ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2009


ხარის წელიწადი

1.

გახდა  ნიკალა  წლისა  და  ცხრა  თვის!..
იზრდება  კაცი  ქველ-ვაჟკაურად
და  ხარობს  ბაბუც,  ღვთის  მადლით,  ცამდის,
რომ  სიყვარულით  არ  დაქანცულა!

დღეს  ბაბუ  მისთვის  ღამეს  ათენებს…
მარტო  ათენებს  ღამეს  იანვრის…
გუზგუზებს  ცეცხლი,  იწვის  სანთელი  -
ბაბუს  სვებედის  თანაზიარი…

ახლა  ნიკალას  თბილისში  სძინავს
( - იქნებ  არც  სძინავს  -  ყივის  მამალი!..)...
ცაზე  ბოლოლა  ვარსკვლავი  ბრწყინავს,
ყველაზე  ადრე  ამომავალი…

და  ბაბუს  სწამს  და  იცის  და  სჯერა:
-  მასთან  იქნება  მალე  ნიკალა!..
და  რომ  მოუჭრას  გზა  ბედისწერას  -
ზღაპრიდან  მორბის  ხარი  წიქარა!..


2.

დღეს  შეუსრულდა  ნიკალას
წელიწადი  და  ცხრა  თვე!
ნამდვილ  არწივად  იზრდება
ჩემი  არწივის  მართვე!

იზრდება  ლომად  და  ბუღად
( - ბღავილი  მესმის  ბუღის!..)…
დრო  მოვა -  მტრებს  რომ  დაბუღრავს,
ზეცას  რო  მისწვდეს  ბუღი!..

უწამლებს  ქვეყნის  სატკივარს,
ლხენად  შეუცვლის  წუხილს…
ჭყონდიდს  კვლავ  აქცევს  ჭყონდიდად
კვირტი  ჭყონდიდურ  მუხის!!!


19.  01.  1997

ახლა  ნიკალა  დღეში  8  საათი  ვარჯიშობს,  რათა  სექტემბერში 
საქართველო  ასახელოს  ამომავალი  მზის  ქვეყნიდან!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები