ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2009


ეს ლექსი

ჩემი პოეზია დუმილისაა.
დუმილი სასტიკია როგორც ცხოვრება,
რომელიც მძივივით აკინძულია სულის მარცვლებით,
და მკიდია
ეს ლექსი, სარეველა ბალახივით რომ ამოდის
კომფორტული ყოფით გათამამებული ობივატელის მონიტორზე.

ჩემი პოეზია მომავლისაა.
მომავალი უფრო სასტიკია ვიდრე ცხოვრება.
აღარ იქნება ეს ხმაური,
მხოლოდ დუმილი დაარღვევს დუმილს.

ჩემი პოეზია სუფთა ფურცელია,
რომელიც ფაქიზი ყვავილებით მოფენილ მდელოზე აგდია დაჭმუჭნილი და
გზიდან გადასული მგზავრის მომლოდინე.

ჩემი პოეზია სექსია,
ოღონდ არა ტრადიციული,
არამედ სამარცხვინო,
როგორც მამათმავლობა,
და როცა სახალხოდ პოეტობენ,
მიკვირს.

ჩემი პოეზია მუხის ნაყოფია
ღორების წინაშე დაგდებული და
სასაცილოდაც არ ეყოფათ
ეს ლექსი,
რომელიც მკიდია როგორც
მძივივით აკინძული სულის მარცვლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები