გრძნობებს აშიშვლებ, როგორც კანდავლე, და ჩემი ფიქრის ფიქრით იწყები, შენი ჯამიდან წყალსაც არ დავლევ, ლეთას წავალ და დამავიწყდები... ან გავფრინდები იკაროსივით, ვინ იცის, ბედი როდის დამტორავს, ოცნება ქრება მზითდამოსილი, ოცნება მტოვებს…და მე მარტო ვარ... გამოახუნეს წლებმა იმედი, თქვენ ახლა ნახეთ დარდის დარდობა!… ხელში უჭირავს, როგორც მილეთი, სიბერეს, ჩემი ახალგაზრდობა.… ჩავლილი სიზმრის თბილი ნაწილი... სამი გრაცია მახსოვს სონეტით, ლექსით ივსება ჯამი დაცლილი და ფეხქვეშ ტოკავს უდაბნოეთი... წლების ფასი აქვთ მოსასვლელ წამებს, მზეზე შრებიან სველი ქარვები, და ფაეთონის დებივით რწყავენ ცრემლებით, მიწას თეთრი ალვები.…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. შენი ჯამიდან წყალსაც არ დავლევ, ლეთას წავალ და დამავიწყდები... შენი ჯამიდან წყალსაც არ დავლევ, ლეთას წავალ და დამავიწყდები...
17. ვააა, მაგარია, ძალიან დახვეწილია.
5 ვააა, მაგარია, ძალიან დახვეწილია.
5
16. კარგი ხარ როენააა!!! წავიკითხე ყველა ლექსი რაც კი გამოვტოვე ჩემს არ ყოფნაში!!! გილოცავ წარმატებას საიტზე!!! გაცილებით საოცარი ხარ ლექსების გარეშეც!!! გაიხარე ჩემო კარგო მეგობარო!!! ყოჩაღ!!! კარგი ხარ როენააა!!! წავიკითხე ყველა ლექსი რაც კი გამოვტოვე ჩემს არ ყოფნაში!!! გილოცავ წარმატებას საიტზე!!! გაცილებით საოცარი ხარ ლექსების გარეშეც!!! გაიხარე ჩემო კარგო მეგობარო!!! ყოჩაღ!!!
15. კანდავლე თავად გაშიშვლდა თუ მეუღლემ გააშიშვლა?
თუ თავად გაშიშვლდა, - სწორია: "გრძნობებს აშიშვლებ, როგორც კანდავლე,"
და თუ მეუღლემ აიძულა გაშიშვლება, მაშინ ხომ არ ჯობია დაიწეროს: "გრძნობებს აშიშვლებ, როგორც კანდავლეს," ????????????
ლექსს - 5! კანდავლე თავად გაშიშვლდა თუ მეუღლემ გააშიშვლა?
თუ თავად გაშიშვლდა, - სწორია: "გრძნობებს აშიშვლებ, როგორც კანდავლე,"
და თუ მეუღლემ აიძულა გაშიშვლება, მაშინ ხომ არ ჯობია დაიწეროს: "გრძნობებს აშიშვლებ, როგორც კანდავლეს," ????????????
ლექსს - 5!
13. კანდავლე, რა არის? კანდავლე, რა არის?
11. მშვენიერია. ძალიან მომწონს! მშვენიერია. ძალიან მომწონს!
10. მეც ძალიან მომეწონა...და არა მხოლოდ ეს...ძალიან კარგი ლექსები გაქვთ... მეორე კომენტარს დასტური: "გაიღვიძეთ ხალხნო და წაიკითხეთ ეს ლექსიიი" მეც ძალიან მომეწონა...და არა მხოლოდ ეს...ძალიან კარგი ლექსები გაქვთ... მეორე კომენტარს დასტური: "გაიღვიძეთ ხალხნო და წაიკითხეთ ეს ლექსიიი"
9. ლამაზია, როგორც თითქმის შენი ყველა ლექსი...5 ლამაზია, როგორც თითქმის შენი ყველა ლექსი...5
8. მშვენიერი, ლამაზი და შინაარსიანი ლექსია! მოგესალმეთ და მოგიკითხეთ! მშვენიერი, ლამაზი და შინაარსიანი ლექსია! მოგესალმეთ და მოგიკითხეთ!
7. 555 მომეწონა 555 მომეწონა
6. გმადლობთ კომენტარისთვის. კანდავლე მითოლოგიური პერსონაჟია, რომელმაც თავისი ცოლი ქორწილის ღამეს გააშიშვლა თავისი მეგობარი მამაკაცის თვალწინ. გმადლობთ კომენტარისთვის. კანდავლე მითოლოგიური პერსონაჟია, რომელმაც თავისი ცოლი ქორწილის ღამეს გააშიშვლა თავისი მეგობარი მამაკაცის თვალწინ.
5. ხელში უჭირავს,როგორც მილეთი, სიბერეს ჩემი ახალგაზრდობა...კარგი ლექსია ერთი-ორგან მძიმეა ზედმეტი და კანდავლე რა არის,ეს ვერ გავიგე... ხელში უჭირავს,როგორც მილეთი, სიბერეს ჩემი ახალგაზრდობა...კარგი ლექსია ერთი-ორგან მძიმეა ზედმეტი და კანდავლე რა არის,ეს ვერ გავიგე...
4. შენი ჯამიდან წყალსაც არ დავლევ, ლეთას წავალ და დამავიწყდები...
როგორ მესიამოვნა ახლა ეს სიტყვები... ლამაზი ლექსი,როგორც ყოველთვის... შენი ჯამიდან წყალსაც არ დავლევ, ლეთას წავალ და დამავიწყდები...
როგორ მესიამოვნა ახლა ეს სიტყვები... ლამაზი ლექსი,როგორც ყოველთვის...
3. ძალიან ლამაზია ძალიან მომეწონა ძალიან ლამაზია ძალიან მომეწონა
2. გამოახუნეს წლებმა იმედი, თქვენ ახლა ნახეთ დარდის დარდობა!… ხელში უჭირავს, როგორც მილეთი, სიბერეს, ჩემი ახალგაზრდობა.… მაგარია, წინა ლექსივით მაგარი არა მაგრამ მაინც მაგარი:) ხოდა გაიღვიძეთ ხალხნო და წაიკითხეთ ეს ლექსიიი გამოახუნეს წლებმა იმედი, თქვენ ახლა ნახეთ დარდის დარდობა!… ხელში უჭირავს, როგორც მილეთი, სიბერეს, ჩემი ახალგაზრდობა.… მაგარია, წინა ლექსივით მაგარი არა მაგრამ მაინც მაგარი:) ხოდა გაიღვიძეთ ხალხნო და წაიკითხეთ ეს ლექსიიი
1. :) lamazia dzalian da dardiani :) lamazia dzalian da dardiani
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|