ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პლაკსა ბრომლეი
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

მერე რა...?!

...და მერე რა, ყველას ემართება, ნეკაზე თუ იქნება ჩამოსათვლელი ვისაც არა...
          მაგრამ მაინც, ის არაჩვენებურია, არააქაურია, არანორ... მართლა და როგორიც, რანაირიც, რა დროითაც და რა დოზითაც არ უნდა იყოს მაინც ისეთია, რის შეგრძნებაზეც მხოლოდ სულელი, ისეთი, უბრალო თუ იტყვის: “იცით?! - არა”... მაგრამ ვერა, ვერავინ მეტყვის, რომ პატარა აბიც და დიდიც ერთნაირად მოქმედებს. ისე კი ჩემთან მეორედ მოვიდა. ვერც პირველად და ვერც ახლა ორ ცხრიანს ვერ ჩამოვაცილე და, ალბათ, მაგიტომაც რა თუ მუხლის ჩოქზე ეტყვი. შენს ისედაც ცოდვილ სიტყვებს კიდევ რამდენიმე ცოდვიან ბგერას მიამატებ და აზრს ძლივსღა გადააბავ, რომ ცხოვრებას გირჩევნია, აღმერთებ, ხატია იგი მზერისკენ დასვენებული და უბრალო, ალბათ უფრო შესაბამისი იქნება სიტყვა “გლეხი” - დიახ გლეხი ხარ მის ხატთან მლოცველი.  თუ ეტყვი, რომ მისთვის წყალშიც გადახტები, თუნდაც იყოს მღვრიე, და მერე..  და მერე რა, თუ  სათქმელმა  ბრაზი მოიტანა, და მერე რა, თუ ბრაზი ოთხ თითად დაგეტყო, როგორ გაბედეო,  და მერე რა რომ იფიქრა: "ამანაც!..?"  განა რა თქვი უცხო, შენ ხომ  იმის შესახებ ეუბნები, რისი ნიჭიც გაქ, რითაც ამაყობ, შენ ხომ გიყვარს და მარტო ამით ხარ ბედნიერი. არა მართალი ვყოფილვარ, სანამ ყველაფერი მოხდებოდა... მანამდეც... ნაცრისფერი არსებები ასე ბუტბუტებდნენ ცალი მხარისა ჯობია, გაუმხელელი ჯობია, ჩუმი, იდუმალი... მეტად წმინდაა... ნუთუ ასე გაძნელდა გაგება?! არა.. არა, გესმის, იცი და ხვდები... უბრალოდ მეტი გაქვს, უმეტესი გინდა. ასე მოვიწყეთ თავიდანვე გუნება და გადაჩვევა მითუმეტეს ამ ჟანრში ცოტა არიყოს და უცხო იქნებოდა,.. უნდა ყვიროდე, თუ საკუთარ პარკუჭებში ამის ნიჭი აღმოაჩინე. არა უნდა ბოლო ხმაზე ყვიროდე, იცით?!  მე მიყვარს,.



          და გინდაც ისე იყოს, როგორც არ გინდოდა, ისე მოხდეს, როგორც გეგმავდი ჩაშლილ გეგმას, თუნდაც ის მეტისმეტი არ ახდა, უბრალოდ ვერ მოხვდი იქ სადაც ბუდის აშენებას აპირებდი, იქ სადაც ადგილი შეიგულე და ისე რა მოსატანია?! და თუ მოხდა, რომ ეს ადგილი მწვანე თოლიებმა დაიკავეს, უბრალოდ არ გაგიმართლა, უბრალოდ შენ სხვა აღმოჩნდი სხვის თვალში, მის...  არა, არ ვბრაზობ, განა იმიტომ, რომ არ მებრაზება, უფლება წართმეული ვერას იზავს რა.. თუნდაც ხვალვე, ხვალვე დასრულდეს ის, რაც ჯერ არ დაწყებულა, მე მაინც ვიყვირებ, ოღონდ დიდი ხმით, დიდი ხმით ვიყვირებ! და საერთოდაც, იცით რაა?!  მე ის... !!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები