ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


ჩადრიანსახიანი ქალი

გლახაკნი, სიკეთის იაფ საშუალებად ქცეულნი...
რა დიდი სევდა ჩანს მათ უღრან თვალებში!
და, თითქოს, ცხოვრებამ საკუთარ სათვალეში
მაჩვენა ოცნებების ქალტა წაქცეული.

რამდენი რამე ჩანს ამ ცრემლის წვეთებში,
რომლებიც შემხმარა ჩასისხლული თვალის უპეში,
რამდენი რამაა ერთ სიტყვა "დავიღუპეში"
და ცვალებადი ცხოვრების მწარე წვეტებში.

მაგრამ, მე უფრო სხვა რამემ გამაოცა,
საქართველოს დარ ტანჯვაში ჩაწნული ღირსებით
ჩადრიანსახიანი ქალი რომ მიყრდნობია სალოცავს

ქვეყანას, გაჭედილს ამდენ უღირსებით,
ათი თეთრის ფასად ამაყად დალოცავს.
ჩადრიანსახიანი ქალი რომ მიყრდნობია სალოცავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს