ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2009


მეგობარო ( იოჰანს)

მეგობარო პოეზიას ეწეოდი,
უთენია ძველ, მორყეულ  აივანზე.
თვალები გაქვს სევდიანი უმიზეზოდ
და მგონია, რომ უდროოდ დაიღალე.

ალბათ  ღმერთი გვაპატიებს სისუსტეებს
ბოლო-ბოლო, ამ ყველაფრის გამჩენია.
ეს ცოდვები  ავიტანოთ გოლგოთამდე
ამის მეტი მე და შენ რა დაგვრჩენია.

ვკითხულობდი ახალ აღთქმას გამთენია
დაგიტოვე,ბოლო გვერდზე მინაწერი.
წამო ეხლა,დილამდე ვსვათ კალვადოსი.
თორემ უკვე ფინიშის ხაზს მივადექით,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები