ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2009


პასუხები კითხვებს

მე ვწევარ ემბრიონის ფორმაში,
ვტირი სიზმრებზე, რომელიც
ჯერ არ მინახავს,
ვტირი ფიქრებზე,რომელთაც
ჯერ არ გაუელვებია ჩემს თავში,
ვტირი მუზაზე, რომელიც ერთხელაც
აღარ ჩამჩურჩულებს ბებერ სტრიქონებს ყურში...
ემბრიონის ფორმასი გაუნძრველად ვფოქრობ,
ჩემს დაუცველ ფორმაზე...
სადღაც შორს მივყავარ კითხვას,
მომავალი პლიუს უსასრრულობას ეკუთვნის თუ მინუსს?
პასუხები კი აბათილებენ ერთმანეთს...
მე მაინც ემბრიონის ფორმაში გაუნძრევლად ვსუნთქავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები