ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2009


    არ აღმოჩნდა ის, ვინც მეგონა... ისიც ვუთხარი ''თამუნია" ყველაზე ძლიერად მოქმედებს ჩემზე, ყველაზე მეტად მიყვარსმეთქი. ძალიან ბერჯერ დამიძახა.. ამასაც გადაუარა... ის არ აღმოვჩნდი ვინც უნდოდა ვყოფილიყავი.. სამაგიეროდ "ცუდისთვის" არ გამიმეტა. არ გამიმეტა და ამის დაფასებაც მოითხოვა. მადლობა ღმერთთან ერთად მეც მეკუთვნისო. ჰოდა ვუთხარი ის მადლობა და გავუშვი მშვიდი სინდისით...
    მე... მოვდივარ და მომაქვს დაუძლეველი სურვილი - მინდა ვენდობოდე, მინდა ინდობოდეს ადამიანზე. ყველაზე (ალბათ ბევრი მინდა).
    არ მეღიმება, არ მიხარია და მეშინია..
    -მოღუშული ნუ დადიხარ, სახლში სიცოცხლე შემოიტანეო. მართალია, ფსიქოლოგები ხომ არ არიან. ამდენს არ უნდა ვითხოვდე და ვახვევდე "სხვას". ხო, არაა საჭირო.. მაგრამ...
    არადა რთულია. სიცარიელეც რთულია...
    სამსახურში - სიცილი უაზრო თემებზე, წუხილი სისულელეებზე.. სასაუბრო თემა - სხვადასხვა სათაურით გაზეპირებული ერთი შინაარსი...
    მერე ამ ყველაფერს ვუღრმავდები და ვხვდები რაზე ვდარდობ თავად მე.. რაზე ფიქრში ვერ ვიძინებ გვიანობამდე, იმის მაგივრად, რომ ჩემს სულზე ვიფიქრო... ჰოდა ასე: "იმასთანაც" მე ვიყავი დამნაშავე. ღმერთზე წინ დავაყენე; აღარც ვილოცე, არც ტაძარი გავიხსენე.. უფალს არ ვენდე... რა მეგონა...
    სამსახურთანაც რა პრეტენზია მაქვს? იქნებ იმათთვის მე ვარ სიცარიელე.. იმუშავე და გაიღიმე...
    ან სახლში რატომ ვითხოვ ამდენს? განა ჩემზე შრომით და ფიქრით არ იღვიძებენ და იძინებენ? თავისებურად.. იმათთვის მეც ხომ თავისებური ვარ. გავუგებ და მერე ისინიც გამიგებენ...
    ვამბობ ამ ყველაფერს და მაინც ცუდად ვარ, მაინც არ მეღიმება, მაინც მეშინია და ვიცი რატომ.. იმიტომ რომ შორს ვარ უფლისგან. ვცდილობ, მივდივარ, მივყვები მის გზას. მერე გზაჯვარედინი იწყება და მეც ვჩერდები.. და ეს მუდმივად მეორდება... ალბათ საკმარისად არ ვინდომებ.
    მახსენდება პატრიარქის სიტყვები გუშინდელი ქადაგებიდან: "თუ თავად ვერ მიდიხარ უფლამდე, სთხოვე მას, ის მოვიდეს შენთან"
    მე ისევ არ მეღიმება... მაგრამ იმედი მაქვს და ამ იმედით არ მეშინია.. უიმედოდ არასდროს მტოვებს. იცის როგორ მატაროს, იცის.. მე ვეცდები, სულ ვეცდები... და თუ არ გამომივა:
    მოდი ჩემთან უფალო!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები