ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


დაბადების დღე

დაბადების დღე-
ლამაზია სიტყვა ქართული.
საწყისის დღე-
წარმტაცია სიტყვა ზღაპრული.
სიკეთე  მოუვლენია  ღმერთს.
მე კი, ძვირფასო,
გისურვებ ერთს:
-მხნედ გიცემდეს გული ქართული!
სიხარულით გქონდეს სული აღვსლი!
იყავ ღვთიური სიტყვის ნაწილი!-
მტრისთვის აღმართული  მახვილი!
გეცხოვროს წარმტაც წალკოტში!
ვარდებით სავსე მამულში
ერთად დაგვეცვას სიმართლე!
და... ყველა უღირსი
ტკივლით დავტოვოთ წარსულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები