ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2009


მე ვგავარ მუზას

საღამოს ფერი ცას აპოეტებს,
ვითვლი ნაკვალევს ფეხქვეშ მიმავალს,
ასფალტზე წვიმის ავტოპორტრეტი
დახატულა და მზერას მინამავს.

რაც გვეჩვენება ჯერ არნახულად,
უკვე რამდენჯერ იგრძნო ცხოვრებამ,
დღეს მარტოობა ბევრად ახლოა,
უფრო ღრმავდება გაუცხოებაც.

დასაბრუნებლად გზა არის შორი,
ვლამობ, ვერაფრით მომწვდეს ძახილი,
მე გვერდს ავუვლი დავარდნილ ჭორებს,
დავემგზავრები ზღაპრულ მარხილებს.

ფოთლის ჰამაკში ქარი ნებივრობს,
გულის სიღრმიდან მწიფე დარდს დევნის,
ხოლო შენ ზიხარ და ნატრობ იმ დროს,
როდესაც სივრცეს მიფერადებდი.

ალბათ, სიზმრების ახდენას ელი,
ყველაზე ტკბილი განცდით რომ გავსებს,
მაგრამ, მე ვგავარ მუზას გაფრენილს
...და შემიძლია ოცნებად დავრჩე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები