ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მორიგე
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


პარაზიტი

-რას გრძნობ?
-უბრალოდ...
უბრალოდ ტალღებს აყოლილ ღამეს,
დაფერფლილ გრძნობებს და მძიმე კადრებს.
ვხედავ ლურჯ ხელებს მთვარისკენ გაშლილს
და შენს თბილ სახეს არეკლილს ცაზე.
მე ვგრძნობ სასწაულს დათოვლილ ზღვაზე
და ვგრძნობ ფიფქებით დანამულ სახეს.
ჩამწვარ განცდებით ავსებულ სივრცეს
და სინანულით დაფერილ თვალებს.
-რას ვგრძნობ?
-ვგრძნობ რომ წერილი მოვა,
ვგრძნობ რომ საოცრება დაატარებს ჩემს გულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები