ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციტატა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2009


უტყვი მეგობარი

დაბინდდა,მზემ იწყო ქურდულად გაპარვა,
ცა გააწითლა ველურმა ხანძარმა,
დღემ თვალი მილულა,შეიგრძნო გადაღლა,
ღამე მოიპარა ვით შავი ავაზა.
      სიბნელეს მივეკედლე,თვალები დავხუჭე,
      თავი შემახსენეს მკვნესარე ფიქრებმა,
      შენი აჩრდილი სატევრით ავკუწე,
      უკუნში გაიბრწყინა იმედის სხივებმა...
წამწამთა ფარფატი გადაღლილ თვალებზე,
ცრემლით აივსო ტრფობის ფიალა,
დაიწვა ღამე,მე ცეცხლად ავენთე,
მწარედ ვიგრძენი გულში იარა.
      ისევ ოცნებას ვუხმე ექიმად,
      უცნაურ გრძნობით მივენდე სიზმრებს...
      მთვარე დამდგარა ჩემთან ვეზირად,
      ვარსკვლავთ ლაშქარი შავ ყორნებს მირბევს...
ღამე დაიღალა ჩემი შემხედვარე,
ისე მითანაგრძნობს,როგორც მაჭანკალი...
დუმილს ამჯობინებს ყოველ შეხვედრაზე,
ჩემი მოწმეა და უტყვი თანამგზავრი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები