ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2009


რომ მგონი...


              ***
სიკვდილი აქვე გადმორბის
გაუხეშებულ ბილიკებზე:
მკვდარი მეგობრობის,
მკვდარი სიყვარულის ნაკვალევვზე
დაყარა დამჭკნარი ყვავილები.
აღარ მეკითხებიან ვინ ვარ და რა ვარ
მე უკვე მკვდარი ვარ
ცივი პრაგმატიზმის კანონებით–
ესაა სიკვდილის კანონები!
დაუნდობლად მიმერეკება სადღაც,
იქ გზას ვერ გავიგნებ
გალაკტიკების „ბნელ ხვეულებში“
დამრჩა ძველ რვეულებში
ჰერბარიუმად ქცეული სიყვარული...
აქ გზას ვერ გაიგნებ...
დავკარგე თვალები...
ან გვქონდა თვალები,
რომლითაც ერთმანეთს ვათბობდით?..
არ შეიძლება სამყაროს გალხობა ირონიით!
ან იქბებ თვალებსაც დასცვივდა ყვავილები?
სად არის ყვავილები?
მაჩუქეთ ყვავილები–
ყვავილი მარტოობის ჟამს  მოყვავილე,
რომ ნაბიჯარეული,
რომ როგორც მთვარეული
მოვიდე შეთან და გითხრა,
რომ მგონი... ცოცხალი ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები