ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერკური
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2009


ამაოება

ის არ ახდება, რაც არ სურს უფალს,
ვერ დავიბრუნებთ გაფრენილ წუთებს,
ამ მონატრებას დროც ვერ განკურნავს,
ჩემი ცრემლები ღამეს რომ უთევს.

გადიან წლები, როგორც წამები,
განგებამ ჩვენი გზები გაყარა
და რაც მშორდები უფრო ახლოს ხარ,
დრომ თმებზე თოვლიც გადამაყარა.

აზრი დაკარგა  ჩემმა სიცოცხლემ,
დღეები ამ წლებს ვისთვის ვუთვალო?
სხვადასხვა ჭერქვეშ ჩვენი ცხოვრება
საჭირო იყო ვითომ უფალო?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები