღვიძე......




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები