 | ავტორი: severusLP ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 13 ოქტომბერი, 2009 |
ორიოდ სიტყვა ცოცხების რაინდებს, მაგებსა და მაგლებზე
ბევრი, ალბათ, სათაურიდანვე მიხვდა რაზე იქნება საუბარი ქვემოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკითხველთა შორის ბევრი ისეთი ,,პრინციპულიცაა“, ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების ქალწულობას ინახავს და ჯერაც არ წაუბილწავს გონება იმ არა- ქრისტიანული, ადამიანური, ჰუმანური, მეგობრული, ნორმალური, გამოსადეგი, გემოვნებიანი წიგნის წაკითხვით, რომელსაც მთელი მსოფლიოს დიდი თუ პატარა, უბრალოდ, ჰარი პოტერს ეძახის, ისე კი რამდენიმე უფრო მეტყველი ქვესათაურიც აქვს, მაგალითად ,,სიკვდილის საჩუქრები“, თუმცა წიგნს ეს ქვესათაურები ცოტა უფრო გაკრული და პატარა შრიფტით აწერია და როგორც აღმოჩნდა ყველა სათანადოდ ვერ ამჩნევს. ჰოდა, როგორც უკვე გონებით ქალწულებიც მიხვდნენ, საუბარია თანამედროვე ბრიტანელი მწერალი ქალის, დღეისთვის არანორმალურად პოპულარული ჯოან როულინგის ასევე არანორმალურად პოპულარული თხზულების - ,,ჰარი პოტერის“ შესახებ. თუ უკვე არ შეგაწყინეთ თავი, სულ ცოტათი გადავუხვევ თემას და ერთ რამეს გეტყვით ნაწარმოების და მწერლის ხარისხზე. საქმე ისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რაც უფრო დახვეწილი და პროფესიონალური იყო ლიტერატურა, მით უფრო ლამაზად და, რაც მთავარია, სწორად აღიქვამდა მას მკითხველი. თუმცა უკვე დავასკვენი, რომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო უნაკლოდ აშენებს მწერალი წიგნის სამყაროს, მით უფრო უჭირს ხალხს ამ სამყაროს სწორად აღქმა და მთავარი სათქმელის დანახვა. ეს ყველაფერი ემსგავსება ძალიან სუფთა მდინარეს (ნუ გეშინიათ ასეთი არ მოგვეპოვება), სადაც ყველაფერი ისე კარგად აირეკლება, რომ ბოლოს ყველაფრის გარჩევა გვიჭირს, თუმცა მდინარე რომ სუფთა უნდა იყოს, ამაშიც ძნელია ეჭვის შეტანა. იგივე რამ ხდება ლიტერატურაშიც - მწერალი ზედმიწევნით აღწერს მხატვრულ რეალობას, მკითხველს თვალი უჭრელდება, მხატვრულ რეალობას ცხოვრებისეულისგან ვერ არჩევს და სახეზე გვაქვს გონების გაუკუღმართების საინტერესო და ,,სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო“ ფორმა და მიუხედავად იმისა, რომ გონების გაუკუღმართება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასუსრველი რამაა, მწერალს მაინც ვერ მოვთხოვთ რომ ხელი აიღოს მხატვრული ნაწარმოების მხატვრულად წერაზე. ალბათ, ხვდებით, საითაც ,,მივერეკები“. საქმე ისაა, რომ ზემოაღნიშნული წიგნის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ე.წ. ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც საკმაო რაოდენობის საინტერესო გასართობია, (ჩვენს ქვეყანასთან შედარებით მაინც), გამოჩნდა ხალხი, რომლებსაც პირობითად ცოცხის რაინდებს ვუწოდებ, რადგან ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაებადათ არაჩვეულებრივი იდეა, ცოცხზე ,,ამხედრებულიყვნენ“ და ეს ახლებური ტიპის მფრინავი ტრანსპორტი პირდაპირ თავიანთ წონაზე გამოეცადათ. ის კი არა, მე ისეთი ჭორიც გავიგე, რომლის თანახმადაც გორის ციხე არაჩვეულებრივი ადგილი ყოფილა ამ სულელურად ექსტრემალური ტრიუკისა თუ თვითმკვლელობის განსახორციელებლად. სწორედ ეს ფაქტები აღმოჩნდა იმ ყველაფრის დასაწყისი, რაც შემდეგ ამ უწყინარ წიგნზე ითქვა, დაიწერა და გაფიქრებულ იქნა. ხოლო ითქვა ის, რომ, არც მეტი არც ნაკლები, ჯოან როულინგი სატანისტია და ეს წიგნიც შესაბამისი შინაარსისაა, რომ ის ბავშვები, საიდანღაც ცოცხებით რომ გადმოხტნენ, წიგნმა მოაჯადოა და ა.შ. თუმცა, არ გაგიკვირდეთ და ეს ყველაზე ზედაპირული და მსუბუქი მრალდებაა, მათ შორის რაც ამ წიგნს ბრალად ედება და მისი განეიტრალების მარტივი გზა არსებობს. ეს გზა არის ის რომ დავეთანხმოთ გოეთეს, რომ არსებობს სამი ტიპის მკითხველი: ვინც კითხვისას მხოლოდ მსჯელობს, ის, ვინც მხოლოდ ტკბება და ის, ვინც ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას ტკბება. ძნელი მისახვედრია არაა, რომ ,,ცოცხების რაინდები“ მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან, ისინი იმის იქით ვერაფერს კითხულობენ, რაც შავით თეთრზე წერია, შესაბამისად, მთლიანად ჩაეფლნენ ნაწარმოებით ტკბობის მორევში და სულ გადაავიწყდათ გრავიტაცია. ასე რომ, ამ შემთხვევაში მწერლის მიერ გამოვლენილ რელიგურ მწვალებლობაზე უფრო სარწმუნო, ალბათ, მკითხველის მწვალებლობა იქნებოდა წიგნის მიმართ, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წიგნის მილიარდიანი ტირაჟის პირობებში მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, აწ განსვენებული მაიკლ ჯექსონიც სატანისტად უნდა გამოვაცხადოთ, რადგან მისი შემოქმედებით მოჯადოებულმა რამდენიმე მსმენელმა თავი მოიკლა. ეს კი ის გამონაკლისი ბრალდებაა, რომელიც მაიკლისთვის ჯერ არავის დაუწამია. მე, ასევე, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ,,ცოცხების რაინდებს“ ჟიულ ვერნი მაკდონალდსის მენეჯერი ჰგონიათ, თორემ ,,დედამიწიდან მთვარემდე“ რომ წაეკითხათ, ყუმბარით მთვარეზე მოგზაურიბის წარმტაც შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდნენ და მერე გენახათ თქვენ სატანისტების სიის პირველი წევრი ,,ჟ“ ასოზე. თუმცა ხალხის დიდი ჯგუფი, რომელიც ათას ავტორიტეტს იშველიებს თავისი არგუმენტების გასამყარებლად, ეკლესიის ჩათვლით, არ ჯერდება ზემოხსენებულ მფრინავი თეფშის გამოჩენის მსგავსი ამბის მოყოლას და ამ წიგნის არტ-ფსიქო-რელიგიურ ანალიზებს გვთავაზობს და გაკეთებული დასკვნების შესახებ მედიის ისეთი საშუალებებითაც გვესაუბრება, როგორიცაა ,,საპატრიარქოს უწყებანი“. ამ გაზეთის ხსენების მერე კი უკვე ძნელია ეჭვი შეიტანო იმაში, რომ მისის როულინგი რაღაცას არ ჩალიჩობს შავი მაგიისთვის, მაგრამ მას, ვინც ლიტერატურული გემოვნების ქალიშვილობის დაკარგვის არ ეშინია და შეუძლია ცივი გონებით წაიკითხოს როგორც მართლმადიდებლური ,,საპატრიარქოს უწყებანი“, ასევე ,,სატანისტური“ ,,ჰარი პოტერი“, ადვილად შეუძლია ნახოს, რომ ზემოხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია გაძეძგილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით და თან მხოლოდ პირველი ნაწილის ე.წ. ანალიზს წარმოადგენს, სინადვილეში კი ნაწარმოებსა და სტატიას შორის, დაახლოებით იმხელა განსხვავებაა, რამდენიც ჰიტლერისა და მაჰათმა განდის იდეოლოგიას შორის. სხვათა შორის, ჰიტლერი შემთხვევით არ მიხსენებია - სტატიაში ნათლადაა ხაზგასმული, რომ როულინგს ფაშისტური იდეები აწუხებს, რომ ნაწარმოებში გამოყვანილი ჯადოქრები, ანუ მაგები მწერალს არაჯადოქრებზე, ანუ მაგლებზე აღმატებულ კლასად ჰყავს წარმოჩენილი, რომ მაგების მაგლებზე ბატონობის იდეას ქადაგებს და რომ მკითხველს მაგიისადმი ქვეცნობიერ პატივისცემას უღვივებს. მწერლის ფაშიზმის დამადასტურებელ არგუმენტად სტატიის ავტორს ისიც მოჰყავს, რომ წიგნი განსხვავებული ილუსტრაციით გამოდის დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოში. (ამ მსჯელობის მიხედვით, როულინგი ან პატრიოტია და თავისი ქვეყნის ბავშვებისთვის არასატანისტური ილუსტრაციები დაამზადა, რომ ისინი ჯოჯოხეთს გადაარჩინოს, ან პირიქით მოღალატეა და მხოლოდ მათი დაღუპვა უნდა). არადა წიგნი რომ პირველად წავიკითხე, ჩემს მეგობარს ვუთხარი: ,,აი, წიგნი ნაციზმის, კომუნიზმის და ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“-მეთქი. ამის დასადასტურებლად კი წიგნიდან მოგიყვანთ ერთ ფაქტს, ნაცვლად ამოგლეჯილი ფრაზისა: სიუჟეტის მიხედვით ნაწარმოებში არსებობს მაგიის სამინისტრო, რომელსაც აქვს დიდი ჰოლი. ამ ჰოლში დგას ერთი ქანდაკება, რომელიც ამ მაგების იდეოლოგიას გამოხატავს. იმავე სიუჟეტის მიხედვით ხელისუფლება ამ სამინისტროში რამდენჯერმე იცვლება, შესაბამისად, ცვლიან ამ ქანდაკებასაც. კერძოდ როცა ხელისუფლებაში მოდიან ბოროტი ძალები, ქანდაკება წარმოადგენს ჯადოქარი კაცისა და ქალის მონუმენტს, რომლებსაც ერთად უპყრიათ ზეაღმართული ჯადოსნური ჯოხი (ალბათ მოგაგონდათ ცნობილი საბჭოთა პლაკატი), ფეხებით კი შემდგარნი არიან სხვა ჯადოსნური არსებების - ელფების, გნომების, გობლინების და სხვათა გასრესილ სხეულებზე (ალბათ შენიშნეთ ნაცისტურ-კომუნისტური საზოგადოების გაწმენდის თეორიის ელემენტები), ხოლო როცა ხელისუფლებაში ,,კეთილები“ მოდიან ქანდაკება წარმოადგენს ჰარმონიულად თანამცხოვრები მაგების, მაგლების, ელფების, გობლინების და სხვათა ბედნიერი ყოფის გამომხატველ სკულპტურას. მარტო ამ ელემენტარულ მომენტში ჩანს ის, თუ რას ემხრობა მწერალი - ნაციზმს თუ ლიბერალიზმს. საწინააღმდეგოდ ზემოაღნიშნული სტატიისა, მაგებისთვის უპირატესობის მინიჭება, არა ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერაზე, არამედ სულ სხვა რამეზე მეტყველებს, უფრო მეტიც - ის ეხმაურება სახარებისეულ იგავს მსახურებსა და ტალანტებზე. მწერალი აშკარად ამბობს, რომ ღმერთი ძალითა და შესაძლებლობებით ყველა სულიერს სხვადასხვანაირად აჯილდოებს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის რა გაქვს, არამედ ის, თუ რამდენ პროცენტს გამოიყენებ შესაძლებლობებისა და საითკენ მიმართავ მას. განა სახარბისეული იგავის იდეოლოგიაც ეს არ არის? ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი დაევალა, ეს იყო და ეს - პასუხისმგებლობის გადანაწილება. იმედია, სახარებისეულ სიბრძნეში მაინც არავის გადაუწყვეტია ეჭვის შეტანა. ასე რომ, სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი რომ მისის ჯოანის ამ ნაწარმოებით მწერალი ცდილობს ანტი-საკაცობრიო შეხედულებების ქვეცნობიერი კოდები შეაპაროს მკითხველს, ანუ ბავშვებს. ეს რაც შეეხებოდა ფსიქოანალიზს, გადავიდეთ ,,რელიგიო“-ზე. ეს უფრო ადვილია ვიდრე ,,ფსიქო“. ის, რომ ნაწარმოების იდეოლოგია არათუ ეწინააღმდეგება ქრისტიანულს, არამედ ეთანხმება კიდეც, ერთხელ უკვე აღვნიშნე კიდეც. როცა ჩემს მეგობარს გავუზიარე აზრი იმის შესახებ, თუ რის წინააღმდეგ იყო წიგნი დაწერილი, იქვე ისიც ვუხსენე, რასაც ეძღვნებოდა მთელი შვიდტომეული - არც მეტი არც ნაკლები, სიყვარულს. ეს წიგნი არაფერია, გარდა თანხმობისა ბიბლიის იმ მთავარ დებულებასთან, რომლის თანახმადაც რაც კი არსებობს, ყველაფერი სიყვარულით შეიქმნა და რომ უსიყვარულოდ ყველაფერი არაფერია. ეს არის წიგნი სიყვარულის უზენაესობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიყვარულის ნებისმიერი ფორმა - იქნება ეს დედობრივი, ქლისა და მამაკაცისა თუ მეგობრებისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხებს ყველაზე ძლიერ შავ მაგიასაც და არა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელი გადააქციო ასანთის კოლოფად ან შელოცვის საშუალებით ჟურნალში ნიშანი გადააკეთო. ეს არის წიგნი იმის შესახებ, რომ სიკვდილი ადრე თუ გვიან დადგება, მთავარია მას მზად შეხვდე და არა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადო უკვდავების ელექსირი, რომ არასდროს ააფერზე იფიქრო. ეს არის წიგნი, რომელიც ასხვავებს ბოროტებასა და სიკვდილს და არა წიგნი, რომელიც აიგივებს ამ ცნებებს. განა აქ რამე არის არაქრისტიანული? თუ გინდათ დავანებოთ თავი სიყვარულს და სიკვდილს და შევეხოთ სხვა ასევე სერიოზულ თემას - მაგიასა და მაგებს წიგნში. აქაც სერიოზული დაკვირვებაა საჭირო, უნდა შევნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ამ წიგნის მაგები მაგიას სწავლობენ, მეცადინეობენ და რაიმე სხვა მაგიის საშუალებით არავის შეჰყავს მათ სხეულში ეს ჯადოქრობის უნარი. ხოლო სიუჟეტის მიხედვით ამ მეცადინეობის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქსოვს მაგი თითოეულ შელოცვაში რწმენას. აქ კი ისევ ბიბლიას მოვიშველიებ. ცნობილია, რომ იესო წყალზე დადიოდა, ის ამას დიდი რწმენით ხსნიდა. იგივე გაიმეორა მისმა მოწაფემ, პეტრემ, მაგრამ წყალზე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე, როცა ეჭვი შეეპარა იმაში, არ დავიხრჩოო, ჩაძირვა იწყო. მაშინ იესომ ასე მიმართა მას: ,,მცირედმორწმუნევ”. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ აქ მაგიას ჰქონდა ადგილი? გინდ მაგია უწოდე, გინდ მაგიდა - აქ არაფერი გამოვიდოდა, რომ არა აბსოლუტური რწმენა. იგივე მოსაზრებაზეა აგებული როულინგის სიუჟეტი - მაგები არიან ისინი, ვისაც აბსოლუტური რწმენის უნარი აქვს, ის შელოცვები, კი რომლებიც ხალხს საკრალურ სიტყვებად ეჩვენება, შესაძლებელია ადვილად დაიშალოს ლათინური ენის დილეტანი მცოდნის მიერ და ძალიან უბრალოდ ითარგმნოს. ასე რომ, ნაწარმოების რელიგიური ხაზის განხილვამაც არ მოგვცა ზემოაღნიშნული სტატიით მოსალოდნელი შედეგი. მით უმეტეს, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, თუ ჰარის თავგადასავალს არტ- ანუ ლიტერატურულ ჭრილში განვიხილავთ. თუ ნაწარმოებს მხატვრულ ხერხებად დავშლით მივიღებთ არანორმალურად საინტერესო ფაბულას, რომელმაც ყველა ასაკის მკითხველი მიიზიდა, არანორმალურად უბრალო ენას, რომელმაც ყველა ასაკის მკითხველს გააგებინა სათქმელი, არანორმალურად ორიგინალურ მხატვრულ რეალობას (ვგულისხმობ ჯადოქართა სამყაროს), რომელმაც მარკეტინგულად არაჩვეულებრივად კარგად იმუშავა და საერთო ჯამში შემდგარ წიგნს, ანუ შედევრს. ამ წიგნის გარშემო მსოფლიოში და საქართველოში აგორებულმა სკანდალმა დამანახა, რომ ადამიანები ქრისტიანობაში და საერთოდ რელიგიაში უფრო რიტუალებსა და წესებს ხედავენ ვიდრე იდეოლოგიას, არადა სამწუხაროა, რომ ისინი ამ პოზიციაში ძალიან გვანან აისბერგის წინაშე მდგარ გემს. ალბათ ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ სხვის დასანახად მარხვაზე უფრო მნიშვნელოვანი სიყვარულის უზენაესობის შეგნებაა ჩვენს რელიგიაში და სწორედ ეს აყენებს მას ყველა სხვა იდეოლოგიასა და რელიგიაზე უფრო მაღლა დედამიწაზე. ლიტერატურულ ქალიშვილებს მინდა ვუთხრა, რომ საპატრიარქოს უწყებან“-ში გამოქვეყნებული ის სტატია სწორედ მათ ეძღვნებოდათ, რადგან ეს იყო დაწერილი ისეთი კაცის პოზიციიდან, რომელიც თითქოს ყველას მაგივრად იწყებს ბომბის განაღმვას, რადგან თითქოს მხოლოდ მან იცის გამნაღმელის ტექნიკა. ჰოდა მინდა გითხრათ, რომ უბიწოება ძვირად ფასობს, მაგრამ უფრო მეტი ხიბლი იმას აქვს, პირადად შეეხო იმ ,,უწმინდურ“ ,,ჰარი პოტერს“ და მაინც სუფთა დარჩე. ამიტომ ნუ ენდობით ნურც კრიტიკებს და ნურც რეცენზიებს, თავი დაანებეთ უაზრო პრინციპულობას სახელწოდებით ,,მე მაგას არ წავიკითხავ“, თქვენით იკითხეთ და თქვენს თავს ენდეთ, თქვენ თვითონ გახდით კრიტიკოსები. წაიკითხეთ ,,და ვინჩის კოდიც“, ,,ბეჭდების მბრძანებელიც“, რეპსაც მოუსმინეთ, როკსაც და სხვისი ნათქვამის კი არა, თქვენი დასკვნის საფუძველზე გააკეტეთ არჩევანი. არჩევანი - ეს არის უმთავესი მომენტი ცხოვრებაშიც და ქრისტიანობაშიც. პირადად მე ძალიან მეზარება წერა, ამიტომ შევეცადე რაც შეიძლება მცირე მოცულობაში რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია ჩამეტია. თუ ვინმეს აინტერესებს ამ სტატიაში ყველა წინადადების ნამდვილი დატვირთვა და სათქმელი გაიგოს, ვურჩევ ჯოან როულინგის ეს შვიდტომეული წაიკითხოს. (სიტყვა შვიდმა არავინ შეაშინოს, წიგნი ,,ჩიჟი-ბიჟივით” მიდის).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. P.S. დამავიწყდა. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ბოლო შედარება იყო. ჩიჟი-ბიჟის ატანა არ მაქვს. P.S. დამავიწყდა. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ბოლო შედარება იყო. ჩიჟი-ბიჟის ატანა არ მაქვს.
15. შესანიშნავად დაწერილი კრიტიკაა. მე არ წამიკითხავს ჰარი პოტერის არც ერთი ტომი ,მაგრამ იმიტომ არა, რომ ამას ვინმე კრძალავს. ეს წიგნი ბესტსელერია და რაც არ უნდა აკრიტიკონ არაფერი დააკლდება ჩემი აზრით :) შესანიშნავად დაწერილი კრიტიკაა. მე არ წამიკითხავს ჰარი პოტერის არც ერთი ტომი ,მაგრამ იმიტომ არა, რომ ამას ვინმე კრძალავს. ეს წიგნი ბესტსელერია და რაც არ უნდა აკრიტიკონ არაფერი დააკლდება ჩემი აზრით :)
14.
severusLP მ ო მ წ ო ნ ს ძ ა ლ ი ა ნ
severusLP მ ო მ წ ო ნ ს ძ ა ლ ი ა ნ
13. მე წიგნი მაქვს წაკითხული და ზოგან ისეთი რამ დავინახე, რამაც მართლაც გამაოცა მწერლის დღევანდელობასთან მიმართებაში. ბოლოს როცა მთავარი გმირი კვდება, ესმის მახინჯი, აქერცლილ-გადატყავებულ ბავშვის უხამსი (ხაზს ვუსმვამ - უხამსი) კვნესა და გმირი ფიქრობს რომ რაღაც სამარცხვინოს უსმენს. მას არ სურს ამის მოსმენა და ეს ჩემი აზრით დიდი კეთილშობილების გამოვლენაა. მე წიგნი მაქვს წაკითხული და ზოგან ისეთი რამ დავინახე, რამაც მართლაც გამაოცა მწერლის დღევანდელობასთან მიმართებაში. ბოლოს როცა მთავარი გმირი კვდება, ესმის მახინჯი, აქერცლილ-გადატყავებულ ბავშვის უხამსი (ხაზს ვუსმვამ - უხამსი) კვნესა და გმირი ფიქრობს რომ რაღაც სამარცხვინოს უსმენს. მას არ სურს ამის მოსმენა და ეს ჩემი აზრით დიდი კეთილშობილების გამოვლენაა.
12. წაიკითხეთ ყველაფერი, მოუსმინეთ ყველაფერს, სცადეთ ყველაფერი... დასკვნებზე გააკეთეთ არჩევანი...
გემოვნება ჰაი–ჰარალოზე არ ყალიბდება
საღოლ!!!! წაიკითხეთ ყველაფერი, მოუსმინეთ ყველაფერს, სცადეთ ყველაფერი... დასკვნებზე გააკეთეთ არჩევანი...
გემოვნება ჰაი–ჰარალოზე არ ყალიბდება
საღოლ!!!!
11. ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების ქალწულობას ინახავს და ჯერაც არ წაუბილწავს გონება იმ არა- ქრისტიანული, ადამიანური, ჰუმანური, მეგობრული, ნორმალური, გამოსადეგი, გემოვნებიანი წიგნის წაკითხვით :D
ვაჰ,ეს ძალიან მომეწონა!
-Элвис, неужели ты не понимаешь - грех общаться с людьми такого сорта. Последствия будут ужасны. Маг несносен ,с ребенком будет море проблем :))
ჰარი პოტერი და Avada Kedavra და Список заклинаний :D
ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების ქალწულობას ინახავს და ჯერაც არ წაუბილწავს გონება იმ არა- ქრისტიანული, ადამიანური, ჰუმანური, მეგობრული, ნორმალური, გამოსადეგი, გემოვნებიანი წიგნის წაკითხვით :D
ვაჰ,ეს ძალიან მომეწონა!
-Элвис, неужели ты не понимаешь - грех общаться с людьми такого сорта. Последствия будут ужасны. Маг несносен ,с ребенком будет море проблем :))
ჰარი პოტერი და Avada Kedavra და Список заклинаний :D
10. საინტერესო წერილი იყო..... წაკითხვა ყველაფრისა შეიძლება...გააჩნია, რა გულით და რა თვალით.... მე არა მაქვს წაკუითხული ეს წიგნი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეშინია, უბარალოდ ვეღარ მოვიცალე....და არც მიძებნია მაინცდამაინც დრო...დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია..... რამდენიმე სერია ნანახი მაქვს და ჩვეულებრივ ზღაპრად ჩავთვალე..... პოპულარობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ,,იდუმალი'' და ,,აკრძალული''ყოველთვის ყველაზე პოპულარულია....;) ავტორს მადლობა საინტერესო წერილისათვის....;) ;) ;) საინტერესო წერილი იყო..... წაკითხვა ყველაფრისა შეიძლება...გააჩნია, რა გულით და რა თვალით.... მე არა მაქვს წაკუითხული ეს წიგნი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეშინია, უბარალოდ ვეღარ მოვიცალე....და არც მიძებნია მაინცდამაინც დრო...დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია..... რამდენიმე სერია ნანახი მაქვს და ჩვეულებრივ ზღაპრად ჩავთვალე..... პოპულარობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ,,იდუმალი`` და ,,აკრძალული``ყოველთვის ყველაზე პოპულარულია....;) ავტორს მადლობა საინტერესო წერილისათვის....;) ;) ;)
9. აუ მეც ვერ ვიტან ჰარი პოტერსსსს.მაგას რა წამაკითხებს ;;) ბაბა-იაგა :)) აუ მეც ვერ ვიტან ჰარი პოტერსსსს.მაგას რა წამაკითხებს ;;) ბაბა-იაგა :))
8. ჰარი პოტერი არა ნიშანიკორა:)) ვერ ვიტან მაგ სისულელეს:)) მაგ შვიდტომეულის კითხვას გირჩევთ, რამე ისეთი წააკითხოთ ბავშვს რაც ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება:) ჰარი პოტერი არა ნიშანიკორა:)) ვერ ვიტან მაგ სისულელეს:)) მაგ შვიდტომეულის კითხვას გირჩევთ, რამე ისეთი წააკითხოთ ბავშვს რაც ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება:)
7. ბევრი, ალბათ, სათაურიდანვე მიხვდა რაზე იქნება საუბარი ქვემოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკითხველთა შორის ბევრი ისეთი ,,პრინციპულიცაა“, ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების ქალწულობას ინახავს და ჯერაც არ წაუბილწავს გონება იმ არა- ქრისტიანული, ადამიანური, ჰუმანური, მეგობრული, ნორმალური, გამოსადეგი, გემოვნებიანი წიგნის წაკითხვით, რომელსაც მთელი მსოფლიოს დიდი თუ პატარა, უბრალოდ, ჰარი პოტერს ეძახის
გაიხარე სევერუს(ნუ ეხლა მე დამბლდორი უფრო მომწონს) :D მაგრამ მაინც გაიხარე! გეთანხმები 105%:D
ბევრი, ალბათ, სათაურიდანვე მიხვდა რაზე იქნება საუბარი ქვემოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკითხველთა შორის ბევრი ისეთი ,,პრინციპულიცაა“, ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების ქალწულობას ინახავს და ჯერაც არ წაუბილწავს გონება იმ არა- ქრისტიანული, ადამიანური, ჰუმანური, მეგობრული, ნორმალური, გამოსადეგი, გემოვნებიანი წიგნის წაკითხვით, რომელსაც მთელი მსოფლიოს დიდი თუ პატარა, უბრალოდ, ჰარი პოტერს ეძახის
გაიხარე სევერუს(ნუ ეხლა მე დამბლდორი უფრო მომწონს) :D მაგრამ მაინც გაიხარე! გეთანხმები 105%:D
6. მერედა რაა ცუდი იმაში თუ "სამი გოჭის" ამარა დავრჩებით?! :D მერედა რაა ცუდი იმაში თუ "სამი გოჭის" ამარა დავრჩებით?! :D
5. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო უნაკლოდ აშენებს მწერალი წიგნის სამყაროს, მით უფრო უჭირს ხალხს ამ სამყაროს სწორად აღქმა და მთავარი სათქმელის დანახვა. ეს ყველაფერი ემსგავსება ძალიან სუფთა მდინარეს (ნუ გეშინიათ ასეთი არ მოგვეპოვება), სადაც ყველაფერი ისე კარგად აირეკლება, რომ ბოლოს ყველაფრის გარჩევა გვიჭირს, თუმცა მდინარე რომ სუფთა უნდა იყოს, ამაშიც ძნელია ეჭვის შეტანა.
მარტო ამის წასაკითხად ღირდა აქ შემოსვლა. ავტორს ვეთანხმები, შეუძლებელია აღფრთოვანება არ გამოიწვიოს ჯოან როულინგის ფანტაზიამ და ოსტატობამ, მართლაც შესანიშნავი ქმნილებაა, ძალიან საინტერესო და ბევრისშემცველი, რაღა თქმა უნდა სატანისტური მასში არაფერიამით უმეტეს ყველა ზღაპარში არიან ჯადოქრები და ფერიები_ ანუ კეთილი და ბოროტი მაგები. ამ მოსაზრებით ნაწარმოების უგულებელყოფა სისულელეა. და კიდევ, კარგ მთქმელს კარგი გამოგონე უნდაო ნათქვამია, თუ ვინმე რამეს ვერ იგებს ან ვერ იღებს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა შემოქმედის.
severusLP-სს კი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო წერილისათვის, რომელიც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ჩიჟი-ბიჟივით” მიდის.:) მიხარია, რომ ამ საიტზე კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი ვიპოვე 555555555555555555555555555555
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო უნაკლოდ აშენებს მწერალი წიგნის სამყაროს, მით უფრო უჭირს ხალხს ამ სამყაროს სწორად აღქმა და მთავარი სათქმელის დანახვა. ეს ყველაფერი ემსგავსება ძალიან სუფთა მდინარეს (ნუ გეშინიათ ასეთი არ მოგვეპოვება), სადაც ყველაფერი ისე კარგად აირეკლება, რომ ბოლოს ყველაფრის გარჩევა გვიჭირს, თუმცა მდინარე რომ სუფთა უნდა იყოს, ამაშიც ძნელია ეჭვის შეტანა.
მარტო ამის წასაკითხად ღირდა აქ შემოსვლა. ავტორს ვეთანხმები, შეუძლებელია აღფრთოვანება არ გამოიწვიოს ჯოან როულინგის ფანტაზიამ და ოსტატობამ, მართლაც შესანიშნავი ქმნილებაა, ძალიან საინტერესო და ბევრისშემცველი, რაღა თქმა უნდა სატანისტური მასში არაფერიამით უმეტეს ყველა ზღაპარში არიან ჯადოქრები და ფერიები_ ანუ კეთილი და ბოროტი მაგები. ამ მოსაზრებით ნაწარმოების უგულებელყოფა სისულელეა. და კიდევ, კარგ მთქმელს კარგი გამოგონე უნდაო ნათქვამია, თუ ვინმე რამეს ვერ იგებს ან ვერ იღებს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა შემოქმედის.
severusLP-სს კი დიდი მადლობა ასეთი საინტერესო წერილისათვის, რომელიც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ჩიჟი-ბიჟივით” მიდის.:) მიხარია, რომ ამ საიტზე კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი ვიპოვე 555555555555555555555555555555
4. აბა რა მედეა, არ წაიკითხო ეგ სატანური აბდაუბდა თორე მამა იოანე გაჯავრდება :))
კაით რა ხალხნო... მშვენიერი საბავშვო ნაწარმოებია! რაც შეეხება ჯადოქრობებს და მსგავს რამეებს - ქართული ხალხური ზღაპრების ( და ზოგადად მსოფლიოს ხალხური ზღაპრებისაც )70% ( მაგალითისთვის "ცისკარა"ც კმარა) იმისთანა "ჯადოებს" , "კუდიანობებს" და კიდე იმდენ "სატანურ" ხარახურას შეიცავს რომ მასე ყველაფერი ავკრძალოთ მაშინ და "სამი გოჭის" ამარა დავრჩეთ :)) აბა რა მედეა, არ წაიკითხო ეგ სატანური აბდაუბდა თორე მამა იოანე გაჯავრდება :))
კაით რა ხალხნო... მშვენიერი საბავშვო ნაწარმოებია! რაც შეეხება ჯადოქრობებს და მსგავს რამეებს - ქართული ხალხური ზღაპრების ( და ზოგადად მსოფლიოს ხალხური ზღაპრებისაც )70% ( მაგალითისთვის "ცისკარა"ც კმარა) იმისთანა "ჯადოებს" , "კუდიანობებს" და კიდე იმდენ "სატანურ" ხარახურას შეიცავს რომ მასე ყველაფერი ავკრძალოთ მაშინ და "სამი გოჭის" ამარა დავრჩეთ :))
3. არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ! და რატომაც არ წავიკითხავ, კარგად მოგეხსენებათ:) არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ! და რატომაც არ წავიკითხავ, კარგად მოგეხსენებათ:)
2. ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ რაც წავიკითხე უმრავლესობაში არ გეთანხმებით.
,,თუმცა უკვე დავასკვენი, რომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო უნაკლოდ აშენებს მწერალი წიგნის სამყაროს, მით უფრო უჭირს ხალხს ამ სამყაროს სწორად აღქმა"
ვინ ხალხს?! ხომ არ გავიწყდებათ რომ ნებისმიერ ნაწარმოებს ყველა მკითხველი სხვადასხვანაირად აღიქვამს? ამიტომ ამაზე ზოგადად საუბარი არ მიმაჩნია მაინცდამაინც მართებულათ. რა დააშავა როულინგმა თუ ვიღაცა გამოთაყვანებულებს ფრენა მოუნდათ?! ეგრე იაღოველებიც არიან მოწადინებული და მათი სურვილი ვის დავაბრალოთ, იქნებ ღმერთს? ის რომ არა იაღოვაც ხომ არ იქნებოდა. ნუ საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ამ წიგნის წაკითხვას მკრეხელობად არ მივიჩნევ! ბოლომდე ვერ წავიკითხე, მაგრამ რაც წავიკითხე უმრავლესობაში არ გეთანხმებით.
,,თუმცა უკვე დავასკვენი, რომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რაც უფრო უნაკლოდ აშენებს მწერალი წიგნის სამყაროს, მით უფრო უჭირს ხალხს ამ სამყაროს სწორად აღქმა"
ვინ ხალხს?! ხომ არ გავიწყდებათ რომ ნებისმიერ ნაწარმოებს ყველა მკითხველი სხვადასხვანაირად აღიქვამს? ამიტომ ამაზე ზოგადად საუბარი არ მიმაჩნია მაინცდამაინც მართებულათ. რა დააშავა როულინგმა თუ ვიღაცა გამოთაყვანებულებს ფრენა მოუნდათ?! ეგრე იაღოველებიც არიან მოწადინებული და მათი სურვილი ვის დავაბრალოთ, იქნებ ღმერთს? ის რომ არა იაღოვაც ხომ არ იქნებოდა. ნუ საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ამ წიგნის წაკითხვას მკრეხელობად არ მივიჩნევ!
1. ჯადოსნური ზღაპრები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ქართული! აგრეთვე ანდერსენის, ძმები გრიმების... აი ჰარი პოტერის მაინცადამაინც არ მხიბლავს, კაცია და გუნება! ჯადოსნური ზღაპრები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ქართული! აგრეთვე ანდერსენის, ძმები გრიმების... აი ჰარი პოტერის მაინცადამაინც არ მხიბლავს, კაცია და გუნება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|