ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: giyvardes
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2009


ზეცამ იქურდა, და მიმატოვა ყველა გულის მესაიდუმლემ....

დღეს რაღაც ბუნებას ვერ ვხედავ ჩემთან,
სიო გამექცა, ყვავილებიც წამართვა ზეცამ,
და ვარსკვლავებიც დაემალნენ ამზერილ თვალებს...
ღამე დამიღამდა მართლაც რომ შავი...
მთვარემ მხოლოდ წამით ჩამიკრა თვალი,
და სადღაც გაქრა....
მგონი ისიც წამართვა ზეცამ...
დღეს რაღაცატომ ზურგი მაქციეს,
და დამემალა ყველა
ვისაც ვანდობდი ჩემს გულშინადებს,
გრძნობამოძალული ვეღარავის ვერ ვუმხელ დარდებს...
უკუნ ღამეში ჩამოწვა დუმილი,
ისიც უკუნი...
და ჩემს ჯინაძე ციცინათელებსაც ჩაუქრათ შუქი...
ასეთ სიშავეთში აღარც ფოთლები აღარ შრიალებს,
რაღას ავუწყო სევდის ფეხის ხმა...
ვიღას ვაუწყო რომ დღსაც მტკივა,
რომ დღესაც მტკივა ისე როგორც მტკიოდა გუშინ,
დამტოვა ყველამ ასე მარტო და,
ეს სიმარტოვე ნება–ნება ჩაცურდა სულში.
ხმა გაკმინდა უძირო ზეცამ,
დამცინე მაინც....
გაჩუმდნენ ფოთლები,
სიოც არსად ჩანს, ყვავილებიც წამართვეს ურცხვად,
ვარსკვლავებიც დაემალნენ ამზერილ თვალებს...
ხედავთ ბუნებამ დღეს არ დამინდო,
მომიგდო ქარი,
და ისედაც აწეწილ ფიქრებს ათრევს კარდაკარ...
დღეს რაღაც ბუნებას ვერ ვხედავ ჩემთან,
ზეცამ იქურდა...
და მიმატოვა ყველა გულის მესაიდუმლემ...
და ეს მხოლოდ დღეს,
ხვალ ყველა მოვა...
ალბათ დღეს ასე ჩათვალეს საჭიროდ,
რომ მარტომ ვდიო ამ ჩემს გულისთქმას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები