ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ომარ თურმანაული
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2008


სასჯელი

გამოგერიდე და წავედი.
წასვლისას მითხარ:
"თუ წახვალ, უკან არ მოიხედო".
მე კი გულმა არ გამიძლო, ისევ მოვბრუნდი,
რომ ერთხელ კიდევ შეგხებოდი,
ერთხელ კიდევ რომ...
მაგრამ, ჰოი, საშინელებავ,
აღარსად ჩანდა შენი სხეული,
რომლის სითბო კვლავ ახსოვდათ
ჩემს ხელისგულებს,
ხოლო ჩემი ბაგეების ნაკვალევი
მტვრიან მიწას ემჩნეოდა აცა-ბაცად,
გზადაბნეულის ნაფეხურებივით...

და სანამ მიწად ვიქცეოდი მეც,
ვცდილობდი ნახევრად მიწად ქცეული გონის
დარწმუნებას, რომ "მე შენთან დაბრუნების
გამო კი არა, შენგან წასვლის გამო
ვისჯები".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს