ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2009


გ ა დ ა ხ ვ ე ვ ა

გაივლი ქალაქში -
            ცა ღრუბლებს აბოლებს!
ნისლების დალაქი
            ღეჭავს "ბიგ-ბაბოლებს"...
მთვარე მზის ლოდინში
            ეძახის დაქალებს
და მერე ლოგინში
            ქალწულებს აქალებს...
საცოდავ ვარსკვლავებს
            არ ჰყოფნით საწოლი!
დაღალულ მხარ-მკლავებს
            საქმროს ჰხვევს საცოლე...
ამათი მამიდა
            სად არის არ ვიცი...
უეცრად მომინდა,
            ზღვის მკერდზე დავეცე;
მაგრამ ამ მანქანებს
            გვერდს ხომ ვერ აუვლი!
სუყველა ქაქანებს,
            მაყრუებს ბღავილი...
თვალები ჭრელდება
            ვვარდები ორმოში;
ქაოსი გრძელდება...
            სიცხე მაქვს ორმოცი!

                             
                                  2.08.09

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები