| ავტორი: სანათა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 აგვისტო, 2009 |
ლამის კვირაა, ვადუღებ და ვაღვინებ ჩემში ემოციას. ვერ დაიდუღა... ალბათ ასე ცხელი და ცინცხალი უნდა იყოს, რამდენიც გამახსენდები, ძმაო მიშა! ბესიკ ხარანაული ხშირად ამბობს, ვაჟა ფშაველა მოესწრო დიდ ფშაველთა და ხევსურთა ლანდებს და ჩვენ მათ კარიკატურებსღა ვესწერებითო. იმასაც ამბობს, ადამიანის სიცოცხლე მეორე ადამიანის ცხოვრებაზე დასწრების (მოსწრების)დღესასწაულიაო და ... და მიხარია, რომ ჟამრეულა დღეც გაგვიამინდე, ნაღდ, (არაკარიკატურულ) ფშაურ ყოფასაც გვაზიარე, ილტოსპირებიც დაგვატარე, შენს ულამაზეს ეზოში დამბალხაჭოს ხაჭოერბოც დაგვაგემოვნებინე თავის ჟიპიტაურიანად, გაბრიელ პაპასთან ფშაურებიც გვიმღერე და რაც მთავარია, ნაღდი და კარგი ფშაველი კაცი გააცოცხლე ჩვენს თვალში! ეგეთი დიდგულიანი, ვერც იქნები სხვაგვარი! ეგეთი ფშავლის ქალის გაზრდილი, დედაშენი-ანა წოწკოლაური რომ ვნახე, ეგეთი ლამაზი ბალღების მამა უნდა ჰყოფილიყავ, იქ რომ თავს დაგვტრიალებდნენ! შენამც გაუმრავლდი საფშავლოს ილტოს ხეობაზე, ილტოსპირელო! შენი ჯიშ-გვარიმც მთლად საქართველოს მასპინძელი მაგ პატარა და ბუდე ფშავშიც!
ამინ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რა გვეშველებოდა ფშავლებს შენ რო არ გვყავდე სანათავ ნეტა ვინა ხარ ესეთი, საფშავლოს გამოსანათად ;)
რა გვეშველებოდა ფშავლებს შენ რო არ გვყავდე სანათავ ნეტა ვინა ხარ ესეთი, საფშავლოს გამოსანათად ;)
17. რა ლამაზი სამადლობელი უთქვამს სანათას?! :) რა ლამაზი სამადლობელი უთქვამს სანათას?! :)
16. მეც მიყვარს მიშა "ძია" :D
მეც მიყვარს მიშა "ძია" :D
15. ლამაზად თქმული :) ლამაზად თქმული :)
14. ილტოსპირელი ილტოს ხეობისთვის ანთებული წმინდა თაფლის სანთელია! ილტოსპირელი ილტოს ხეობისთვის ანთებული წმინდა თაფლის სანთელია!
13. ეს რა კაფიათკარია? რად არ დავლანდე აქამდე? სიტყვა ხომ გასახარია, მაგრამ გულია ცათამდე!
იმრავლეთ ნიჭიერებო, თბილებო, გამტანებო, ცოდვა-მადლიანებო და ალალ-დალალებო :) ეს რა კაფიათკარია? რად არ დავლანდე აქამდე? სიტყვა ხომ გასახარია, მაგრამ გულია ცათამდე!
იმრავლეთ ნიჭიერებო, თბილებო, გამტანებო, ცოდვა-მადლიანებო და ალალ-დალალებო :)
11. 5. "...შენმა სიტყვებმა მიბრუნა, რაც კი ცხოვრებამ წამართვა, ეს ლექსიც შენი ბრალია, ე ჩონგურაის გამართვაც!.."
ნუუუუუმც მოგწყენოდეს სიმღერა, შენ ჭირს ეწამლოს სანათა... 5. "...შენმა სიტყვებმა მიბრუნა, რაც კი ცხოვრებამ წამართვა, ეს ლექსიც შენი ბრალია, ე ჩონგურაის გამართვაც!.."
ნუუუუუმც მოგწყენოდეს სიმღერა, შენ ჭირს ეწამლოს სანათა...
9. ილტოსპირელო ჩუმად ეპატიჟები ხალხს? ილტოსპირელო ჩუმად ეპატიჟები ხალხს?
8. მადლიანი ქება იყო...იმსახურებს ილტოსპირელი... მეკი შემშურდა ეგ ულამაზესი ეზოყურე, ულამაზეს მხარეში... მადლიანი ქება იყო...იმსახურებს ილტოსპირელი... მეკი შემშურდა ეგ ულამაზესი ეზოყურე, ულამაზეს მხარეში...
6. გაიხარეთ ყველამ............... გაიხარეთ ყველამ...............
5. აგრემც იხარებს ის მხარე, შენ რომ დაგბადა, სანათა, შენმა სიტყვებმა ჩემს გულზე მზესავით შემოანათა! რა თბილებს ამბობ სათქმელებს, მოსულებს თავისთავათა, მეამა, რაღა თქმა უნდა, სამადლობელად ამმართა! გეშველებოდეს ლაშარი, გალახვინებდეს აღმართთა, იახსრის კალთა ჰფარავდეს შენზე მოღერილ ლახვართა, სალოცვად გადაჰქცეოდე შენს მსმენელთა და მნახავთა! ერთი მზის სხივი შენცა ხარ, საფშაოს რო არ დაღამდა! ქარაფის თეთრი ყვავილი, ბარს რო მიაწვდის მაღალ მთა! იქნება ქებად არც ვღირდი, რით ვჯობნი კლდეთა ნაღართა, შენ მაინც დამისალბუნე, მირაჟებს შემრთე ახალთა. მადლობა, ჩემო დაულავ, თქვენ, ყველას ერთად მავალთა, ფშავისთვის ასე გარჯილებს, საქმის მკეთებლებს მრავალთა, უფალი გეხმარებოდესთ, უებროს გძღვნიდესთ წამალთა. შენმა სიტყვებმა მიბრუნა, რაც კი ცხოვრებამ წამართვა, ეს ლექსიც შენი ბრალია, ე ჩონგურაის გამართვაც!..
აგრემც იხარებს ის მხარე, შენ რომ დაგბადა, სანათა, შენმა სიტყვებმა ჩემს გულზე მზესავით შემოანათა! რა თბილებს ამბობ სათქმელებს, მოსულებს თავისთავათა, მეამა, რაღა თქმა უნდა, სამადლობელად ამმართა! გეშველებოდეს ლაშარი, გალახვინებდეს აღმართთა, იახსრის კალთა ჰფარავდეს შენზე მოღერილ ლახვართა, სალოცვად გადაჰქცეოდე შენს მსმენელთა და მნახავთა! ერთი მზის სხივი შენცა ხარ, საფშაოს რო არ დაღამდა! ქარაფის თეთრი ყვავილი, ბარს რო მიაწვდის მაღალ მთა! იქნება ქებად არც ვღირდი, რით ვჯობნი კლდეთა ნაღართა, შენ მაინც დამისალბუნე, მირაჟებს შემრთე ახალთა. მადლობა, ჩემო დაულავ, თქვენ, ყველას ერთად მავალთა, ფშავისთვის ასე გარჯილებს, საქმის მკეთებლებს მრავალთა, უფალი გეხმარებოდესთ, უებროს გძღვნიდესთ წამალთა. შენმა სიტყვებმა მიბრუნა, რაც კი ცხოვრებამ წამართვა, ეს ლექსიც შენი ბრალია, ე ჩონგურაის გამართვაც!..
4. აუუ, შენ რა ხარ სანათავ ვინც არ გიცნობს ;;) რა მადლიანი სიტყვა გაქვს....მიშააა, შე დიდგულიანო შენა :) აუუ, შენ რა ხარ სანათავ ვინც არ გიცნობს ;;) რა მადლიანი სიტყვა გაქვს....მიშააა, შე დიდგულიანო შენა :)
3. რა მშვენიერი სამადლობელია, სანთო! რა მშვენიერი სამადლობელია, სანთო!
2. შემასხით ცივი მთის წყალი ახლა დროზე! ეს ჩემი სანათაა,ჩემი ფშავის ქალაიიი...:) ვაიიი,რომ დავინახე დადებული გქონდა თვალებს ვერ ვუჯერებდი...:)
ეს,საფიხვნოზე წავიკითხე და ქადასი არ იყოს და ამინ! :)
პ.ს: აღარასოდეს წავშლი აწი ჩემს ნაწარმოებებს...:) როგორც საფიხვნოზე დევს იყოს აქაც...:)
ჩაგეხუტე, და ისე ძალიან უყვარხარ ამ ყვითელგულა ხევსურსაა უუუჰ! :)
შემასხით ცივი მთის წყალი ახლა დროზე! ეს ჩემი სანათაა,ჩემი ფშავის ქალაიიი...:) ვაიიი,რომ დავინახე დადებული გქონდა თვალებს ვერ ვუჯერებდი...:)
ეს,საფიხვნოზე წავიკითხე და ქადასი არ იყოს და ამინ! :)
პ.ს: აღარასოდეს წავშლი აწი ჩემს ნაწარმოებებს...:) როგორც საფიხვნოზე დევს იყოს აქაც...:)
ჩაგეხუტე, და ისე ძალიან უყვარხარ ამ ყვითელგულა ხევსურსაა უუუჰ! :)
1. ამინ :) იხარეთ ! ამინ :) იხარეთ !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|