ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მოვბერდი, და წლებმა როგორ გამაფერადეს, როგორ მოვთქვამდი, როგორ ვგოდებდი, ზამთრის ქარებში რომ დამეკარგე... ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა, მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს, სულყველაფერი როგორ დასრულდა, მოდი ახლოს და მომისამძიმრე... მითხარ, რომ ძლიერ გიყვარდი ერთ დროს, რომ კიდევ შეგრჩა იმ გრძნობის ნაშთი, ჩემი ოცნების სილურჯე გერგო, მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი... ვერდაულაშქრავ მწვერვალად გხატე, ვაგლახ, ვყოფილვარ ცუდი მხატვარი, უნდა კეთილი მეზღაპრე გავხდე, გამოვიგონო ის, რაც არ არი... თორემ შენ მტოვებ, შორი გზა გიდევს და მოგტირიან ოლეანდრები, მე სულ სხვა მხარეს, სხვა ბილიკს მივსდევ, სხვა ცრემლი დამდის და მენატრები... ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მოვბერდი, და წლებმა როგორ გამაფერადეს, როგორ მოვთქვამდი, როგორ ვგოდებდი, ზამთრის ქარებში რომ დამეკარგე... მას შემდეგ გლოვა და ცრემლი გაცვდა და შეეყინა ზამთარს თვალები, შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც, მიყვარხარ, მძულხარ და მენანები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მითხარ, რომ ძლიერ გიყვარდი ერთ დროს, რომ კიდევ შეგრჩა იმ გრძნობის ნაშთი, ჩემი ოცნების სილურჯე გერგო, მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი...
მას შემდეგ გლოვა და ცრემლი გაცვდა და შეეყინა ზამთარს თვალები, შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც, მიყვარხარ, მძულხარ და მენანები!
მოეწონა არტემიდას:) მითხარ, რომ ძლიერ გიყვარდი ერთ დროს, რომ კიდევ შეგრჩა იმ გრძნობის ნაშთი, ჩემი ოცნების სილურჯე გერგო, მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი...
მას შემდეგ გლოვა და ცრემლი გაცვდა და შეეყინა ზამთარს თვალები, შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც, მიყვარხარ, მძულხარ და მენანები!
მოეწონა არტემიდას:)
18. ლამაზია და სევდიანი +5 ლამაზია და სევდიანი +5
16. ჩამოვუარე თქვენს ლექსებს და მოვიხიბლე მშვენიერი პოეზიით.
''მიყვარხარ, მძულხარ და მენანები'' _ ეს ბოლო ფრაზა კი ძალიან ასოციაციურია გალაკტიონის ცნობილი ლექსის ფინალთან. ჩამოვუარე თქვენს ლექსებს და მოვიხიბლე მშვენიერი პოეზიით.
``მიყვარხარ, მძულხარ და მენანები`` _ ეს ბოლო ფრაზა კი ძალიან ასოციაციურია გალაკტიონის ცნობილი ლექსის ფინალთან.
15. ვერდაულაშქრავ მწვერვალად გხატე, ვაგლახ, ვყოფილვარ ცუდი მხატვარი, უნდა კეთილი მეზღაპრე გავხდე, გამოვიგონო ის, რაც არ არი...
რაც შეეხება სუსტ რითმებს, დასანანია, რომ იგი სწორედ ისეთ სტროფში გვხვდება და თანაც ორგზის, სადაც პირიქით, ყველაზე მეტად მოითხოვს ლექსი ყველაფერს საუკეთესოს... ვფიქრობ ამას ადვილად დაძლევ და ეს მშვენიერი ემოციებით დატვირთული ლექსი თავის ღირსეულ ფორმას მიიღებს... დღევანდელ დღეს გილოცავ! საუკეთესო სურვილებით!
ვერდაულაშქრავ მწვერვალად გხატე, ვაგლახ, ვყოფილვარ ცუდი მხატვარი, უნდა კეთილი მეზღაპრე გავხდე, გამოვიგონო ის, რაც არ არი...
რაც შეეხება სუსტ რითმებს, დასანანია, რომ იგი სწორედ ისეთ სტროფში გვხვდება და თანაც ორგზის, სადაც პირიქით, ყველაზე მეტად მოითხოვს ლექსი ყველაფერს საუკეთესოს... ვფიქრობ ამას ადვილად დაძლევ და ეს მშვენიერი ემოციებით დატვირთული ლექსი თავის ღირსეულ ფორმას მიიღებს... დღევანდელ დღეს გილოცავ! საუკეთესო სურვილებით!
14. მიყვარხარ, მძულხარ და მენანები! yoveltvis vekitxebodi sakutar tavs, sheidzleba, ertdroulad giyvardes da gdzuldes? turme ki :) მიყვარხარ, მძულხარ და მენანები! yoveltvis vekitxebodi sakutar tavs, sheidzleba, ertdroulad giyvardes da gdzuldes? turme ki :)
13. კარგია როენა!!! გაიხარეეე!!! კარგია როენა!!! გაიხარეეე!!!
12. მშვენიერია და სევდიანი... მე მომეწონა ძალიან! მშვენიერია და სევდიანი... მე მომეწონა ძალიან!
11. როენა გამაკვირვე... შენთვის ძალიან სუსტი რითმებია წარმატებები როენა გამაკვირვე... შენთვის ძალიან სუსტი რითმებია წარმატებები
10. როენა გამაკვირვე... შენთვის ძალიან სუსტი რითმებია წარმატებები როენა გამაკვირვე... შენთვის ძალიან სუსტი რითმებია წარმატებები
9. როენა, "ვერუთქმელი სათქმელი" - ნათქვამს ნიშნავს... უნდა იყოს ან "უთქმელი სათქმელი", ან "ვერთქმული სათქმელი"... დაუკვირდი, აბა? სხვა შენიშვნა არ მაქვს! 5 როენა, "ვერუთქმელი სათქმელი" - ნათქვამს ნიშნავს... უნდა იყოს ან "უთქმელი სათქმელი", ან "ვერთქმული სათქმელი"... დაუკვირდი, აბა? სხვა შენიშვნა არ მაქვს! 5
8. როენა, "ვერუთქმელი სათქმელი" - ნათქვამს ნიშნავს... უნდა იყოს ან "უთქმელი სათქმელი", ან "ვერთქმული სათქმელი"... დაუკვირდი, აბა? სხვა შენიშვნა არ მაქვს! 5 როენა, "ვერუთქმელი სათქმელი" - ნათქვამს ნიშნავს... უნდა იყოს ან "უთქმელი სათქმელი", ან "ვერთქმული სათქმელი"... დაუკვირდი, აბა? სხვა შენიშვნა არ მაქვს! 5
7. ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა, მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს...
მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი... ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა, მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს...
მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი...
6. ძალიან ლამაზი...5
და შეეყინა ზამთარს თვალები, შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც, მიყვარხარ, მძულხარ და მენანები! ძალიან ლამაზი...5
და შეეყინა ზამთარს თვალები, შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც, მიყვარხარ, მძულხარ და მენანები!
5. ულამაზესია და ძალიან სევდიანი ულამაზესია და ძალიან სევდიანი
4. ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა... ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა...
3. ნამდვილად ლამაზი და მშვენიერი ლექსიც, სევდაც. გამახსენდა მსგავსი სტრიქონები: ნაოჭი თვალთან შორიდან არ ჩანს, აი, ეს არის, რაც შენგან დამრჩა... ნამდვილად ლამაზი და მშვენიერი ლექსიც, სევდაც. გამახსენდა მსგავსი სტრიქონები: ნაოჭი თვალთან შორიდან არ ჩანს, აი, ეს არის, რაც შენგან დამრჩა...
2. მშვენიერი, ლამაზი ლექსი! მშვენიერი, ლამაზი ლექსი!
1. ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა, მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს, სულყველაფერი როგორ დასრულდა, მოდი ახლოს და მომისამძიმრე...
ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა, მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს, სულყველაფერი როგორ დასრულდა, მოდი ახლოს და მომისამძიმრე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|