ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2009


...მოდი, ასევე გადავფრინდეთ...

მოდი, ასევე გადავფრინდეთ უფსკრულის პირზე,
ჩემი თვალები ვერას გამცნობთ სხვა რამ საოცარს.
ანკი რა უნდა შევთავაზოთ სამყაროს ისე,
თუკი სურვილი უსურვილო ძაძით დაობლდა
მოვგლიჯე თალხი და სულს უხმო ცახცახით მოჰყვა,
ჟამთა ცვლისაგან შებურვილი ფრესკის ხელები,
ნუ შემახსენებ, საწუთროო რომ მკაცრი დროა,
გადაფრენამდე მხოლოდ შენს სულს მოვეფერები.
გაშალე ხელი, ისე მაინც მიგეკრა მკერდზე,
გულის დგაფუნზე აფუთფუთდეს სისხლის ჩქერები.
მერე სურვილი სავაჟკაცო ასჭერი მზეზე
და მეც მზეშივე აჩეხილი ჩავესვენები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები