ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ივლისი, 2009


ეს ისე... დამშვიდობებისას

ყოველდღე ათას უსამართლობასთან მიწევს შეჯახება, ზოგჯერ ეს უსამართლობები იმდენად დიდია, რომ მიჩნდება სურვილი გავჩერდე, შევწყვიტო მოძრაობა.

  იმდენი შემაწუხებელი რამ ხდება ჩემს ირგვლივ, რომ ხანდახან მართლა მინდა გავიქცე.

მაწუხებს ხალხი, რომელიც ყველა ნაბიჯზე აჩერებს ჩემს "მარშუტკას" იმიტომ რომ 5 მეტრის ფეხით გავლა ეზარება. მე კი გზაში 40 წუთის ნაცვლად 70 წუთს ვატარებ. მაწუხებს მეზობელი, რომელიც პირდაპირ მერვე სართულის აივნიდან თავზე მაყრის სიგარეტის ნამწვავებს და მზესუმზირის ნარჩენებს. მაწუხებს ნაგავი, რომელსაც ჩემი მეზობლები  სადარბაზოში ტოვებენ სანამ არანაკლებ შემაწუხებელი უპატროო ძაღლი არ გადაქექავს. მაწუხებს მოხუცი, რომელიც ცდილობს სივიწროვით ისარგებლოს ვაგონში და ჩემს მკლავს შეეხოს, მე კი დაზაფრული უდროოდ გავრბივარ ვაგონიდან.
  "მე დიდიხანს მაწუხებდა ის, რომ არ მქონდა ფული ფეხსაცმელის საყიდლად, სანამ არ ვნახე ადამინაი, რომლესაც, საერთოდ არ ჰქონდა ფეხები..."

  ხანდახან მგონია, რომ სამყარო შეიშალა, ხანდახან მართლა მინდა გავიქცე. ახლა ამას ვწერ და არ ვიც რა ჯობია, რაციონალურად ვერ ვფიქრობ. იქნებ სულაც სიგიჟეა ეს ყველაფერი. ყოველ დილით ადრე ადგომა, ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში სირბილი, პარალელურად მობილურის ზარებზე პასუხი, ორ ბიბლიოთეკაში შევლა და წიგენბის გამოცვალა, ინტერნეტში დაახლოებით 1 საათი "ჩალიჩი", სახლში გვიანამდე კითხვა და თუ გამიმართლა 5 საათი ძილი. იქნებ ჯობია წავიდე, დავჯდე ხეების ჩრდილში, მოვუსმინო საყვარელ მუსიკას, ვესაუბრო მეგობრებს, ვიბანაო კამკამა მდინარეში და ვიცხოვრო მშვიდად. ახლა რაციონალურად ფიქრი მართლა არ შემიძლია, უბრალოდ ვიცი, გაჩერება სიკვდილის ტოლფასია.
  "რაც უნდა მოხდეს, იარე წინ!...
 

  როცა მინდა გადავახარისხო პრიორიტეტები, მიზნებისკენ სავალი გზები გავასუფთავო, ვაწყდები ათას მოულოდნელობას და  ხანდახან მიჭირს მათთან გამკლავება. ვხვდები იმასაც, რომ სანამ მარტო ვარ, ასე და უფრო მეტადაც გამიჭირდება. მე რომ შემეძლოს ჩემი ყველა მისწრაფება ენერგიად ვაქციო და თან სხვისი უფლებები არ შევლახო, ალბათ ყველაზე "მოქმედებაში მოყვანილი" ადამიანი ვიქნებოდი დედამიწაზე.
  "თუ გინდა შეცვალო სამყარო, შეიცვალე თითონ!..."

მინდა სწორი გზა ვიპოვო, მინდა სიმართლე მოვძებნო და მივსდიო მას, მინდა ჩემს მიზნებს სრულყოფილი საშუალებებით მივაღწიო, მინდა სიმშვიდე დ ამინდა ფარი:)  (გამგები გაიგებს). ძლიერი ადამიანი_ყველაზე დიდი სიმშვიდე ჩემთვის...
  "მე მინდა სახლი, რომ იქიდან გავიქცე სადმე, ერთიც მაგიდა, არაფერი რომ აღარ ვწერო..."

  ვხვდები უფრო სწორად, გუშინ მივხვდი, რომ უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, მხოლოდ მაშინ აღიქმება და მნიშვნელობს, როცა პირად პრობლემად იქცევა. არ მინდა მომავალში შემაწუხოს იმის სინანულმა, რომ თავის დროზე სწორად არ ვიმოქმედე, თანამოაზრეები არ შემოვიკრიბე ჩემს ირგვლივ, მოქმედება არ ავირჩიე საშუალებად, რომ თვალი დავხუჭე არ აჯკაშკაშა ნათელზე, არამედ ძალიან დიდი სიბნელეზე..
  "გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიაგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან  კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო..."


არ მინდა არასწორად ვიცხოვრო, ამიტომ მეგზურად ვირჩევ ფიქრებს და ძახილის ნიშნით ხაზგასმული თავდაჯერება (მე არ ამრტო ჭკვიანი, არამედ უუუჭკვიანესიც ვარ!) იუმორისტულ ფონად მიმყვება...
  ცოტა ხნით თქვენი დატოვება მიწევს, თუმცა ჩემი გულის ნაწილსაც ვტოვებ. გპირდებით, უკეთესი ადამიანი დაგიბრუნდებით...


ბედნიერად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები