 | ავტორი: scarlet ჟანრი: პროზა 31 ოქტომბერი, 2009 |
მე
მე არ ვარ. მე ვეხები ყველაფერს რისი შეხებაც შეიძლება. მე ვგრძნობ მათ. ისინიც მეხებიან, ისინიც მგრძნობენ. გრძნობენ ჩემს სხეულს, ჩემს გაყინულ თითებს. მე ვგრძნობ მათ უსწორმასწორო ნაკვთებს, მე ვგრძნობ მათ სითბოსა და სიცივის შუალედში გაჭედილ ცივ სითბოს. მე ვგრძნობ მათ გამოუთქმელ გრძნობებს, მათ გულს ვგრძნობ. Aრა, ეს გული არ არის. ეს კიდევ ერთი ხორცის ნაჭერია მათ სხეულში, პატარა სარქველი, სისხლის სამოძრაოდ. სისხლი ლურჯია. ლურჯი სიცივის ფერი. ლურჯი სიცივე და უჯრედების მოძრაობა. ისინიც გრძნობენ ჩემს გაყინულ თითებს და ახლა ჩემი სხეულიც მათი გულივით ხორცის ნაგლეჯია, მაგრამ ისინი ვერ გრძნობენ ჩემს გრძნობებს. მე მათ მიმოვფანტავ სივრცეში სიტყვებით. მე მავიწყდება, მავიწყდება, რომ გრძნობები სიტყვებით არ გამოითქმის. არც სხეული გამოთქვამს გრძნობებს. არის, არის ამ ხორცის ნაგლეჯში რაღაც რითაც ჩემი გრძნობა შეიძლება. მე ჩემი თვალები ვარ. მე ჩემი ცრემლები ვარ. ცრემლები თვალებია, გრძნობათა სიმხურვალისგან დნება და იმიტომაა ტირილის შემდეგ თვალები ამღვრეულ ზღვას, რომ მიმიგავს. მე ხშირად ვტირი მათი ხორცის ნაგლეჯის გამო. მე ხშირად ვტირი ჩემი ხორცის ნაგლეჯის გამო. მე სიცივის უსაზღვროება მატირებს, სიცივესთან ერთად სიცრუის უსასრულობა. Bბევრი თვალი ტირის, მაგრამ ისინი არ ჰგვანან ამღვრეულ ზღვას. მათ ცრემლს ფერი არა აქვს. მათი ცრემლი სიცრუის ფერია. ცაც ჩვენი ხორცის ნაფლეთებისთვის ტირის. ის ტირის და მისი ცრემლები თბილია, თბილია ყოველთვის. წვიმს. ხშირად. უკვე აღარ არის ადგილი მესთვის, ჩემთვის,მზისთვისაც აღარ არის ადგილი. მე ვხუჭავ მე-ს და ისეც ვხედავ. ვხედავ ფერებს უფერულობაში. ვხედავ მხოლოდ ერთ ფერს და ეს ფერი სიცრუეა. სიცრუის ფერია ირგვლივ გრძნობების მანტიით. და უკვე აღარ არის ხორცში მე. აღარ მინდა გავახილო თვალები. მეშინია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ...და რომ არ იყოს ის ნათელი ჭეშმარიტება, ყველა სხივში სიყვარულით რომ ბრწყინავს........,,ნათელს ვერ ეწია ბნელი...''' ;)გაიღიმე..... ...და რომ არ იყოს ის ნათელი ჭეშმარიტება, ყველა სხივში სიყვარულით რომ ბრწყინავს........,,ნათელს ვერ ეწია ბნელი...``` ;)გაიღიმე.....
5. ბევრი იტირე და ბევრ მძიმე მუსიკას მოუსმინე და ერთიანად გამოგიყვანს დადუ. 2009-10-31 01:41:41
დდუ :)) ბევრი იტირე და ბევრ მძიმე მუსიკას მოუსმინე და ერთიანად გამოგიყვანს დადუ. 2009-10-31 01:41:41
დდუ :))
4. სიცივეს და სიცრუეს რაც უფრო მალე შეეჩვევით, მით უფრო მეტად იგრძნობთ სითბოს, რომელიც "სითბოსა და სიცივის შუალედშია გაჭედილი" :)
თვალები კი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაახილოთ, დახუჭვას ყოველთვის მოასწრებთ :) სიცივეს და სიცრუეს რაც უფრო მალე შეეჩვევით, მით უფრო მეტად იგრძნობთ სითბოს, რომელიც "სითბოსა და სიცივის შუალედშია გაჭედილი" :)
თვალები კი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაახილოთ, დახუჭვას ყოველთვის მოასწრებთ :)
3. ბევრი იტირე და ბევრ მძიმე მუსიკას მოუსმინე და ერთიანად გამოგიყვანს :) ბევრი იტირე და ბევრ მძიმე მუსიკას მოუსმინე და ერთიანად გამოგიყვანს :)
2. :) არ მოიწყინო. +5 :) არ მოიწყინო. +5
1. მე ვხუჭავ მე-ს და ისეც ვხედავ. ვხედავ ფერებს უფერულობაში. ვხედავ მხოლოდ ერთ ფერს და ეს ფერი სიცრუეა. სიცრუის ფერია ირგვლივ გრძნობების მანტიით. და უკვე აღარ არის ხორცში მე. აღარ მინდა გავახილო თვალები. მეშინია.
მეც შემეშინდებოდა... :( მე ვხუჭავ მე-ს და ისეც ვხედავ. ვხედავ ფერებს უფერულობაში. ვხედავ მხოლოდ ერთ ფერს და ეს ფერი სიცრუეა. სიცრუის ფერია ირგვლივ გრძნობების მანტიით. და უკვე აღარ არის ხორცში მე. აღარ მინდა გავახილო თვალები. მეშინია.
მეც შემეშინდებოდა... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|