ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


ჩემს ერთადერთ ქალიშვილს-ნათიას

ვით ამალთეა, ხის ტოტებზე დავკიდებ აკვანს,
რომ სიომ ნაზად გეფეროს და  გადაგარწიოს,
საწვიმარ ღრუბლებს პირალესილ სურვილებს დავკრავ,
შენს გამო შევძლებ ატლანტივით ზეცაც ავწიო...   
მოგერკალება როცა ფიქრი ნაჩვევი სევდით,
იქნებ არ ვიყო, მაგრამ მაინც არ თქვა - მარტო ხარ!
დაგეფარები განსაცდელში აჩრდილი მკერდით,
და დავსახლდები შენს ჭალებში, როგორც მარტორქა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები