ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2009


ვიდრე

დამშეულია ჩემში სისხლის კაპილარები,
ბაქტერიები, ერთმანეთით იკვებებიან,
ყბადაღებული კანზე ვითვლი, შავი ძაფებით
ნაოჭ-ნაოჭით ვუტოლდები მოხუც ბებიას.

ოხ, როგორ მინდა, ეხლა ვიყო სადმე შორეთში
და თითო კბილი, სახურავზე ვირთხას ვესროლო
ოხ, წლების რა ვთქვი, დამიბერა ხელზე მეჭეჭი
და ოხშივარი ამდის კანზე მზიგან,  მეყოს ხო!

ვტირი სიბერეს, რა მწარეა ნელ-ნელა ვხვდები
რომ მარტოობა მივაკერე ჩემ წლებს ანაზდად
ახლა ეზოში ნორჩ ბალახებს მე ვადგავ ტერფებს
და მეზობლების გაცინებას ვაგდებ არაფრად.

მერე ხეებზე ვეკიდები ბებერი ხელით ,
ვწყვეტ და ძირს ვისვრი, ბალახებში სკდება ნაყოფი
ტყემლის სიმწიფე კანზე მაზის ანცი ბავშვივით
ჯერ \"პატარა\" ვარ, ამ ცხოვრების არ ვარ სამყოფი.

ხო, კიდე რა მაქვს, ღმერთო ჩემო, რა დამავიწყდა
მინდა ბავშვობის მკრთალი სახე ჩემში ვაცოცხლო,
დღეს ბოლო დღეა, და მანამდე ვიფარებ მიწას
ვიდრე სახლს უკან მეზობლები, შეწყვეტენ ხორხოცს.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები