ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MZESumzira
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2009


იცით რაღაცნაირი სხვანაირი სურნელია აქ...

( ისე უბრალოდ.. )

დღეს რათომღაც ჩემი ძველი მეგობრები მომაგონდა... ჰო აი ის  „რუსეთის“ .. მაშა,ირა,არიშკა,დანილა,ვასია ..მერვე კლასი და ჩვენი დამრიგებელი ზოია ტიმოფეევნა .. ვფიქრობდი ნეტა როგორი ვიქნებოდი ახლა, მაშინ იქ რომ დავრჩენილიყავი..
მომენატრა იქაურობა.. არც არის გასაკვირი ჩემი „ბავშვობის ბავშვობა“ იქ გავატარე.. მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდით აქ .. თუმცა 12 წელიწადის განმავლობაში  სულ 3ჯერ ვიყავი საქართველოში...
პირველი ნაბიჯი საკუთარ „თბილ“ მიწაზე შეგნებულ ასაკში.. რა დამავიწყებს..
არაფერი მახსოვდა გარდა იმისა, რომ სამშობლოს მიწაზე ვდგევარ  .. გული ძალიან სწრაფად მიცემდა და მინდოდა მეყვირა... „მე აქ ვარ!’’ იცით რაღაცნაირი სხვანაირი სურნელია აქ...

დავუბრუნდეთ რუსეთს... ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნეტა როგორ ვცხოვრობდი იქ.. თბილი ხანდახან სევდიანი და ხანაც ლაღი თბილისური საღამოების, მთაწმინდისა და ნარიყალას, ძველი უბნებისა და წინაპრების დატოვებული ისტორიის.... ქუჩაში გამვლელი ადამიანების თბილი თვალებისა და საქართველოს მზის გარეშე.. აქ სულ სხვანაირად გათბობს.. დამერწმუნეთ....

მაინც კარგია მოსკოვი... მიუხედავად იმისა , რომ უამრავი სითბო და სიყვარული დამაკლო... ჰო ჰოოო იქ ხომ ადამიანების თვალებშიც კი  სიცივე იგრძნობა.. რაღაც სხვა და უცხოა ქართველისთვის... თითქოს იქ გავიზარდე და სიმართლე გითხრათ თბილისში  რომ ჩამოვედი ქართულად ნორმალურად ვერ ვმეტყველებდი,მაგრამ იქ მაინც ვერ ვგრძნობდი ისე კარგად თავს როგორც, აქ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ....

როდესაც მეკითხებიან რა განსხვავებაა რუსეთსა და საქართველოს შორის ვპასუხობ უდიდესი! წარმოიდგინე, ახლა მარსზე სიცოცხლე რომ არსებობდეს და შენ ,  იქ ცხოვრობდე.. როგორია? არა არა იქაც ჩვეულებირივი ადამიანები ცხოვობენ.. უბრალოდ ცოტათი ცივი და ცოტათი სხვანაირი... აქ სულ სხვაა .. დამიჯერეე აქ თბილა....

ხშირად მსმენია „ ნეტა როდის გავეცლები აქაურობას... ‘ ბრაზდები ჩემთვის და ვფიქრობ.. ამან ხომ არ იცის რას ნიშნავს ცხოვრობდე იქ , სადაც არავინაა შენიანი....
გენატრება ქართველის დანახვა და გიხარია , ძალიან გიხარია ,როცა ქართული საუბარი  გესმის...

ახლა გამახსენდა....
ერთხელ სკოლის დერეფანში ვიდექი..დასვენება იყო და უამრავი რუსის ბავშვი ირეოდა ერთმანეთში... უეცრად პატარა გოგონა დავინახე , შავი ლამაზი თმითა და თვალწარბით.. დამაინტერესა რაღაცნაირად ...თბილი ბრწყინავი თვალები ჰქონდა ... გავიფიქრე ეს რუსი არ იქნება მეთქი... 
მინდოდა მისვლა და კითხვა „ ქართველი ხარ? ‘ ბავშვურმა სიმორცხვემ მძლია და ვერ გავბედე.. ამასობაში ზარიც დაირეკა...
რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ ვნახე... ძალიან ახლოს იდგა ჩემთან და ისიც რაღაცნაირად მიყურებდა.. მაკვირდებოდა... ნელ-ნელა ახლოს მოიწია და მკითხა „ А ты русская?“ დავიბენი დაა თავი გაუქნიე , იმის ნიშნად , რომ სულაც არ ვიყავი რუსი... მაშინ გაიღიმა და სასიამოვნო გაკვირვებული სახითა და იმედიანი თვალებით მკითხა
- ქართველი?
- ჰო .. ჰოო ქართველი...
-  რომ დაგინახე მაშინვე მივხვდი , ქართველი ქართველს გრძნობს , მამაჩემი ამბობს ეგრე...
იცი მე იქ ზაფხულობით ჩავდივარ .... ნელი ბებოსთან ... იქ ბაბუაც და........
ზარი დაირეკა.... გამიღიმა და გაიქცა.... იმ დღის მერე ყოველ დასვენებაზე ვაკითხავდი... მიყვებოდა თბილისზე... ჩურჩხელებზე და ნელი ბებოზე.... იმ გოგონას მარი ერქვა...

მაშინ მივხვდი , რომ თბილისი, ჩურჩხელები და ბებო მაკლია....მენატრება!

მეგობრებისთვის ვიყავი, ჩვეულებრივი, ხანდახან უცნაურიც...  პატარა ქართველი, რომელიც ძალიან უყვართ.... უყვართ მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში ...

ისიც გამახსენდა ... ბოლო დღე რუსეთში...... ვიცოდი , რომ შეიძლება სამუდამოდ მივდიოდი.. სევდიანი , მაგრამ ამავდროულად ყველაზე გახარებული ვიყავი იმ დღეს.... დავემშვიდობე ყველას და ყველაფერს... სკოლის მასწავლებლებს, კლასელებს, უახლოეს მეგობრებს, სახლის ეზოს, მაღაზიის ნაცნობ გამყიდველებსაც კი... ნაცნობ ქუჩებსა და ჩვენს პატარა ბინას...
ჩემმა არიშკამ იტირა იცით? მეც ვიტირე , თან მიხაროდა !

მე ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა , რომ დედამიწის ვერცერთი კუთხე-კუნჭული ვერ შეცვლის შენსას... ვერა , იმიტომ რომ შენს ძარღვებში შენი მიწის სისხლი ჩქეფს... ხო და ეცადე , რომ ეს სისხლი არ გაიყინოს სითბოს გარეშე..........................


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები