...ისინი მეზობლები იყვნენ. ერთ სართულზე, პირისპირ ცხოვრობდნენ და საერთო შემოსასვლელს საერთო რაზით რაზავდნენ. ორივეს ოჯახი ჰქონდა,საზოგადოებაში პატივცემული და მიღებული.თითქოს არაფერი არღვევდა ამ ორი ოჯახის იდილიას,თუ არ ჩავთვლით ორი ადამიანის მოულოდნელად შეფეთებულ თვალებსა და უნებურად აფრთხიალებულ გულებს. მიუხედავად იმისა,რომ ორივეს ჰყავდა წესითა და კანონით დამტკიცებული მუდმივი პარტნიორი,იყო მათში რაღაც იდუმალი, რაღაც მაგიური, ამოუცნობი და ვნებიანი... უცნაურია,მაგრამ მათ,სადღაც გულის კუნჭულში ჰქონდათ სიცარიელე, ზუსტად იმოდენა,ეს ორი პიროვნება რომ თავისდაუნებურად ცდილობდა ამოვსებას და ამას მხოლოდ მაშინ ახერხებდნენ, როცა მოულოდნელად შეეფეთებოდნენ ერთმანეთს. ორივეს ერთი რამ აფიქრებდა,ვერაფრით გაეგოთ,იყო თუ არა ეს შეგრძნებები ურთიერთგამომწვევი.თუმცა ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო.ორივე დიდ პატივს სცემდა ოჯახს,რელიგიასა და ტრადიციას... მაგრამ გულის კუნჭულში დარჩენილი სიცარიელე ზოგჯერ ისე იზრდებოდა და იბერებოდა,რომ მისი მაშტაბები არათუ გულს,არამედ თვით პიროვნებებსაც აღემატებოდა და პირდაღებულ ფაშგუნდივით ითხოვდა საზრდოს. ეს საზრდო კი იმ წამიერი სიამოვნების შეგრძნება იყო,რომელსაც ისინი ურთიერთშეხვედრის დროს განიცდიდნენ... თითქოს მათი ცხოვრება რაღაც ფაზებით იყო ურთიერთგადაკვანძული.ისინი ბედის თითებში რუბიკონივით ტრიალებდნენ და იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა მათი თვალები პასტელის ფერებივით თანხვდებოდნენ ერთმანეთს, ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდიდნენ... მათ ურთიეთობას ალბათ ინსტიქტების დისტანციური მართვა ერქვა.გარკვეულ სიტუაციებში ბედის ირონიის წყალობით ანდამატივით განიზიდავდნენ და მიიზიდავდნენ ერთმანეთს.ამ სიტუაციის მართვა მათ ძალებს აღემატებოდა და არც სურდათ ბედთან ჭიდილი.ორივეს ბევრი ჰქონდა დასაკარგი,თუმც ორივესთვის ცხადი იყო,რომ ამას იქით დიდი,ძალიან რაღაც ელოდათ...ამიტომაც უბრძოლველად მიჰყვებოდნენ დინებას და იმ უნებური თვალების შეფეთებით გამოწვეული სიამოვნებით კმაყოფილდებოდნენ,რომლითაც არც თუ იშვიათად ასაჩუქრებდა ბედი.ისინი ხომ მეზობლები იყვნენ.ერთ სართულზე,პირისპირ ცხოვრებდნენ და საერთო შემოსასვლელს საერთო რაზით რაზავდნენ...
საერთო ჯამში სასიამოვნო წასაკითხია, მაგრამ ამ პატარა ტექსტში ბევრი კორექტურაა გაპარული. მაგ. (ამას იქით დიდი,ძალიან რაღაც ელოდათ...) მგონი თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ წერის ამბავში, დამწყები არ უნდა იყოთ, ჩემგან განსხვავებით და მსგავსი რამ არ გეპატიებათ. "ინსტიქტების დისტანციური მართვა". მნიშვნელობა "ინსტი(ნ)ქტის" განსაზღვრებიდან გამომდინარე სიტყვა დისტანციური არანაირად შეეფარდება, რადგანაც ის უმართავია. და საერთოდ ეს ტექნიკური ლექსიკა არ უხდება ასეთ ჩანახატს_ჩემის აზრით. (მაშინ თვიდან ბოლომდე ტექნიკური ლექსიკით უნდა იყოს გაჯერებული ნაწერი) სიტყვა "შეფეთება" რაღაც სასწაულად ვერ მოვუხდინე. :( ერთერთი ფილმი გამახსენდა.
თუმცა ცოცხალი ნაწერია და რეალური... :)

მიტომაც უბრძოლველად მიჰყვებოდნენ დინებას და იმ უნებური თვალების შეფეთებით გამოწვეული სიამოვნებით კმაყოფილდებოდნენ,რომლითაც არც თუ იშვიათად ასაჩუქრებდა ბედი.ისინი ხომ მეზობლები იყვნენ.ერთ სართულზე,პირისპირ ცხოვრებდნენ და საერთო შემოსასვლელს საერთო რაზით რაზავდნენ...
ყველაფერტან ერთად გულთამხილავიც ხარ...555555555
მიტომაც უბრძოლველად მიჰყვებოდნენ დინებას და იმ უნებური თვალების შეფეთებით გამოწვეული სიამოვნებით კმაყოფილდებოდნენ,რომლითაც არც თუ იშვიათად ასაჩუქრებდა ბედი.ისინი ხომ მეზობლები იყვნენ.ერთ სართულზე,პირისპირ ცხოვრებდნენ და საერთო შემოსასვლელს საერთო რაზით რაზავდნენ...
უცნაურია,მაგრამ მათ,სადღაც გულის კუნჭულში ჰქონდათ სიცარიელე, ზუსტად იმოდენა,ეს ორი პიროვნება რომ თავისდაუნებურად ცდილობდა ამოვსებას და ამას მხოლოდ მაშინ ახერხებდნენ, როცა მოულოდნელად შეეფეთებოდნენ ერთმანეთს.
5

ბედის ირონიის წყალობით ანდამატივით განიზიდავდნენ და მიიზიდავდნენ ერთმანეთს.ამ სიტუაციის მართვა მათ ძალებს აღემატებოდა და არც სურდათ ბედთან ჭიდილი.ორივეს ბევრი ჰქონდა დასაკარგი,თუმც ორივესთვის ცხადი იყო,რომ ამას იქით დიდი,ძალიან რაღაც ელოდათ...
რა ჯობია ვეღარ გაიგებ რააა ... :( 5-იანი შენს ნაწეერს :-*
საერთო შემოსასვლელს საერთო რაზით რაზავდნენ... :(
რა ხშირად მესმის უკვე მსგავსი ისტორიები...