 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 8 აგვისტო, 2009 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- თქვენ არასოდეს გითხოვიათ სიცოცხლე, მაშინ რას მივაწერო თქვენი სტუმრობა? - ყოველდღიურობას დამონებული სხეული გადამეღალა და ვცდილობ სულიდან გამოვწოვო ტკივილი. - ოდესმე, გიფიქრიათ რამხელა მანძილია გადებული თქვენი თითებიდან ჩემს სხეულამდე? - განუზომელია სივრცე, რომელშიც ვსუნთქავთ... თქვენი ათვლა კი ჩემიდან იწყება. მის თითებს ობისფერი ჩრდილი მოჰფენვოდა. ზურგს უწვავდა ცხოვრებისგან მოჭმული ფრთები... - თქვენ თვლით, რომ სივრცის არსებობა განაპირობებს ჩვენი განსხეულებული სულის ერთმანეთში ფეთქვის უტყუარ ჭეშმარიტებას? - მე ვთვლი, რომ თქვენი თვალების ფერია ჩემი სიკვდილი. მას ფრაკი ეცვა, შავ სამოსზე მტვრის ნასახიც არ იყო. შუშისფერ თვალებზე ირეკლებოდა მის წინ მდგარი ქალბატონი. - დამაჯერეთ, რომ ღმერთი არ გვეთამაშება და თქვენს მკლავებში დავცინებ ყველა ზეციურ ქმნილებას. ..მსხვილი დალალები ეფინებოდა ფრთებმოჭმულ ზურგზე. რამდენიმე მეტრის დაშორებით კი მის მეუღლეს აყრიდნენ გულზე ერთ მუჭა სიკვდილს... - თქვენი თვალები მაჯერებენ გარდაუვალ სასრულს, რომელიც არც ისე შორია და მაინც რა განუზომლად დიდია სურვილი - მოგიტოვოთ უკანასკნელ სიცოცხლედ. ობისფერ ჩრდილს მამაკაცის გადაღლილი თითები შეერია. მზერებს შორის იჭყლიტებოდა სურვილი და მათ შორის იკლავდა თავს სამყარო. - იქნებ არასოდეს შემხვედროდით, მაგრამ მე მაინც გამოგიგონებდით, რომ თქვენით გადამება ფიქრთა ჯაჭვი.. რომ თქვენ გამო ღვთის მადლიერი ვყოფილიყავი არსებობისთვის. - მომეცით ნება, გატაროთ ჩემში.. ოდნავ მოიხარა მამაკაცი და ფრთხილად შეახო ტუჩები თითებზე. შავ კორსეტზე, ბროლისფერ გულისპირზე ფრთხილად თრთოდნენ მსხვილი დალალები. თითებს ისევ მოედოთ ობისფერი ჩრდილი. - იქნებ არც ღირდა ცხოვრება ამდენად... გამანადგურეთ რომ თქვენში დავიწყო სიცოცხლე თავიდან. - შემეხეთ.. თუნდაც სასიკვდილოდ... მამაკაცის ტუჩები ფრთხილად აეწება ბროლისფერ ყელს, სადღაც ყურის ძირთან... ქალმა მსუბუქი ხელისკვრით მოიშორა სურვილად აალებული ბაგეები. - არასოდეს გაიმეოროთ ასეთი რამ, თქვენი არსებობა საფრთხეს უქმნის ჩემს ცხოვრებას. წადით.. - წასვლა გარდაუვალია, ძვირფასო, ჰოდა წასვლამდე, თუნდაც უკანასკნელად მასუნთქეთ თქვენი სხეულით. ასე არასოდეს გაწელილა დაღამებამდე დარჩენილი წუთები. სადღაც ისევ თავს იკლავდა ადამიანების ცოდვების გამო ზეცა.. თითები სხეულს ათლიდნენ შეგრძნებებს... ცის კაბადონზე თვითმკვლელი მთვარე კენწეროთი ეკიდა. ღამის უსასრულობის ნატვრას დამონებული ორი სხეული ერთმანეთს უმხელდა სურვილებს შეხებებით. - ჩვენ არასოდეს განვმეორდებით.. ჩურჩულებდა ქალი. მამაკაცი მკლავებს უფრო ძლიერ უჭერდა სასურველ არსებას. შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლივით ცახცახებდა ქალის სხეული... - 9 თვის თავზე შენ სიყვარულს შობ... იფერფლებოდა ღამე ცაზე, ურცხვად აშიშვლებდა ვარსკვლავებს.. - ღამემ გვიღალატა, ძვირფასო... ღიმილი მოეფინა მამაკაცის ბაგეებს. ფრთხილად მოხვია ხელი მის მკლავზე დასვენებულ შიშველ არსებას. ქალს თვალი არ მოუშორებია დაბზარული ცისთვის, ოდნავ გასაგონად ჩაიჩურჩულა. - თქვენ მე დაბადებისას მიღალატეთ, როდესაც ჰაერი ჩაისუნთქეთ ჩემს მაგივრად. - მაგემეთ სიკვდილი თქვენი თვალებით, აწი სულერთია ყველაფერი ჩემთვის. ორი თითი ამოსდო ნიკაპქვეშ და ფრთხილად მოატრიალა ქალის ცვილისფერი სახე, მან თვალები დახარა. - თქვენ მთელი ცხოვრება გეყოფით ცოდვად. წამით შეეჩეხა მზერა მზერას.. წამოდგა და შიშველ სხეულს დღის ნათელი მოეფინა.
"საოცრად უხდება შავი ფერის სამოსი", ჩურჩულებდნენ ქალბატონზე, რომელსაც არასოდეს სდომებია სიცოცხლე, მაგრამ ხშირად უტოვებდნენ თავიანთ სიცოცხლეს მამაკაცები. ქალმა, ცხრა თვის თავზე, ერთი მუჭა სიყვარული მიაყარა ობისფერი თითებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ძალიან ლამაზია და სევდიანი... ძალიან ლამაზია და სევდიანი...
22. წავიკითხე, კომენტარებს გადავხედე, კიდევ წავიკითხე და მაინც ვერ მივხვდი რამ აღაფრთოვანა ეს საზოგადოება თუ მისი მსგავსი! ქეთ, ძვირფასო, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ წერა, თუმცა თვითმკვლელ მთვარეებზე და დაბზარულ ცაზე ცოტა უფრო ნაკლები რომ იფიქროთ, კარგი იქნებოდა! წავიკითხე, კომენტარებს გადავხედე, კიდევ წავიკითხე და მაინც ვერ მივხვდი რამ აღაფრთოვანა ეს საზოგადოება თუ მისი მსგავსი! ქეთ, ძვირფასო, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ წერა, თუმცა თვითმკვლელ მთვარეებზე და დაბზარულ ცაზე ცოტა უფრო ნაკლები რომ იფიქროთ, კარგი იქნებოდა!
21. კარგად წერთ .2 ! კარგად წერთ .2 !
20. როგორ დამგვიანებია ქეთ...
თქვენ მე დაბადებისას მიღალატეთ, როდესაც ჰაერი ჩაისუნთქეთ ჩემს მაგივრად. არ მიღალატო.... როგორ დამგვიანებია ქეთ...
თქვენ მე დაბადებისას მიღალატეთ, როდესაც ჰაერი ჩაისუნთქეთ ჩემს მაგივრად. არ მიღალატო....
19. მაგარია :) 5 მაგარია :) 5
18. მომენატრა თქო, ვიფიქრე და შემოგიარე :) და რა გემეხარდაა ჩემთვის ახალი რომ დამხვდაა :) ეს ეტყობა აქ რომ არ ვიყავი მაშინ დადე :) ვისიამოვნეე :-* მომენატრა თქო, ვიფიქრე და შემოგიარე :) და რა გემეხარდაა ჩემთვის ახალი რომ დამხვდაა :) ეს ეტყობა აქ რომ არ ვიყავი მაშინ დადე :) ვისიამოვნეე :-*
17. ძალიან კარგიიი!!! ყოჩაღ ქეთ!!! მიყვარს შენს ნაწერებში ხეტიალი!!! იცი ხოლმეე რააა... საკმაოდ!!! მარიამობას გილოცავ მშვენიერო!!! ძალიან კარგიიი!!! ყოჩაღ ქეთ!!! მიყვარს შენს ნაწერებში ხეტიალი!!! იცი ხოლმეე რააა... საკმაოდ!!! მარიამობას გილოცავ მშვენიერო!!!
16. ''ცხოვრებისგან მოჭმული ფრთები'' დამამახსოვრდება.
გოგონა, რომელშიც მრავალი ქალია და თან ყველა საოცრად საინტერესო...:) ``ცხოვრებისგან მოჭმული ფრთები`` დამამახსოვრდება.
გოგონა, რომელშიც მრავალი ქალია და თან ყველა საოცრად საინტერესო...:)
15. ძალიან საინტერესო. რატომ მიახატეთ ხელი? ძალიან საინტერესო. რატომ მიახატეთ ხელი?
14. - იქნებ არასოდეს შემხვედროდით, მაგრამ მე მაინც გამოგიგონებდით, რომ თქვენით გადამება ფიქრთა ჯაჭვი.. რომ თქვენ გამო ღვთის მადლიერი ვყოფილიყავი არსებობისთვის.
...აბა რა უნდა გითხრა ისეთი, რომ უკმარობის განცდა არ დამრჩეს ... ისევ შენ დაგესეხები და გულწრფელად გეტყვი _საიტზე რომ არ ყოფილიყავი... გამოგიგონებდი :) - იქნებ არასოდეს შემხვედროდით, მაგრამ მე მაინც გამოგიგონებდით, რომ თქვენით გადამება ფიქრთა ჯაჭვი.. რომ თქვენ გამო ღვთის მადლიერი ვყოფილიყავი არსებობისთვის.
...აბა რა უნდა გითხრა ისეთი, რომ უკმარობის განცდა არ დამრჩეს ... ისევ შენ დაგესეხები და გულწრფელად გეტყვი _საიტზე რომ არ ყოფილიყავი... გამოგიგონებდი :)
13. ლამაზი ნაწერია ;;) ულამაზესი ;;) ლამაზი ნაწერია ;;) ულამაზესი ;;)
12. ქეთევან ქეთევან შე მაიმუნო ბავშვო მიყვარხარ ქეთევან ქეთევან შე მაიმუნო ბავშვო მიყვარხარ
11. შემეხეთ.. თუნდაც სასიკვდილოდ...
9 თვის თავზე შენ სიყვარულს შობ
მაგემეთ სიკვდილი თქვენი თვალებით, აწი სულერთია ყველაფერი ჩემთვის.
თქვენ მთელი ცხოვრება გეყოფით ცოდვად.
ამ გოგოს მართლა შეუზლია ამ ყველაფრის ბოლომდე განცდა, და სხვისთვისაც ამის სწავლება...ამ ყველაფრის სულ ბოლომდე შეგრძნება.
სასწაულია ეს გოგო და იმიტომ არა,რომ ძალიან მიყვარს. მართლა!!!!!! შემეხეთ.. თუნდაც სასიკვდილოდ...
9 თვის თავზე შენ სიყვარულს შობ
მაგემეთ სიკვდილი თქვენი თვალებით, აწი სულერთია ყველაფერი ჩემთვის.
თქვენ მთელი ცხოვრება გეყოფით ცოდვად.
ამ გოგოს მართლა შეუზლია ამ ყველაფრის ბოლომდე განცდა, და სხვისთვისაც ამის სწავლება...ამ ყველაფრის სულ ბოლომდე შეგრძნება.
სასწაულია ეს გოგო და იმიტომ არა,რომ ძალიან მიყვარს. მართლა!!!!!!
10. წავიკითხე და ვივიენს ვეთანხმები... წავიკითხე და ვივიენს ვეთანხმები...
9. ხოოო.... ძალიან ძლიერია ხოოო.... ძალიან ძლიერია
8. კარგია,თან ძალიან! კარგია,თან ძალიან!
7. თქვენ მე დაბადებისას მიღალატეთ, როდესაც ჰაერი ჩაისუნთქეთ ჩემს მაგივრად. - მაგემეთ სიკვდილი თქვენი თვალებით, აწი სულერთია ყველაფერი ჩემთვის. საოცარია... თქვენ მე დაბადებისას მიღალატეთ, როდესაც ჰაერი ჩაისუნთქეთ ჩემს მაგივრად. - მაგემეთ სიკვდილი თქვენი თვალებით, აწი სულერთია ყველაფერი ჩემთვის. საოცარია...
5. - დამაჯერეთ, რომ ღმერთი არ გვეთამაშება და თქვენს მკლავებში დავცინებ ყველა ზეციურ ქმნილებას.
თქვენ მთელი ცხოვრება გეყოფით ცოდვად.
ძალიან...ძალიან....
- დამაჯერეთ, რომ ღმერთი არ გვეთამაშება და თქვენს მკლავებში დავცინებ ყველა ზეციურ ქმნილებას.
თქვენ მთელი ცხოვრება გეყოფით ცოდვად.
ძალიან...ძალიან....
4. მეც ძალიან მომეწონა :) მაგრამ ეს წითელი ხელი რათ უნდა?ისეთი არაფერი წერია აქ (მე მგონი) მეც ძალიან მომეწონა :) მაგრამ ეს წითელი ხელი რათ უნდა?ისეთი არაფერი წერია აქ (მე მგონი)
3. მაგარი ხარ, ქეთ... ძალიან მძაფრი ხედვა გაქვს. 5 მაგარი ხარ, ქეთ... ძალიან მძაფრი ხედვა გაქვს. 5
2. რაღაც ისეთი ძრწოლა ვიგრძენი......საოცრად დატვირტულია განცდებით ...ძალიან ხელშესახებად წერ... ნახატებივით ცოცხლდებიან უცნაური სახეები ქალისა...... კაცისა.....,,მის თითებს ობისფერი ჩრდილი მოჰფენვოდა. ზურგს უწვავდა ცხოვრებისგან მოჭმული ფრთები... '' აი, ეს ყველაზე შთამბეჭდავია......თანაც რეფრენივით დასდევს მთელ თხრობას და უცნაური ძრწოლით ამავსო..... ძალიან მომეწონა......... :) :) :) რაღაც ისეთი ძრწოლა ვიგრძენი......საოცრად დატვირტულია განცდებით ...ძალიან ხელშესახებად წერ... ნახატებივით ცოცხლდებიან უცნაური სახეები ქალისა...... კაცისა.....,,მის თითებს ობისფერი ჩრდილი მოჰფენვოდა. ზურგს უწვავდა ცხოვრებისგან მოჭმული ფრთები... `` აი, ეს ყველაზე შთამბეჭდავია......თანაც რეფრენივით დასდევს მთელ თხრობას და უცნაური ძრწოლით ამავსო..... ძალიან მომეწონა......... :) :) :)
1. მესაფლავე გამახსენდა.კარგია მესაფლავე გამახსენდა.კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|