ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციტატა
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


დილის ეშხით ტკბობა

დილა მობრძანდება ბუნების საოცრება,
მონატრებული ველი განთიადს...
ღამეს ნამალევად ოხვრა წამოსცდება,
მიერეკება ნათელი წყვდიადს...
        მაკვირვებს ფერთა მქრქალი ციაგი,
        გათოშილ სხეულს ცეცხლად რომ აქცევს,
        ცქერით ვერ მაძღობს ნაზი ცისკარი,
        ცის კაბადონზე აკვანს რომ არწევს...
ვუმზერ ღამის და დღის შერკინებას,
ვტკბები რიჟრაჟის შემობრძანებით...
დილა გვთავაზობს ნანატრ ცვლილებას,
საოცრებაა თავის დიდებით.
      აღმოსავლეთი წითლად იჟღინთება,
      წაჰკიდებია ღაწვებს ალმური...
      ტყიანი ფერდობი წელში იზნიქება,
      სიომ მიიძინა მზემ მისცა დასტური.
საათი რიტმში განაგრძობს წიკწიკს,
მზე ეპარება ჩუმად ჰორიზონტს..
სადღაც კრიახი მომესმა ციცრის,
სითბო ჩემს გულში ლაღად ბოგინობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები