ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ! ნი ნი კო !
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2009


ალბათ

ზოგჯერ უჩუმრად ცრემლები მომდის,
ზოგჯერ კი ჩუმად სიცილით ვკვდები,
ზოგჯერ უაზრო ფიქრები მოქრის,
ზოგჯერ ვგრძნობ ფსკერზე როგორ ვეშვები.

მგონია ჩემთვის-რომ არა”ზოგჯერ”
რა იქნებოდა, რა ვიქნებოდი?
ზოგჯერ რომ ზოგი არ იყოს “ზოგჯერ,”
რა მოხდებოდა, მე გავქრებოდი?

ალბათ, მე ჩუმად შევძლებდი ფრენას,
ცრემლებს დავღვრიდი მე ისევ, ალბათ,
ალბათ, ფიქრები განაგრძობს ქროლვას,
ალბათ და ზოგჯერ, ზოგჯერ და ალბათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები