ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Academic_Punk
ჟანრი: იუმორისტული
8 სექტემბერი, 2009


სევდიანი ანუ უსათაურო

განთიადს ხომ მტრედისფერი დაჰკრავს,

განთიადზე მე დავიწყებ კანკალს,

ლუდის ბოთლით მოვიჩეხავ ამ მკლავს,

მერე მიქეილ-გაბრიელიც დამკლავს...

დამკლავს ისე როგორც კლავენ ზვარაკს,

ვით ვეზუვი ანადგურებს ქალაქს,

დაუნდობლად, როგორც ბავშვი ზვარაკს,

თავში ჩასცხებს და გაადენს კაკვანს...

მერე თავთან დამირგავენ ყვავილს,

გვირგვინს დაწნულს ცოცხალ იასამნის

არ იქნება ირგვლივ ჩქამი არვის

ქარისაგან მხოლოდ კარი დაჭრჭის...

დამიყარეთ სასთუმალთან თივა

იმ თივაში შემიფუთეთ პივა,

ლუდი არა, ცივზე ცივი პივა...

ერთადერთო, ჩემო ერთადერთო,

ზეთი მინდა, კარები დავზეთო...

მინდა, მინდა სასთუმალთან თივა...

იმ თივაში შეფუთული პივა...

დაიხსომეთ, მაგარია ნივა,

სადაც გინდა, როცა გინდა მივა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები